ბ-ნი ბოზოქ დაიბადა 1972 წ., დაამთავრა ფირატის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ამასთანავე, ანადოლუს უნივერსიტისგან მიიღო ხარისხები ბიზნესისა და ჯანმრთელობის მენეჯმენტის სფეროში.
2003-2006 წწ. იგი მუშაობდა ბაშქენთის უნივერსიტეტში ექიმი თერაპევტის თანამდებობაზე, ხოლო 2004-2007 წწ მუშაობდა თერაპევტად ადანა ნუმუნეს ტრენინგისა და კვლევის საავადმყოფოში. 2007-2009 ასრულებდა მთავარი ექიმის მოვალეობებს მერსინის ახლო აღმოსავლეთის კერძო საავადმყოფოში. მოგვიანებით, 2009-2014 წლებში, მუშაობდა მედლაინ ადანას კერძო ჰოსპიტალში ოპერაციული განყოფილების ხელმძღვანელად, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა გენერალური მენეჯერის თანამდებობას ავრუპას კერძო ჰოსპიტალში. 2015-2017 წლებში მუშაობდა EPC კერძო ჰოსპიტალში საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წელს _ გუზელიალის ჰოსპიტალში საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე. 2017 წლიდან 2019 წლამდე იგი მუშაობდა მერსინის საქალაქო საავადმყოფოში, ხოლო 2020 წლიდან 2021 წლამდე მსახურობდა ადანა ავრუპას კერძო ჰოსპიტალში გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. 2021-2022 წლებში მუშაობდა მთავარ ექიმად ჩაქმაქ ერდემის საავადმყოფოში.
2022 წლიდან იგი მუშაობს მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში მედიკანა ბაჰჩელიევლერის საავადმყოფოს გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.
