რა არის ონკოლოგიური მედიცინა?
კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის, მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის პროცესის მაქსიმალური სიზუსტით წარმართვა. ონკოლოგიური მედიცინის განყოფილება, რომელსაც აქვს მულტიდისციპლინური მიდგომა, ჩართულია როგორც პაციენტის მკურნალობის პროცესის წარმატებით განხორციელებაში ასევე ამ პროცესის ყველა ეტაპის მონიტორინგში. მკურნალობას ახორციელებენ გამოცდილი ონკოლოგები და პროცესი იწყება მომზადებით, რათა პაციენტმა კომფორტულად გაიაროს მკურნალობის ყველა ეტაპი. გამოვლენილი სიმსივნის ზომისა და ხასიათიდან გამომდინარე, არჩევენ ქიმიოთერაპიას ან მედიკამენტურ თერაპიას და იწყება მკურნალობის პროცესი.
ონკოლოგიური მედიცინის განყოფილება თანამშრომლობს რადიოლოგიურ, პათოლოგიურ, ბირთვული მედიცინის, რადიაციული ონკოლოგიისა და შინაგანი მედიცინის სხვა განყოფილებებთან და მიმართავს ყველა საჭირო ზომას მკურნალობის ეფექტურად გაგრძელებისთვის. ონკოლოგიური პაციენტების, ისევე როგორც ონკოლოგიურ დაავადებაზე ეჭვის მქონე პაციენტებში ყველა ანალიზი და გამოკვლევა ტარდება დიდი სიზუსტით. ამრიგად, ხდება სიმსივნური უჯრედების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობის ეტაპი სწრაფად იწყება.
კიბოს სამკურნალოდ საჭირო ქიმიოთერაპიული პროცესი ონკოლოგიური მედიცინის განყოფილებაში ამბულატორიულად ტარდება. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არ იძლევა ამბულატორიული მკურნალობის საშუალებას, იწყება სტაციონარული მკურნალობა. სტაციონარში მოთავსების დღიდან პაციენტი მუდმივ კომუნიკაციაშია ექიმთან, რათა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია მკურნალობის ეტაპების შესახებ. გარდა ამისა, პროცესის მიმდინარეობის შესახებ პაციენტის ახლობლებს შეუძლიათ მიიღონ უფრო დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები ონკოლოგიური მედიცინის განყოფილების ექთნებისა და ფსიქოლოგებისგან.
რა დაავადებებს მკურნალობს ონკოლოგიური მედიცინის განყოფილება?
ქიმიოთერაპიისა და დამხმარე თერაპიის გარდა, ონკოლოგიური მედიცინა პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის ფართო სპექტრს. ქიმიოთერაპია, ალგოლოგია, იმუნოთერაპია, სიმპტომური მკურნალობა, ქიმიოთერაპიის შემდგომი კვება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები იმ სერვისებს შორისაა, რომლებსაც ონკოლოგიური მედიცინის განყოფილების პაციენტებს სთავაზობენ.
ქიმიოთერაპია, რომელიც სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია, გამოიყენება ორგანიზმში კიბოს უჯრედების გამრავლებისა და ზრდის საწინააღმდეგოდ. ქიმიოთერაპიულ მედიკამენტებზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, მედიცინის განვითარებასთან ერთად ახლა უფრო ადვილად მიმდინარეობს. ქიმიოთერაპიულ მკურნალობაში გამოსაყენებელი მედიკამენტები განისაზღვრება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა სიმსივნური უჯრედების ხასიათი, ორგანიზმში მათი გავრცელება და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. გარდა ამისა, ონკოლოგის მიერ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი ქიმიოთერაპიული პრეპარატი კომბინაციაში. ამ ფაქტორების მიხედვით ხდება ასევე პრეპარატის დოზის გაზრდა ან შემცირება.
იმუნოთერაპია სიმსივნური დაავადებების დროს გამოყენებული მკურნალობის ახალი და თანამედროვე მეთოდია. ქიმიოთერაპიასთან შედარებით იგი იძლევა უფრო ეფექტურ შედეგებს. ინტრავენურად შეყვანილი პლაზმა აძლიერებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს უჯრედების თვითგანახლებას. ამგვარად, უჯრედები იძენენ იმუნიტეტს სიმსივნური უჯრედების მიმართ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კიბოს უჯრედები სუსტდება. მეორე მხრივ, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით არ ახასიათბს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თმის ცვენა, გულისრევა და გულძმარვა. იმუნოთერაპიის დასაწყებად მკურნალობა უნდა იყოს მე-4 ფაზაში ან უნდა ფიქსირდებოდეს კიბოს უჯრედების მეტასტაზირება.
სიმპტომური მკურნალობის მეთოდები გამოიყენება გავრცელების თავიდან ასაცილებლად და გვერდითი ეფექტების შესამცირებლად ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებულ შემთხვევებში. მკურნალობის პროცესში სხეულის წინააღმდეგობის შემცირების დროს კიბოს უჯრედები უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომების გამოვლენას. დამხმარე თერაპიის ფარგლებში სიმპტომური მკურნალობის მიზანია მკურნალობის პროცესში პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება. გარდა ამისა, კიბოს შორს წასულ სტადიებზე მკურნალობის დროს სირთულეების არსებობისას, გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად იწყება სიმპტომური მკურნალობა.
კიბოს მკურნალობის სტადიის მიუხედავად, ონკოლოგების მიერ რეკომენდებული კიდევ ერთი დამხმარე თერაპია არის ალგოლოგია. კიბოს მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ანთებით გამოწვეული ტკივილი, უმოქმედობით გამოწვეული კუნთების ტკივილი და მკურნალობის შემდგომი ქრონიკული ტკივილები. მათ შესამსუბუქებლად გამოიყენება ალგოლოგიური მკურნალობა. ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება ქიმიოთერაპიის შემდეგ, სწრაფად იხსნება ალგოლოგის მიერ გამოყენებული კრემების, ლოსიონების, სპრეების და მედიკამენტების დახმარებით. გარდა ამისა, ნევროლოგიური და მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ნერვული ბლოკადა და ტკივილის ტუმბოები.
კვლევები აჩვენებს, რომ კიბოს დამარცხებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა. ონკოლოგიური მედიცინის განყოფილება გასცემს კვებით რეკომენდაციებს, რაც ეხმარება პაციენტებს ძლიერი იმუნიტეტის და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნებაში. როგორც ცნობილია, კიბოს მკურნალობის წარმატებასა და ძლიერ იმუნურ სისტემას შორის პირდაპირი კავშირია. ამ მიზნით, ონკოლოგები და დიეტოლოგები ადგენენ კვების პროგრამას, რომელიც მკურნალობის პერიოდში აძლიერებს სიმსივნური პაციენტების იმუნურ სისტემას.
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნართან ერთად, კიბოს დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პაციენტებს, რომლებიც გადიან მკურნალობის რთულ პერიოდს, შეიძლება განუვითარდეთ დეპრესია, რამაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ იმუნურ სისტემაზე. ონკოლოგიური მედიცინის განყოფილების, ასევე ოჯახისა და ახლობლებისგან მიღებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის მენტალურ ჯანმრთელობასა და მკურნალობის ეფექტურად წარმართვაზე.

