1987 წელს სტამბულში დაბადებულმა ქ-ნმა უურლუმ უმაღლესი განათლება ესქიშეჰირის ანადოლუს უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებებისა და კორპორატიული ურთიერთობების სტრატეგიული მარკეტინგის ფაკულტეტზე მიიღო.
კარიერა ფლოქსერ ჯგუფში დაიწყო და სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში რეკლამის მენეჯერად განაგრძო. ქ-ნ უურლუ, რომელიც იყო გადაცემა A Success Story-ის პროდიუსერი და წამყვანი, ეკრანებზე ახალი ამბების წამყვანის ამპლუაშიც გამოჩნდა. პროფესიული ცხოვრება 2010 წლის სტამბული ევროპის კულტურის დედაქალაქის სააგენტოში პროექტის კოორდინატორის და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო. ამავე დროს იყო თურქეთის პირველი ახალგაზრდული ხელოვნების ბიენალეს პროექტის მენეჯერთა შორის. ჯანდაცვის სექტორში მუშაობა უნივერალური კლინიკების ჯგუფში კორპორატიული ურთერთობების მმართველის პოზიციაზე დაიწყო.
2014 წელს კარიერა მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში სტამბულის საერთაშორისო და ბაჰჩელიევლერის საავადმყოფოში კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო. 2019წელს მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის კორპორატიული კომუნიკაციების ჯგუფის დირექტორის, ხოლო 2023წელს ბრენდისა და კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.
კარიერის მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალი კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს. შეიძინა დიდი გამოცდილება კომუნიკაციისა და მედია კომუნიკაციის სფეროში მრავალ ტრენინგსა და სემინარზე დასწრებით როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და არის სხვადასხვა პლატფორმაზე მრავალი ტრენინგის ავტორი.
