ზოგადი მიმოხილვა

რინოპლასტიკა არის ოპერაცია, რომლის მიზანია ცხვირის ფორმის შეცვლა ან/და ფუნქციის გაუმჯობესება. რინოპლასტიკა ტარდება დაზიანებით ან თანდაყოლილი დეფექტებით გამოწვეული ცხვირის დეფორმაციების, აგრეთვე სამედიცინო მიზეზების გამო სუნთქვის გაძნელების გამოსწორების მიზნით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხვირის გარეგნობა კოსმეტიკური მიზეზების გამო.

ცხვირი არის ორგანო, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახის გარეგნობაში. ამიტომ, თუ თქვენ გჭირდებათ ცხვირის გარეგნობის შეცვლა, თქვენი პლასტიკური ქირურგი შეგიქმნით სპეციალურ გეგმას თქვენი სახის სხვა ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. თუ თქვენ განიხილავთ რინოპლასტიკას, კონსულტაცია გაიარეთ ჩვენს პლასტიკურ ქირურგებთან ტექნიკის, მოლოდინებისა და შესაძლო რისკების შესახებ.

რატომ ტარდება რინოპლასტიკის პროცედურა?

ცხვირის ფორმის შეცვლის მარტივი სურვილი შეიძლება იყოს რინოპლასტიკის ჩვენება. მეორეს მხრივ, შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ცხვირის დეფორმაცია, როგორიცაა უნაგირული ცხვირი, ცხვირის ძგიდის გადახრა (დევიაცია) და ცხვირის კოლაფსი. ყველა ამ გარეგნობის დარღვევის მიზანია სახის დაბალანსებული გარეგნობის მიღწევა.

გარდა ამისა, ცხვირით სუნთქვა შეიძლება გაძნელდეს ტრავმის ან თანდაყოლილი დეფექტების გამო. მიზანია ჰაერის ნაკადის აღდგენა ძვლისა და ხრტილოვანი სტრუქტურების დარღვევების აღმოფხვრით და კორექტირებით, რომლებიც ქმნიან სასუნთქ გზებს. ამ გზით აღმოიფხვრება როგორც სტრუქტურული პრობლემა და ასევე აღდგება ნორმალური სუნთქვის ფუნქცია. ამრიგად, რინოპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს სტრუქტურული, ფუნქციური და კოსმეტიკური მიზეზების გამო. ყველაზე რეალისტური და დამაკმაყოფილებელი შედეგების მისაღწევად, თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი რინოპლასტიკის მიზნები ჩვენს პლასტიკურ ქირურგთან.

რისკები

ქვემოთ ჩამოთვლილია რინოპლასტიკის პოტენციური რისკები. თანამედროვე მედიცინის მიერ დაშვებული ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომების გატარების შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული, რომ რისკები მთლიანად აღმოიფხვრება.
•    ცხვირიდან სისხლდენა
•    ინფექცია
•    სისხლის დაგროვება (ჰემატომა)
•    სითხის დაგროვება ჭრილობის არეში (სერომა)
•    სენსორული ცვლილებები ცხვირში და მის გარშემო
•    სასურველი შედეგის მიღწევის შეუძლებლობა
•    ცხვირის ღრუს (ძგიდის) გამყოფი კედლის დაზიანება ან პერფორაცია
•    დისპნოე
•    მუდმივი ტკივილი და სისხლჩაქცევები
•    ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები
ჩვენი გამოცდილი ქირურგიული გუნდი იყენებს ყველა ტექნიკას გართულებების რისკის შესამცირებლად და ჩვენი პლასტიკური ქირურგები გაცნობებთ ზემოთ ჩამოთვლილ რისკებს და ყველა სხვა შესაძლო გართულებას ოპერაციამდე და გიპასუხებენ ყველა თქვენს შეკითხვაზე.

