რა არის დერმატოლოგია?

დერმატოლოგია-კანის მეცნიერება სამედიცინო დისციპლინაა, რომელიც ეხება კანის დაავადებებსა და მათ მკურნალობას. მედიცინის ეს დარგი იკვლევს და მკურნალობს ადამიანის ორგანიზმის უაღრესად მნიშვნელოვანს ნაწილის კანის ყველა სახის დაავადებას.
კანის გარდა დერმატოლოგია ეფექტურ როლს ასრულებს კანის დანამატების (თმის, ფრჩხილების, საოფლე ჯირკვლების), ლორწოვანი გარსების და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. კანის ზოგადი სტრუქტურა, მისი ფუნქციები, კანის მთლიანობისა და ჯანმრთელობის დაცვა, კანის ალერგიული დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ინფექციური დაავადებები, თმისა და ფრჩხილების დაავადებები, ნეოპლასტიკური დაავადებები,ზოგიერთი მეტაბოლური დაავადების კანის გამოვლინებები და მსგავს საკითხებში სპეციალიზირებული ექიმები მიღებული ცოდნითა და უნარებით საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად მუშაობენ.
დერმატოლოგები, რომლებიც აღჭურვილი არიან სრულყოფილი ცოდნით ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებებიდან იშვიათ ტიპებამდე, მიზნად ისახავენ აღადგინონ პაციენტების ჯანმრთელობა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობით. დერმატოლოგები ასრულებენ ეფექტურ როლს კანის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ჩვილობიდან სრულწლოვანებამდე და იყენებენ ინდივიდუალურ სამკურნალო მეთოდებს.

რა დაავადებებს მკურნალობს დერმატოლოგია?

კანის დაავადებები სიმპტომების შემჩნევისთანავე საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. მათი ნაწილი შეიძლება მოკლე დროში მარტივი მედიკამენტური მკურნალობით განიკურნოს, ზოგი დაავადება კი მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. დერმატოლოგები ახორციელებენ მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, აკნედან კანის კიბომდე. მათგან ძირითადი დაავადებებია:

  • ფერიმჭამელები (აკნე)
  • პრურიტუსი (ქავილი)
  • ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
  • პარაზიტებით გამოწვეული კანის დაავადებები (ტილები, სკაბი და ა.შ.)
  • სოკოვანი დაავადებები (ფრჩხილები, ტერფები, ხელები, სხეული, სასქესო არე, სკალპი და ა.შ.)
  • ეგზემური დაავადებები (კონტაქტური ეგზემა, სებორეული ეგზემა, ატოპიური დერმატიტი და ა.შ.)
  • ფსორიაზი, ლიქენი და მსგავსი დერმატიტები
  • თმის დაავადებები (ქერტლი, სკალპის ეგზემა, გენეტიკური თმის ცვენა და ა.შ.)
  • • ბეჰჩეტის დაავადება
  • ბულოზური დაავადებები
  • კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები
  • პიგმენტაციის დარღვევები (მზის ლაქები, ვიტილიგო, ჭორფლები და ა.შ.)
  • ინფექციური/გადამდები დაავადებები გამონაყარით (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ზოსტერი და ა.შ.)
  • კანის ალერგიული დაავადებები (მწერების ნაკბენი, საკვების ალერგია, წამლისმიერი ალერგია და ა.შ.)
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ინფექციური დაავადებები, როგორიცაა გენიტალური მეჭეჭები, ჰერპესი, სიფილისი)
  • მზის ალერგია
  • ჰირსუტიზმი(ჭარ ბთ მიანობა)
  • ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
  • კოჟიჟები და მეჭეჭები
  • ხალები
  • სისხლძარღვოვანი კანის დაავადებები
  • ფრჩხილის დაავადებები
  • ტუჩის, ენისა და პირის ღრუს დაავადებები (წყლულები, ჰერპესი და პირის ღრუს სხვა დაავადებები)
  • კვების და მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული კანის დაავადებები
  • ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეული კანის დაავადებები
  • სისტემური დაავადებების დროს განვითარებული კანის სიმპტომები
  • გენეტიკური კანის დაავადებები
  • ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული დარღვევები (რეაქცია სიცხეზე ან სიცივეზე, უცხო სხეულზე რეაქციები და ა.შ.)

