A. Erdal İBANOĞLU, მ.დ.

სამედიცინო მომსახურების დირექტორი

ბ-ნი იბანოღლუ დაიბადა 1967 წელს კილისში, დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო მაგისტრის და დოქტორის წოდება მიიღო ისტინეს უნივერსიტეტში.

1997 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ანესთეზიისა და რეანიმაციის სპეციალისტად და მთავარი ექიმის მოადგილედ ოზელ იუზიილის საავადმყოფოში. 2011-2012 წლებში იგი იკავებდა მთავარი ექიმის თანამდებობას მედიქალპარკ გებზეს საავადმყოფოში. Მან განაგრძო პროფესიული კარიერა ამავე საავადმყოფოში, სადაც 2012 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. 2017-2019 წლებში მუშაობდა მედიქალპარკ კოჯაელის ჰოსპიტალში გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე 2019 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა ოკანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ჰოსპიტალის გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.

2021-დან 2023 წლამდე ბ-ნი იბანოღლუ მუშაობდა მედიკანა ქადიქოის საავადმყოფოს გენერალურ მენეჯერად. 2023 წლიდან იგი აგრძელებს გენერალური მენეჯერის მოვალეობების შესრულებას მედიკანა ათაქოის საავადმყოფოში.

დაქორწინებულია და ყავს ერთი შვილი.