მომზადება

წინასაოპერაციო მომზადების პირველი ეტაპი ერთნაირია „მედიკანას“ ყველა კლინიკაში. როდესაც გადაწყვეტთ რინოპლასტიკას და შეხვდებით ჩვენს პლასტიკურ ქირურგებს, ჩატარდება შემდეგი გამოკვლევები იმის დასადგენად, შეგიძლიათ თუ არა ამ ოპერაციის ჩატარება:
•    ჯანმრთელობის ისტორიის მიმოხილვა
•    დეტალური ფიზიკური გამოკვლევა
•    აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევები და რადიოლოგიური კვლევები
•    ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებების შესამცირებლად ანესთეზიოლოგის მიერ შეფასება და სხვა ლაბორატორიული ანალიზები და რენტგენოლოგიური კვლევები
როდესაც თქვენი ცხვირის მკურნალობის ვარიანტების განსახილველად ეწვევით ჩვენს პლასტიკურ ქირურგებს, პირველ რიგში შეფასდება თქვენი ცხვირის ფორმა და ზომა და სახის სხვა მახასიათებლები. ამ შეფასების შემდეგ, თქვენი ექიმი განიხილავს თქვენს მკურნალობის გეგმას და თქვენს კოსმეტიკურ მოლოდინებს.

არსებობს ცხვირის ფორმის შეცვლის სხვადასხვა ტექნიკა. როგორც კი გადაწყვეტთ ოპერაციის გაკეთებას, თქვენი ქირურგი მოგცემთ რჩევას ყველა ასპექტზე და აგიხსნით მკურნალობის ვარიანტებს.
მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ ქირურგიული ჩარევის რისკი არ არსებობს, თუ ეწევით მოგეთხოვებათ შეწყვიტოთ მოწევა და შეწყვიტოთ გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებიც ზრდის სისხლდენის რისკს. ყველა სხვა გამოწერილი და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი, მცენარეული საშუალებები და დანამატები ასევე კითხვის ქვეშაა და მათი მიღებისა და გაგრძელების შესახებ გაცნობებთ კონსულტირების შემდეგ.
ასევე გაცნობებთ ოპერაციამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვებისა და სითხის მიღების შეჩერების საჭიროების და ოპერაციის დაგეგმილი თარიღით ჩატარებისთვის საჭიროა მკაცტად დაიცვათ აღნიშნული პირობა.

ასევე, ამ ეტაპზე ლოგიკურად ჩაითვალოს გაწერის, გაწესისშემდგომი დაბინავებისა და მგზავრობის დაგეგმვა პოსტოპერაციული პერიოდის უკეთესად მართვისთვის.

ქირურგია და ადრეული პოსტოპერაციული პერიოდი

რინოპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ან ადგილობრივ ანესთეზიასთან და სედაციასთან ერთად.
ვინაიდან რინოპლასტიკა მოითხოვს სრულიად ინდივიდუალურ დაგეგმვას, ოპერაციის ყველა ეტაპი შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული პაციენტისთვის.
რადგანაც რინოპლასტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიგარეგნობის გაუმჯობესებაა, ცხვირის ძვლისა და ხრტილის ვიზუალიზაციის მიზნით სასურველია ცხვირის შიგნითა მხარეს ჭრილობის გაკეთება.

ცხვირში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ძვლის ან ხრტილის ამოღება, სხეულის სხვა ნაწილების გადანერგვა ან სინთეზური მასალების გამოყენება გარეგნობის გასაუმჯობესებლად და გადახრილი ძგიდის გამოსწორება.

სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ, ცხვირის ფორმისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად კანის გარე ზედაპირზე იდება არტაშანი. გარდა ამისა, ცხვირის ნესტოებზე გამოიყენებაჭრილობის სახვევები . ოპერაციის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ტკივილი ცხვირში და შეამჩნიოთ შეშუპება. შესაძლოა ცხვირის კანზე შეამჩნიოთ სისხლჩაქცევებიც. ეს მოსალოდნელი სიმპტომებია და რამდენიმე კვირაში თავისთავად გაქრება. სისხლდენის და შეშუპების რისკის შესამცირებლად თავის აწევა დაგჭირდებათ.