ვინაიდან ადამიანის კანი სხეულის უდიდესი ორგანოა, არსებობს მისი მრავალი სახის დაავადება, რომლის დროსაც იგი ვეღარ ასრულებს გარემო ფაქტორებისგან დამცველობით ფუნქციას. კანის ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგი ესთეტიკური და კოსმეტიკური თვალსაზრისით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. კანი, რომელიც ინარჩუნებს წყლის ბალანსს, მოქმედებს როგორც ფარი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და რაც მთავარია უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას, უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისთვის. ამ მიზეზით, დერმატოლოგები ჩართულნი არიან როგორც ამ დაავადებების, ასევე მრავალი სხვა დაავადების დიაგნოზსა და მკურნალობაში. დერმატოლოგიაში გამოყენებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი:

  • კანის ბიოფსია: ეს არის დიაგნოზის დასადასტურებლად კანის დაავადებული ადგილიდან სხვადასხვა ზომის ნიმუშების აღება. ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული პროცედურის დროს აღებული მასალა გამოსაკვლევად იგზავნება ჰისტოპათოლოგიურ განყოფილებაში.
  • კრიოთერაპია:ეს არის მოყინვის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მეჭეჭები, კანის კიბო, კოჟიჟები, მზის ლაქები, გენიტალური მეჭეჭები და ტარდება -196გრადუსზე თხევადი აზოტის გამოყენებით.
  • ელექტროკაუტერიზაცია: ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც დაზიანებულ ან სისხლმდენ უბანზე ზემოქმედება ხდება ელექტრული დენით. იგი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ხალები, მეჭეჭები, ცხიმოვანი ჰიპერპლაზია, პიოგენური გრანულომა, სებორეული კერატოზი.
  • დერმატოსკოპია: დერმატოსკოპიული გამოკვლევით შესაძლებელია ხალების და არაპიგმენტური დაზიანებების, აგრეთვე კანზე პათოლოგიური წანაზარდების, პარაზიტების, კანის სიმსივნეებისა და სისხლძარღვოვანი დარღვევების დეტალური გამოკვლევა.
  • სხეულზე ხალების გამოკვლევა: სხეულზე არსებული ხალების პერიოდული გამოკვლევა, რომელიც უნდა ჩაიტაროს ჯანმრთელმა ადამიანებმაც, დიდ როლს ასრულებს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში.
  • ალერგიის ტესტები: Prick ტესტი (პუნქციის ტესტი), Patch ტესტი(პატ ჩ-ტესტი) ტარდება ალერგიის მქონე პირებში გამომწვევი ალერგენის და დაავადების სიმძიმის დასადგენად.
  • ფოტოთერაპია: რომელიც ცნობილია როგორც სინთლის თერაპია, შეიძლება გამოყენებულ იქნას გაურკვეველი წარმოშობის ქავილის, ვიტილიგოს და ფსორიაზის სამკურნალოდ.


დერმოკოსმეტიკური პროცედურები:


ბოტულინოტოქსინი: გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად და ოფლიანობის სამკურნალოდ ხელისგულებზე, ტერფის ძირებსა და იღლიებში.

პლაზმოთერაპია

ქიმიური პილინგები: გამოიყენება კანზე არასასურველი ლაქების, აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

შემავსებლები(ფილერები)

მეზოთერაპია: ეს არის მინერალების, ვიტამინების, ამინომჟავების და ფერმენტების კანში ინდივიდუალურად ან კომბინირებულად შეყვანის მეთოდი და გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა კანის სტრიები, ცელულიტი, მზის ლაქები, თმის ცვენა და ა.შ.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით