რა არის რევმატოლოგია და რას ნიშნავს ეს?
რევმატოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სახსრების, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების ანთებითი პროცესების დიაგნოზსა და მკურნალობას.
რევმატოლოგიის სფეროს მიეკუთვნება ძირითადად იმუნური სისტემის არასათანადო ფუნქციონირებით გამოწვეული რევმატიულ-ანთებითი დაავადებები და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რევმატოლოგი უზრუნველყოფს სახსრების, რბილი ქსოვილების და შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
დაავადება, რომელიც ხალხში რევმატიზმის სახელით არის ცნობილი, სახსრებში, კუნთებში და მათ დამაკავშირებელ მყესებში იწვევს ტკივილს,შეშუპებას და დეფორმაციას. რევმატოლოგიური დაავადებები არსებობს ანთებითი და არაანთებითი. არაანთებითი რევმატოლოგიური დაავადებები, ცნობილი როგორც ართრიტები ყველაზე ხშირია რევმატოლოგიურ დაავადებებს შორის. ძირითადად გავრცელებულია ოსტეოართრიტი (სახსრების დეგენერაციული დაავადებები), რბილი ქსოვილების რევმატიზმები (ფიბრომიალგია, ტენდინიტი, მიალგია), რომელსაც თან ახლავს ტკივილი ზურგის, მკლავების, კისრის და ფეხების რბილ ქსოვილებში. გარდა ამისა, წელის, კისრის, თიაქარი, მალების დაშორება და ხერხემლის არხის შევიწროვება ასევე არაანთებითი რევმატოლოგიური დაავადებებია.
ზოგადად, რევმატოლოგია ყველა რევმატული დაავადების მიზეზს ფიზიკურ, გარემოსა თუ გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირებს. ყველა სახის დეფორმაციის, შეშუპების და ტკივილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რომლებიც წარმოიქმნება რევმატიზმის შედეგად, უზრუნველყოფს რევმატოლოგიის განყოფილება. არსებობს 200-ზე მეტი რევმატოლოგიური დაავადებაა, რომლებიც თავს ძალიან განსხვავებული სიმპტომებით ავლენენ. დაავადების გავრცელება შეიძლება ბევრად უფრო მასშტაბური იყოს. უდავოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩივილი, რომელიც იწვევს პაციენტის ექიმთან ვიზიტს, არის დაავადების გავრცელების ადგილის ტკივილი, რომელიც მსუბუქად იწყება და თანდათან ძლიერდება.თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს რევმატოლოგიური დაავადებები, რომლებშიც ტკივილი ხშირად უკანა პლანზეა ან საერთოდ არ აღინიშნება.
რევმატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში რევმატოლოგთან ერთად ჩართულია ორთოპედი, შინაგანი მედიცინის ექიმი, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ნეიროქირურგი და დერმატოლოგი. ბავშვებში გამოვლენილი რევმატიული დაავადებების დროს თანამშრომლობა ხდება ნეფროლოგიურ და იმუნოლოგიურ განყოფილებებთან.
რევმატოლოგიის ქვესპეციალობა მოიცავს:
- სახსრების არაანთებითი დეგენერაციული დაავადებები,
- ქრონიკული ტკივილი,
- აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებები,
- რბილი ქსოვილების დაავადებები,
- რევმატოლოგიური დაავადებები ახალგაზრდებში და ბავშვებში,
- მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლის სტრუქტურაზე.
რა დაავადებებს მკურნალობს რევმატოლოგია?
რევმატოლოგიური განყოფილების მუშაობის ძირითადი სფეროა რბილი ქსოვილები, სახსრები, შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი დარღვევები და აუტოიმუნური დაავადებები. ძირითადი დაავადებები, რომლებსაც რევმატოლოგია მკურნალობს, არის:
- ანთებითი რევმატოლოგიური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული რევმატიზმი, პოდაგრა.
- შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები: სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, პოლიქონდრიტი, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება, პოლიმიოზიტი, სარკოიდოზი, სკლეროდერმია, შეგრენის სინდრომი.
- სისხლძარღვთა ანთებითი დაავადებები: გიგანტურუჯრედოვანი ვასკულიტი, ტაკაიასუს ვასკულიტი, გრანულომატოზი, პოლიანგიიტი.
- აუტოანთებითი დაავადებები: ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, ბეჰჩეტის სინდრომი
- რბილი ქსოვილების დაავადებები: წელის ტკივილი, ჩოგბურთელის იდაყვი, ბურსიტი, ფიბრომიალგია.
- დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლებზე: ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია, ფლუოროზი, რაქიტი.
