მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობს ორგანოს გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერთიფიცირებული, მედიკანა ბაჰჩელიევლერის, ჩამლიჯას, ანკარასა და სტამბულის საერთაშორისო საავადმყოფოების ორგანოების გადანერგვის განყოფილებებში.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი არის ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ორგანოების დონაციასა და ტრანსპლანტაციას.
მედიკანა ბაჰჩელიევლერის, ჩამლიჯას, ანკარასა და სტამბულის საერთაშორისო საავადმყოფოები და მათი სპეციალისტები წარმატებით ახორციელებენ ორგანოთა გადანერგვის ოპერაციებს.
ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტების უმრავლესობას ღვიძლის ციროზით დაავადებულები შეადგენს. თანამედროვე მედიცინაში ციროზის ბოლოს სტადიის მქონე პაციენტები, რომელთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1წელზე ნაკლებია, არიან ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები. ამ მდგომარეობის მქონე პაციენტების ნახევარი იღუპება დაავადების ან მისი გართულებების გამო.
დროულად ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარმატების მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს.
ორგანოთა გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი ვარიანტია ორგანოთა ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
თუ ტრანსპლანტაცია ტარდება პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებამდე, ქირურგიული რისკები მცირდება და სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება; გვიანი გადანერგვისას კი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება და იზრდება მკურნალობის ხარჯები. ამიტომ, დროის და პაციენტის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
ოპერაცია მაღალი რისკის შემცველია პაციენტების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ოპერაციის სირთულის გამო. რისკი შეიძლება უფრო გაიზარდოს, თუ ღვიძლის დაავადება რთულად მიმდინარეობს. თუმცა, ღვიძლის გადანერგვის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია. ამიტომ, ღვიძლის ტრანსპლანტაცია მიჩნეულია ახალი ცხოვრების იმედად. ოპერაციისთვის საჭიროა დონორისა და რეციპიენტის რეზუსთავსებადობა. მიუხედავად იმისა, რომ რეზუსშეუთავსებლობის შემთხვევებში ოპერაცია ძალიან სარისკოა, გამოუვალ მდგომარეობებში ის ბოლო ვარიანტად განიხილება.
ღვიძლის ნაწილი, რომლის დანაკლისიც საფრთხეს არ უქმნის დონორის სიცოცხლეს, მაგრამ ეხმარება რეციპიენტს გადარჩენაში, მიიღება ნათესავი დონორისგან. გვამური დონაციის შემთხვევაში ტრანსპლანტაციისთვის მთელი ღვიძლი გამოიყენება.
თირკმლის გადანერგვისგან განსხვავებით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს ხდება დაავადებული ღვიძლის მთლიანად ამოღება და მიმღებზე ჯანმრთელი ღვიძლის გადანერგვა. გადანერგვის ოპერაცია ყველაზე რთული ქირურგიული პროცედურაა ზოგადი ქირურგიის სფეროში. პროცესი დაახლოებით 8-დან 18 საათამდე გრძელდება და მოითხოვს ძალიან დიდ და კარგად მომზადებულ, კვალიფიციურ გუნდს. თუ ტარდება ცოცხალი დონაცია, რეციპიენტი და დონორი ერთდროულად გადაჰყავთ სხვადასხვა საოპერაციო ოთახში, ხდება როგორც რეციპიენტის ასევე დონორის ღვიძლის ამოღება და დონორის ჯანმრთელი ღვიძლის პაციენტზე გადანერგვა.
ოპერაციის შემდეგ პაციენტები გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ ხდება დონორის საავადმყოფოდან გაწერა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ რეციპიენტი გადაყავთ პალატაში.
ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტს ენიშნება ზოგადი მედიკამენტური მკურნალობა და იმუნოსუპრესიული საშუალებები. ამ მედიკამენტების დოზების კორექტირებისა და პაციენტის ცხოვრების ახალ წესთან ადაპტაციის შემდეგ პაციენტი გაეწერება საავადმყოფოდან.
ღვიძლის გადანერგვის შემდეგ პაციენტებმა უნდა მიიღონ იმუნოსუპრესიული მედიკამენტები სიცოცხლის ბოლომდე იმისთვის, რომ არ მოხდეს გადანერგილი ორგანოს უარყოფა ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ. თუ მედიკამენტების მიღება ხდება არარეგულარულად, იმუნური სისტემა იწყებს შეტევას ღვიძლზე, რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს უცხო სხეულად. ეს პროცესი შეიძლება გახდეს ორგანოს დაკარგვის ან სიკვდილის მიზეზი.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის მთავარი მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის აღდგენა, რათა იგი დაუბრუნდეს ნორმალურ და აქტიურ ცხოვრებას. გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი უბრუნდებიან პროფესიულ ცხოვრებას, ოჯახებთან ერთად უსაფრთხოდ მოგზაურობენ და ისვენებენ.
ღვიძლის დაავადების ბოლო სტადია არა მხოლოდ აზიანებს ზოგად ჯანმრთელობას, არამედ უარყოფითად მოქმედებს სექსუალურ ცხოვრებასა და განაყოფიერების უნარზე. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ აღდგება სქესობრივი ფუნქციები, ქალებს ეწყებათ მენსტრუაცია, შესაძლებელი ხდება ორსულობა და ბავშვის გაჩენა. ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ ორგანოების გადანერგვის ოპერაციებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია. ჩვენი წარმატების მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ორგანოების გადანერგვაში, როგორიცაა ღვიძლი და თირკმელი, 80-90%-ზე მეტია. თუმცა, ორგანოს გადანერგვის ყველა ოპერაციისთვის საჭიროა დონორი. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ოჯახური კავშირები ძალიან ძლიერია, ოჯახის ყველა წევრი ნებაყოფლობით გასცემს ორგანოებს. სამწუხაროდ, ყველა დონორი არ არის შესაფერისი მიმღებისთვის. ან დონორებში შეიძლება გამოვლინდეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ორგანოების დონაციას.
მეორეს მხრივ, გულის, ფილტვების და პანკრეასის და სხვა ორგანოების დონაცია ცოცხალი დონორებისგან შეუძლებელია. დონორობის მთავარი პირობა არის ის, რომ ორგანოს დონაციამ ზიანი არ მიაყენოს დონორის ჯანმრთელობას. მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, ასეთი ორგანოების წყარო უნდა იყოს გვამური დონორები, რომლებსაც დაუფიქსირდათ ტვინის სიკვდილი.
ორგანოთა დონაციის მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში ბევრად ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს. ვინაიდან ქრონიკული დაავადებების შემთხვევების ზრდა ზრდის ორგანოების დონაციის საჭიროებას, გვამური ორგანოების რაოდენობის ზრდა ძალიან დაბალია ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
არ არსებობს ზედა ასაკობრივი ზღვარი დონაციისთვის. აუცილებელია, რომ დონორი და ორგანოები იყოს ჯანმრთელი და დონორმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით ორგანოს დონაციის შემდეგ. ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ დონორები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ორგანოების დონაციის განხორციელება შესაძლებელია ყველა საავადმყოფოში, სადაც ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები ტარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ დაწესებულებებში.
ზოგიერთმა მემკვიდრეობითმა დარღვევებმა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებულმა მოხმარებამ, კიბომ ან ვირუსებმა, რომლებიც იწვევენ ჰეპატიტს, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანება. ამ შემთხვევაში ღვიძლი იკუმშება, მკვრივდება და წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის სიმსივნეები, რაც იწვევს ციროზს. ციროზმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, სიყვითლე, ასციტი, ინფექციები, ორგანიზმში ტოქსიკური ნარჩენების დაგროვება და კომა. ასევე ფატალური შედეგები. ვის შეუძლია ღვიძლის დონაცია? იმ პაციენტების ორგანოები, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაუდგინდათ "ტვინის სიკვდილი" შეიძლება გამოყენებულ იქნას დონაციისთვის.
დონორი უნდა იყოს 18 წელზე მეტი და 55 წელზე ნაკლები ასაკის. და არ უნდა აწუხებდეს ქრონიკული დაავადებები.
ისინი უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაბინძურებულ ჰაერს, სიგარეტის კვამლს და ვირუსით დაავადებულ ადამიანებს. არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და კოცნა.
რეციდივის რისკი ძალიან დაბალია 3 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის სიმსივნეების შემთხვევაში. გადანერგვა აკრძალულია თუ სიმსივნის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია ან თუ რამოდენიმე სიმსივნის საერთო დიამეტრი 8 სმ-ზე მეტია.