ნაწიბუროვანი ქსოვილი ჭრილობის ხაზის გასწვრივ დროთა განმავლობაში ქრება, მაგრამ მისი ფერი მთლიანად არასოდეს დაემთხვევა თქვენი კანის ფერს.
მაშინაც კი, თუ ოპერაციის შემდეგ მინიმალური ტკივილი გაქვთ,პლასტიკური ქირურგი დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს ტკივილის გასაყუჩებლად. თუ თქვენმა პლასტიკურმა ქირურგმა გამოიყენა არაშეწოვადი ნაკერები, ექიმი გეტყვით, როდის მოიხსნება ისინი (ჩვეულებრივ, ოპერაციის შემდგომი პირველი ვიზიტის დროს). ამავე ვიზიტისას მოიხსნება სახვევები და ცხვირის არტაშანიც. ანესთეზიის შემდგომი გამოჯანმრთელებისას და როდესაც მზად იქნებით სიარულისთვის, მობილიზირდებით ჩვენი სამედიცინო პროფესიონალების მეთვაყურეობის ქვეშ.

გაწერამდე, თქვენი პლასტიკური ქირურგი ან სხვა სამედიცინო სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას, იმის თაობაზე თუ რამდენი ხნით უნდა დაისვენოთ და როდის შეგიძლიათ დაიწყოთ მსუბუქი ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური რუტინული აქტივობები ნებადართულია, თქვენი ექიმი გირჩევთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი აარიდოთ დაძაბულ მუშაობას. თავიდან უნდა აიცილოთ ცხვირის ტრავმა და სახის გამომეტყველება, რომელიც იწვევს ჭრილობის ნაწიბურის დაჭიმვას; არ მოიწმინდოთ ცხვირი და ფრთხილად იყავით ჩაცმისა და ტანისამოსის გახდისას.
შეხორცების პროცესის გასაადვილებლად და ოპერაციიდან საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია დაიცვათ ეს ინსტრუქციები. ამიტომაც, კლინიკიდან გაწერამდე ნუ მოგერიდებათ და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა თქვენს პლასტიკურ ქირურგს.

გაწერამდე დაგეგმილი რუტინული მონიტორინგისთვის უნდა ეწვიოთ თქვენს პლასტიკურ ქირურგს. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს პლასტიკურ ქირურგს, თუ გამოწერის შემდეგ იგრძნობთ სითბოს და სიწითლეს ჭრილობის ხაზის ან ცხვირის გასწვრივ, თუ გაქვთ ცხელება, ან თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი, რომელიც, თქვენი აზრით, გამოწვეულია ოპერაციის შედეგად.

შედეგები

რინოპლასტიკის სრული შედეგის მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. ზოგჯერ შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს ყველა ქირურგიულად შესწორებული ქსოვილის შეხორცებას და საბოლოო ფორმის მიღებას.
რინოპლასტიკა არის ძალიან პირადი კოსმეტიკური ოპერაცია და თქვენ შეიძლება მოითხოვოთ მცირე კორექტირება ან ექიმმა შემოგთავაზოთ ისინი ყველა შედეგის მიღწევის შემდეგ. ამიტომ, მიზანშეწონილია დაველოდოთ შედეგების საბოლოო შეფასებას. თუ კი პლასტიკურ ქირურგს მკაფიოდ აუხსნით თქვენს მოლოდინებს და მიაწვდით დეტალურ ინფრომაციას, ამ შემთხვევაში თქვენი კმაყოფილება მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს და არ დაგჭიედებათ იმპლანტის ამოღება და ოპერაციის რევიზირების რისკის მინიმუმადე იქნება დაყვანილი.

დასვით შეკითხვა

✓ Valid

შექმნის თარიღი

14.07.2024 11:36

განახლების თარიღი

14.07.2024 11:36

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო