დოცენტი Gülçin Türkmen SARIYILDIZ, მ.დ.

მედიკანა ინთერნეშენალ ანკარას საავადმყოფო

დაბადებული 1970 წელს ანკარაში. გულჩინ თურქმენ სარიილდიზმა დაამთავრა გაზის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და გაიარა სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში ანკარის ონკოლოგიურ საავადმყოფოში. სპეციალიზაციის შემდეგ, მან დაიწყო ორმაგი კარიერა მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში ანკარაში. იგი მუშაობდა ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა სამედიცინო პერსონალის უფროსის მოადგილე, სამედიცინო პერსონალის უფროსი, გენერალური მენეჯერი, კოორდინატორი და კონსულტანტი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე კერძო სექტორში.

ქალბატონი სარიილდიზი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის კერძო კლინიკებსა და უნივერსიტეტებში. ამ ხნის განმავლობაში მან წარმატებით განახორციელა მრავალი პროექტი სხვადასხვა გუნდთად ერთად და თანამშრომლობდა სხვადასხვა ასოციაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ჯანდაცვის დაფინანსებასთან, მდგრადობასთან, ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებთან, ეფექტურობასთან, საავადმყოფოების ნარჩენების ეფექტურ მართვასთან, ჯანმდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამასთან და PPI კამპუსის პროექტების მომზადებასთან.

2011 წელს დაამთავრა ანადოლუს უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით.
ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილებით და სპეციალურ პროექტებსა და ორგანიზაციულ მუშაობაში ჩართულობით, 663-ე ბრძანებულების თანახმად ქალბატონი სარიილდიზი შეუერთდა მედიკანა ანკარას საერთაშორისო ჰოსპიტალს როგორც გენერალური მენეჯერი და სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელი. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს.

იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში და გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო სტატია ეროვნულ და საერთაშორისო მაშტაბით. იგი ავტორია მრავალი წიგნისა და თავებისა და მუშაობდა რედაქტორად ზოგად ქირურგიაში. იგი აგრძელებს აკადემიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

ქალბატონი სარიილდიზ დაქორწინებულია და ყავს ერთი შვილი. ინგლისურ ენას ფლობს ძალიან კარგად.

 

პროფესიული გამოცდილება:

2021 - ატილიმის უნივერსიტეტის სამედიცინო მომსახურების პროფესიული სასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი

2015 - დღემდე: მედიკანა ინტერნეშენალ ანკარას საავადმყოფო, სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელი / გენერალური მენეჯერი

2013 - 2015: ანკარას ლივის საავადმყოფო, დამფუძნებელი გენერალური მენეჯერი

2012 - 2013: TKHK სამმართველო, კონსულტანტ-კოორდინატორი

2011 - 2012: ჯანდაცვის სამინისტროს მკურნალობის მომსახურების გენერალური დირექცია - პროექტის კოორდინატორი

2008 - 2011: ანკარის ჩაღის საავადმყოფო - ჩაღის ლაბორატორიები - AGM - გენერალური დირექცია

2001 - 2008: ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელის მოადგილე - სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში

2000 - 2001: ანკარის ონკოლოგიური საავადმყოფო, სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში

1996 - 2000: ანკარის ონკოლოგიური საავადმყოფო, ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა

1995 - 1996: Roche HYB 50,000 ბავშვთა სკრინინგის კამპანიის პროექტის კოორდინაცია

 

ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრობა:

TÜSİAD Biz-ის წევრი წარმომადგენელი

KAYÇAD ( აღმასრულებელ ქალთა და მშრომელ ქალთა სოლიდარობის ასოციაცია)

SGK (SSI) სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი

TOBB ჯანდაცვის სექტორის საბჭოს წევრი

ანკარის ქირურგიული ასოციაციის წევრი

კოლორექტალური ქირურგიის ასოციაციის წევრი