- სახსრების გენეტიკური დარღვევები: ელერს-დანლოსის სინდრომი, მარფანის სინდრომი, აქონდროპლაზია, ზედმეტად მოქნილი სახსრები.
- ნერვის კომპრესია: კისრის რადიკულოპათია, კარპული არხის სინდრომი, რადიკულიტი.
რევმატოლოგიური დაავადებების ძირითადი სიმპტომები
- სახსრის შეშუპებით, ტკივილით, რიგიდულობით, სიწითლით,
- სიმხურვალით გამოხატული ანთება
- მგრძნობელობა.
- სახსარში მოძრაობის გაძნელება,
- სახსრის დეფორმაცია.
- დილაობით გამოვლენილი სახსრის რიგიდულობა და გაშეშება.
- გაურკვეველი წარმოშობის ცხელება,
- ღრმა ჩასუნთქვის გაძნელება.
- პირის სიმშრალე, თვალების სიმშრალე
- წყლულები პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში.
- კუნთების მორეციდივე ტკივილი უცნობი მიზეზით.
- თვალის წვა, სიწითლე, მხედველობის დაბინდვა.
- გადაჭარბებული თმის ცვენა, სიწითლე სახეზე, ტემპერატურასთან დაკავშირებით ხელებზე ფერის ცვლილება.
- სახსრების მუდმივი ტკივილი.
- მთელს სხეულში ტკივილის შეგრძნება.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და წონაში სწრაფი კლება.
- კუნთების განლევა.
- ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, მკლავების და ხელების დაბუჟება, თავბრუსხვევა).
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
რევმატოლოგიური გამოკვლევა
გამოკვლევის დროს რევმატოლოგი უპირველეს ყოვლისა სწავლობს პაციენტის ოჯახურ ანამნეზსა და სამედიცინო წარსულს. ამოწმებს ჩატარებულ გამოკვლევებსა და ანალიზებს,ასეთის არსებობის შემთხვევაში. ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას ორგანიზმში ანთების დასადგენად. იკვლევს ყველა მტკივნეულ და შეშუპებულ სახსარს, ძვლებსა და კუნთოვან ქსოვილებს, მოითხოვს სისხლის ანალიზს, MRT ან რადიოლოგიურ გამოკვლევას.
რევმატოლოგიური ტესტები
რევმატოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ტესტი და მათი დეტალებია:
სედიმენტაცია:
ანთება გამოვლინდება სისხლში მისი გაზომვით. ის რევმატოლოგიური დაავადებების გარდა მატულობს სხვა დაავადებების დროს ანთების გვიან პერიოდში და უბრუნდება ნორმას, როდესაც ანთება ჩაცხრება.
რევმატოიდული ფაქტორი:
ვლინდება მრავალი რევმატული დაავადების დროს. ის დადებითია რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას და შეგრენის სინდრომის დროს.
ანტი CCP:
ამ ტესტის მაღალი დონე პაციენტში სახსრების ტკივილით, შეშუპებით და მოძრაობის შეზღუდვით ნიშნავს რევმატოიდულ ართრიტს.
ანტიბირთვული ანტისხეულების (ANA) ტესტი:
ეს არის ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ანტისხეულების დონეს, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მნიშვნელოვანი აუტოიმუნური დარღვევების დროს, როგორიცაა შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები ან ლუპუსი.
C-რეაქტიული ცილის (CRP) ტესტი:
ეს არის მარტივი სისხლის ტესტი, რომელიც ხელს უწყობს ანთების ხარისხის დადგენას სისხლში CRP დონის გაზომვით. ცილების დონე სისხლში ჩვეულებრივ იზრდება ანთებით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების ან რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში.
HLA B 27:
ამ გენის ტესტია მაჩვენებელი მაღალია სპონდილოართროპათიის მქონე პაციენტებში.
გამოსახულებითი მეთოდები:
ულტრაბგერითი და მაგნიტურ-რეზონანსული მეთოდები გამოიყენება სახსრებში ან კუნთებში განვითარებული ცვლილებების ვიზუალიზაციისთვის.
მცირე სანერწყვე ჯირკვლის ბიოფსია:
განსაკუთრებით შეგრენის სინდრომის დიაგნოსტიკისა და სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით ტარდება რევმატოლოგის მიერ.
რევმატოლოგიური მკურნალობის მეთოდები
რევმატოლოგები იყენებენ ინტერვენციულ მეთოდებს, რათა მართონ დაავადებით გამოწვეული ტკივილი, შეამცირონ ანთება და გააუმჯობესონ პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ასევე გამოიყენება ფიზიოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა. ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია მედიკამენტოთერაპია, სახსრის ასპირაცია, ინექციები და ფიზიოთერაპია.