იმუნოგლობულინების გამოყენებისას B ჰეპატიტი არ მეორდება შემთხვევების 95%-ში. C ჰეპატიტი იწვევს რეციდივს. თუმცა, ეს გამოიწვევს ღვიძლის პრობლემებს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში.
მედიკამენტების გამოყენება აუცილებელია 10 წლის განმავლობაში.
პაციენტი პირველი ორი კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ, პირველი წლის ბოლომდე ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველთვიური ინტერვალით უნდა მივიდეს გამოკვლევებსა და ანალიზებზე.
ზრდასრული რეციპიენტებისთვის მარჯვენა წილის ამოღება ხდება. ის შეადგენს ღვიძლის დაახლოებით 60%-ს. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მარცხენა წილის ამოღება (40%). ბავშვების შემთხვევაში იღებენ მარცხენა გვერდით სეგმენტს (20%).
დონორ ღვიძლზე ჩატარებული გამოთვლების მიხედვით ხდება იმ ზომის ღვიძლის გადანერგვა რომელიც საკმარისია მიმღების ორგანიზმში ღვიძლის ფუნქციების შესასრულებლად. ასევე დონორის ორგანიზმში დარჩენილი ღვიძლის ნაწილი საკმარისი უნდა იყოს დონორის ბიოლოგიური საჭიროებისთვის. ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად აუცილებელია ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
დონორის ღვიძლის მსგავსად, რეციპიენტში გადანერგილი ღვიძლის ნაწილი ნორმალურ ზომას მიაღწევს 6-8 კვირაში. ღვიძლის წონა შეადგენს ჯანსაღი ადამიანის სხეულის მთლიანი წონის 2%-ს. მაგალითად, 75 კგ სხეულის წონის მქონე ადამიანისთვის ღვიძლი უნდა იწონიდეს 1500 გ.
მსოფლიოში აღიარებული მაჩვენებლით რისკი შეადგენს 1%-ს
თუ არ განვითარდა რაიმე სახის გართულება, ღვიძლი ნორმალურ ზომას მიაღწევს 6 კვირის განმავლობაში.
თუ პოსტოპერაციული პერიოდი გართულებების გარეშე ჩაივლის, პაციენტს საავადმყოფოდან გაწერენ მე-10 დღეს და მას 1 თვის განმავლობაში შეუძლია დაუბრუნდეს ყოველდღიურ საქმიანობას. თუმცა 3 თვის განმავლობაში აკრძალულია სპორტი და მძიმე სამუშაოს შესრულება.
მათ არ ემუქრებათ ჯანმრთელობის პრობლემები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიყვითლე და ათეროსკლეროზი ღვიძლის მკვებავ არტერიებში. თუმცა, ასეთი გართულებების რისკი 1%-ზე ნაკლებია. საჭიროა სისხლის ჯგუფის თავსებადობა მიმღებსა და დონორს შორის. 0 Rh (-) ეხება ზოგადი დონორის სისხლის ჯგუფს, ხოლო AB Rh (+) ეხება ზოგადი მიმღების სისხლის ჯგუფს. მაგალითად, A Rh (+) რეციპიენტისთვის, დონორის სისხლის ჯგუფი შეიძლება იყოს A Rh (+), ან A Rh (-) რეციპიენტისთვის, დონორი შეიძლება იყოს 0 Rh (+) ან 0 Rh (-). რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია? ცოცხალი დონორის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას დაახლოებით 6-8 სთ სჭირდება. დონორის ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 3-დან 5 საათამდე. ცოცხალი დონორი სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს. თუმცა, კონტროლირებადი ჰიპერტონიის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის მქონე ადამიანები შეიძლება მიღებულ იქნან დონორებად, მას შემდეგ რაც შეფასდებიან შინაგანი მედიცინის სპეციალისტის მიერ. დონორმა უნდა შეწყვიტოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება ოპერაციამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
ჩვენი ქვეყნის ორგანოთა ტრანსპლანტაციის კანონმდებლობის შესაბამისად, დონორმა უნდა დაადასტუროს, რომ ის არის რეციპიენტის მაქსიმუმ მეოთხე რიგის ნათესავი.