რა არის ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება?

ჯანმრთელობისა და ცხოვების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ორგანოებისა და სისტემების სწორად ფუნქციონირება. ურთიერთდაკავშირებულ ორგანოთა სისტემებში ერთ-ერთი ორგანოს უმცირესმა პრობლემამაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა ორგანოების გამართულ ფუნქციონირებაზე. ყელი, ყური და ცხვირი კი ამ სისტემის საძირკვლის ქვებს წარმოადგენს

ყელ-ყურ-ცხვირის სახელით ცნობილი "ოტორინოლარინგოლოგიის" განყოფილება არის მედიცინის სფერო, რომელიც სპეციალიზირებულია თავის,კისრის, ყურის, ცხვირის და ყელის დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობაში. გარდა ძირითადი დაავადებებისა, როგორიცაა თავის ტკივილი, ქრონიკული სურდო, სინუსიტი, ყელის ტკივილი, შუილი ყურში, გამონადენი, ანთება და ხვრინვა, ასევე თავისა და კისრის არეში წანაზარდები, ფარისებრი ჯირკვლისა და პარათირეოიდული დაავადებები და სიმსივნეები, სანერწყვე ჯირკვლის დაავადებები და სიმსივნეები, თავისა და კისრის სიმსივნეები (ხორხის,ადენოიდების, პირის ღრუს, სინუსების, ქალას ფუძის სიმსივნეები და ა.შ. ), რინოპლასტიკა და სახეზე სხვა ესთეტიკური ჩარევები, სმენის დაქვეითების და დაფის აპკის მკურნალობა და ყველა სახის პროცედურა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, შედის ოტოლარინგოლოგიურ განყოფილებაში. გარდა ამისა ნუშისებრი ჯირკვლების და ადენოიდების პრობლემები, რომლებიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება, ასევე შედის ოტორინოლარინგოლოგიის დარგში.

ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებას შეიძლება ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტმა მიმართოს. ჩივილების მოსმენის შემდეგ, ოტორინოლარინგოლოგები დეტალურ გამოკვლევასა და ენდოსკოპიურ შეფასებასთან ერთად დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ ტესტებისა და ანალიზების სერიას. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დაავადების სიმძიმის მიხედვით დგინდება მკურნალობის მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ტარდება უშუალოდ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტების მიერ, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოსაზრებები დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე.

გარდა ახალი პაციენტებისა, განყოფილებას მიმართავენ ქრონიკული პაციენტებიც, რათა სწორად გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი. განსაკუთრებით პაციენტებმა, რომლებსაც ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის განყოფილებაში ჩაუტარდათ ესთეტიკური ჩარევები და ესაჭიროებათ პერიოდული შემოწმება, რეგულარულად უნდა გაიარონ გამოკვლევა სპეციალისტებთან. ამგვარად ხდება რეაბილიტაციის პროცესის სწორად წარმართვა.

რა დაავადებებს მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება?

ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება მკურნალობს მრავალ დაავადებას მასში გაერთიანებული მიმართულებების ფართო არეალის გამო. პაციენტის ჩივილები პირის ღრუს, ყურის, ცხვირისა და ყელის შესახებ დეტალურად შეისწავლება სპაციალისტების მიერ.

ყურის დაავადებები, ყელ-ყურ-ცხვირის ერთ-ერთი მიმართულება, ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით. ეს სიმპტომები ძირითადად არის შუა ყურის ინფექციები, შუილი, სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა, სახის დამბლა, ყურის ნერვის და ესთეტიკური პრობლემები.პაციენტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ ზემოაღნიშნული ჩივილებით, გადიან დეტალურ გამოკვლევებს, რის შემდეგაც ხდება მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა. მკურნალობის ეს მეთოდები გამოიყენება ამბულატორიულ დონეზე. ქირურგიული და ესთეტიკური პროცედურები, რომლებიც საჭიროებენ უფრო ყოვლისმომცველ ჩარევას, ასევე შედის ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში. გარდა ამისა, სმენის დაქვეითების სამკურნალოდ საჭირო მოწყობილობების ან პროთეზების გამოყენება ასევე ხორციელდება ამ განყოფილების მიერ.

ცხვირთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა ასევე შედის ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების ფუნქციებში. ყნოსვის დაკარგვით, ცხვირის შეშუპებით, ცხვირის ინფექციებით, სისხლდენით და დეფორმაციებით გამოხატული დაავადებების დიაგნოზი დგინდება ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად. ამ ეტაპის შემდეგ, განყოფილების სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავენ სხვა განყოფილების ექიმებს მკურნალობის სწორი გეგმის შესამუშავებლად . გარდა ამისა, ცხვირში წარმოშობილი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეების თავდაპირველი გამოვლენა ხდება ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგების მიერ. პირველადი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტის გადაყვანა ხდება ონკოლოგიურ განყოფილებაში სათანადო მკურნალობისთვის.

ოტორინოლარინგოლოგიაში გავრცელებულ დაავადებებს შორის არის ყელის დაავადებები. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმების კონსულტაცია საჭიროა ხვრინვის, ძილის აპნოეს, რეფლუქსის, სახმო იოგების პოლიპებისა და კვანძების, ყბის და ყელის ტკივილის, ყელის სიმშრალის, წვის შეგრძნებისა და საყლაპავის დაავადებების დროს. ამ პრობ ლემებს ამბულატორიულ დონეზე წყვეტენ ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების სპეციალისტები დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის მეთოდებით. გარდა ამისა, ესთეტიკური დეფორმაციების და დეფექტების კორექციაც ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების ქირურგიული მკურნალობის ეტაპებს შორისაა.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით