რა არის ორგანოს ტრანსპლანტაცია?
ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ორგანოს უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ორგანოსა და ქსოვილების აღება, შენახვა და ორგანოთა გადანერგვის კანონის დებულების მიხედვით ცოცხალი დონორებისგან ან გვამებისგან ორგანოების აღების და პაციენტზე გადაცემის პროცესს „ორგანოს გადანერგვა“ ეწოდება. ცოცხალ დონორებთან ერთად არსებობს ასევე გვამური დონაცია. ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელი, გული, ფილტვები, რქოვანა, კუნთოვანი ქსოვილი, სახე და თავის თმიანი ნაწილი, ძვალი, ზედა სასუნთქი გზები და წვრილი ნაწლავი ექვემდებარება გადანერგვას.
დღესდღეობით პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია.
არსებობს ტრანსპლანტაციის ორი მეთოდი:
გვამიდან ორგანოთა გადანერგვა: ორგანოების დონაციის არასაკმარისი რაოდენობის გამო, შექმნილია ორგანოების საჭიროების მქონე პაციენტების რეიტინგი,სადაც ისინი განთავსებულნი არიან მათი მდგომარეობის გადაუდებლობის ხარისხის მიხედვით. სისხლის ჯგუფისა და ქსოვილების თავსებადობის შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება გადანერგვის შესახებ. თავსებადი ორგანო შესაბამის შენახვის პირობებში მაქსიმუმ 4-12 საათის განმავლობაში მიაქვთ ტრანსპლანტაციის ცენტრში, სადაც განხორციელდება გადანერგვა. პროცედურას ატარებს ორგანოთა გადანერგვის სპეციალისტთა გუნდი.
ცოცხალი დონორისგან ორგანოთა გადანერგვა: ხორციელდება ბოლო სტადიის თირკმლის უკმარისობის და ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტსა და დონორობის მსურველ სუბიექტებს შორის. დონორობის კანდიდატის თავსებადობის დასადგენად ტარდება ქსოვილების, სისხლის ჯგუფის და სისხლის თავსებადობის ტესტები. თუ დონორი სამედიცინო თვალსაზრისით შესაფერისია, იწყება ორგანოს ტრანსპლანტაციის პროცესი.
ბოლო 30 წლის განმავლობაში მედიცინაში ყველაზე დიდი პროგრესი დაფიქსირდა ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში და ყველაზე დიდი განვითარებაც სამომავლოდ ამ დარგშია მოსალოდნელი. თურქეთს ორგანოთა ტრანსპლანტაციაში მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს. მედიკანა თავისი გამოცდილი სამედიცინო პერსონალით წარმატებით ემსახურება პაციენტებს ორგანოთა გადანერგვის სფეროში.

