რა არის ესთეტიკური მედიცინა
დაბერებასთან ერთად კანზე გავლენას ახდენს ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორები, რაც იწვევს მისი ძველი იერსახის დაკარგვას და დეფორმაციას. ამგვარი ესთეტიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად, დღეს ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომელიც არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით,სასურველ შედეგს შეუძლიათ მიაღწიონ ესთეტიკური მედიცინის პროცედურების წყალობით დანის ქვეშ დაწოლის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინაიდან ესთეტიკურ მედიცინაში არ არის საჭირო ღრმა განაკვეთის მსგავსი ქირურგიული ჩარევა, პროცედურა სრულდება ოპერაციის გარეშე.
სამედიცინო ესთეტიკური პროცედურების ყველაზე დიდი უპირატესობა პაციენტისთვის არის ის, რომ იგი მთლიანად გამორიცხავს ოპერაციას, რომელიც მოითხოვს აღდგენის ხანგრძლივ პერიოდს. პროცედურების შემდეგ პაციენტს შეუძლია მოკლე დროში დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას. ესთეტიკური მედიცინის პროცედურები, რომლებიც ტარდება პაციენტის სურვილის მიხედვით, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია შეირჩეს ექიმის მიერ. ამიტომ ზოგჯერ მათ სხვა სამედიცინო განყოფილებებთან კოორდინირებულადაც ატარებენ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განასხვავებს სამედიცინო ესთეტიკურ პროცედურებს ქირურგიული ესთეტიკური პროცედურებისგან, არის პაციენტების ასაკობრივი დიაპაზონი. ესთეტიკური მედიცინის პროცედურები, რომლებიც არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფართო ასაკობრივ ჯგუფზე. ამიტომ, იგი წარმატებით ტარდება ახალგაზრდა ასაკის პაციენტებშიც, რომლებისთვისაც ქიქურგიული პროცედურები ჯერ რეკომენდებული არ არის.
რას მკურნალობს ესთეტიკური მედიცინა?
ესთეტიკური მედიცინა დაყოფილია რამდენიმე ძირითად მიმართულებად მკურნალობის მეთოდებისა და ჩივილების მიხედვით. პროცედურები, როგორიცაა თმის გადანერგვა, ზოგადი ესთეტიკური პროცეედურები, კანის მოვლის პროგრამები, ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგია, ჯანსაღი კვება, გასახდომი პროცედურები, მეზოთერაპია და შემავსებლები, არის ესთეტიკური მედიცინის სამუშაო სფეროები.
პაციენტები, რომლებიც მიმართავენ განყოფილებას ჩივილებით სამედიცინო ესთეტიკის ფარგლებში, პირველ რიგში გადიან წინასწარ შემოწმებას ექიმ-ესთეტიკოსების მიერ. ამის შემდეგ მათ უტარდებათ გარკვეული ანალიზები უფრო დეტალური გამოკვლევისთვის. სისხლის, კანის, ცხიმისა და მეტაბოლიზმის და სხვა მსგავსი ანალიზების შემდეგ, მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია პაციენტისთვის ესთეტიკური პროცედურის ჩატარება. პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარებული სამედიცინო ესთეტიკური პროცედურის შემდეგ, მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი შეიძლება დაუყოვნებლივ გაწერონ.
ზოგადი სამედიცინო ესთეტიკური პროცედურები გამოიყენება სახის კონკრეტულ ზონაზე პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, ზოგად სამედიცინო ესთეტიკურ პროცედურებს შორისაა ექიმის რჩევით ჩატარებული ზოგიერთი პროცედურა, როგორიცაა ლაქების მოშორება, რეგიონული გასახდომი პროცედურები და ლაზერული ეპილაცია. ახალგაზრდობის ვაქცინის სახელით ცნობილი სხეულის გამამკვრივებელი პროცედურები შესაბამისი მკურნალობის კურსის განსაზღვრით ტარდება ესთეტიკური მედიცინის განყოფილების ფარგლებში.
ესთეტიკური მედიცინის განყოფილება მუშაობს სხვა სამედიცინო განყოფილებებთან კოორდინირებულად. დიეტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ სწორი კვების და წონის კლების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იყოს ესთეტიკური პროცედურები. წონის კლების შედეგად მოშვებული კანისა და წარმოქმნილი ნაოჭების კორექცია ხდება სამედიცინო ესთეტიკის განყოფილების არაქირურგიული მეთოდებით. ორსულობის შემდეგ მუცლის არეში გაჩენილი სტრიების მკურნალობა ასევე ესთეტიკური მედიცინის ამოცანაა.
პაციენტები, რომლებიც მიმართავენ ესთეტიკური მედიცინის განყოფილებას სახესთან და თმასთან დაკავშირებული ჩივილებით, მაგრამ ყოყმანობენ ხელოვნური პროცედურების ჩატარებაზე, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ბუნებრივ პროცედურებს, როგორიც არის მეზოთერაპია. მეზოთერაპიის რამოდენიმე კურსის წყალობით სახესთან ან თმასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაზლებელია ბუნებრივი გზით.სახის მეზოთერაპია, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ვიტამინების დეფიციტის გამო არ ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, მიზნად ისახავს ნაოჭების მინიმუმამდე შემცირებას კანქვეშ ვიტამინების შეყვანით. თმის მეზოთერაპიის დროს კერატინი და ვიტამინები შეჰყავთ კანქვეშ, თმის ფოლიკულებში. ამ გზით დასუსტებული თმის ფოლიკულები აღდგება და იბრუნებს ნორმალურ ფორმას.

