Yusuf ÇEBİ

ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი

იუსუფ ჩებიმ დაამთავრა ბაკალავრიატის პროგრამა კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით.

მან კარიერა დაიწყო İ.M.A Engineering-ის წარმოების მენეჯერად. 1995 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა Divan's-ის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2007 წლიდან 2012 წლამდე იგი მუშაობდა ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე Acıbadem Health Group Kozyatağı Hospital-ში. 2012-2015 წლებში მუშაობდა Acıbadem Health Group-ში ტექნიკური მომსახურების კოორდინატორის თანამდებობაზე. 2015 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, შემდეგ კი, 2016 წლიდან 2020 წლამდე იყო ტექნიკური სამსახურის კოორდინატორი Bilkent Integrated Health Campus-ში. 2020 წელს იგი გახდა ადმინისტრაციული სამართველოს და ოპერაციული განყოფილების დირექტორი ბაშაკშეჰირის საქალაქო საავადმყოფოში.

2023 წლიდან ბ-ნი ჩები ერთგულად აგრძელებს სამსახურს ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში.