ალგოლოგია(ტკივილის მკურნალობა)
სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღმოცენებული ქრონიკული და უცნობი ეტიოლოგიით გამოწვეული ძლიერი ტკივილების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ალგოლოგია ეწოდება (ტკივილის თერაპია).
მედიცინის მიმართულებას, რომელიც ეხება 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში განცდილი ქრონიკული ტკივილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ეწოდება ალგოლოგია. ალგოლოგიის მიზანია გააუმჯობესოს ტკივილის გამო დარღვეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებების ალგოლოგიის განყოფილებებში სამედიცინო ჩარევით ორგანიზმში არსებული ყველა სახის ტკივილს მკურნალობენ.
რომელ პაციენტებს მკურნალობს ალგოლოგიის განყოფილება?
როგორც ზემოთ აღინიშნა, ალგოლოგიის განყოფილება ახორციელებს ორგანიზმში აღმოცენებული ტკივილის მკურნალობას. ამ განყოფილებაში მკურნალობენ ტკივილების ფართო სპექტრს, წელის და ზურგის ტკივილიდან რევმატულ ტკივილებამდე, თავის ტკივილიდან ფსიქოსომატურ ტკივილებამდე. ქვემოთ დაჯგუფებულია ის დაავადებები, რომლებიც ალგოლოგიის ინტერესის სფეროს განეკუთვნება.
სახის და თავის ტკივილები
თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ამ ჯგუფში ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპებია: დაძაბულობის თავის ტკივილი, შაკიკი, სახის და თავის ქრონიკული ტკივილები, ხერხემალთან დაკავშირებული თავის ტკივილი, სახის ნევრალგია (ყველაზე გავრცელებულია სამწვერა ნევრალგია).
საზარდულისა და მუცლის ტკივილები
მუცლისა და საზარდულის ტკივილი ტკივილის კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც ალგოლოგიის სფეროს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში შედის: ტკივილი მუცლის არეში შინაგან ორგანოებში, კუნთების ზეწოლა ნერვებზე და ზურგისა და წელის ტკივილით გამოწვეული გადაცემითი ტკივილი.
საზარდულის არეში ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა სტრესი, ყაბზობა, თიაქარი, სპირალის გამოყენება, აპენდიციტი, საშარდე გზების ინფექცია და საშვილოსნოსგარე ორსულობა. მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც დამოკიდებულია იმ არეალზე, სადაც ტკივილი აღმოცენდება. იმ შემთხვევებში, როდესაც ტკივილი გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საჭიროა ექიმის დახმარება.
ზურგისა და გულმკერდის ტკივილები
ზურგის ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია მაგიდასთან მომუშავე ადამიანებში, ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემაა. ზურგის ტკივილი, რომელიც მიეკუთვნება ალგოლოგიის განყოფილებას,შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა კისრის თიაქარი, სქოლიოზი, ოსტეოპოროზი, გულის და ფილტვების დაავადებები და ფიბრომიალგია.
გულმკერდის ტკივილი შეიძლება წარმოიშვას ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა რეფლუქსი, კუნთებზე ან ნეკნებზე ზეწოლა, ან გულმკერდის არეში მდებარე შინაგანი ორგანოების-გულის და ფილტვების პრობლემების გამო.
წელის და ფეხის ტკივილები
წელის და ფეხის ქრონიკული ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს ზურგში, წელსა და ფეხებში. ამ ტკივილის ძირითადი წყაროებია ხერხემლის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც თიაქარი, რადიკულიტი და დისკის დეგენერაცია. ამ ტიპის ტკივილის შემთხვევაში უნდ ა მიმართოთ ალგოლოგიის განყოფილებას.
მხრის, კისრის და მკლავის ტკივილი
ძირითადად ხერხემლის პრობლემებით (კისრის თიაქარი, კისრის ნადრეკის გასწორება) გამოწვეული კისრის, მხრისა და მკლავის ტკივილების მკურნალობაში გამოიყენება მედიკამენტური და ფიზიოთერაპია. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ალგოლოგიის განყოფილებას.
სისხლძარღვთა ოკლუზიით გამოწვეული ტკივილები
ზოგჯერ ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს სისხლძარღვთა შევიწროვების ან დახშობის შედეგად. ჰიპერტენზიის, დიაბეტის და მსგავსი დაავადებების დროს, როცა არტერიები ორგანოებს ვერ ამარაგებს საკმარისი სისხლის რაოდენობით, ორგანიზმში წარმოიშობა სხვადასხვა სახის ტკივილი. მაგალითად, თუ ფეხისკენ მიმავალი სისხლძარღვია დახშული, ეს გამოიწვევს ფეხის ტკივილს, ხოლო თუ გულის სისხლძარღვი-მაშინ განვითარდება ტკივილი გულმკერდის არეში.
სიმსივნით გამოწვეული ტკივილები
ამ ტიპის ტკივილს ხშირად უჩივიან პაციენტები, განსაკუთრებით შორსწასულ სტადიაზე. ტკივილის კონტროლი პროცესში ჩართულია როგორც ალგოლოგიური, ასევე ონკოლოგიური განყოფილება.
დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათიური ტკივილი
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვებთან ერთად აზიანებს ნერვულ ბოჭკოებს. ნერვული ბოჭკოების დაზიანების შედეგად პაციენტს ეწყება ნეიროპათიური ტკივილის სიმპტომები.
გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები
ალგოლოგიის დარგი მოიცავს ასევე გაურკვეველი წარმოშობის ტკივილებს, რომელმაც შეიძლება ბევრი პაციენტი შეაწუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ამ ტიპის ტკივილის მიზეზის დადგენა, მისი დიაგნოსტიკა ინტერვენციული მეთოდების წყალობით შესაძლებელია. ტკივილის წყაროს დასადგენად, ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენებით ნერვულ სისტემაში ათავსებენ კათეტერს. ამ მეთოდის წყალობით ვლინდება ტკივილის მიზეზი.
ალგოლოგიის (ტკივილის მკურნალობა) განყოფილება მკურნალობებს ქვემოთ ჩამოთვლილ ტკივილის ტიპებს:
- ქრონიკული ტკივილები
- თავის ტკივილი
- მაჯის ტკივილი (როგორიცაა კარპული არხის სინდრომი)
- სიმსივნით გამოწვეული ტკივილი
- რევმატიული დაავადებები
- ზოსტერით გამოწვეული ტკივილი
- ტრიგემინალური ნევრალგია
- კისრის ტკივილი
- ზურგის ტკივილი
- წელის ტკივილი
- ფიბრომიალგია
- თეძოს, მუხლის, კოჭის, ტერფის და ფეხის ტკივილი
- მხრის, მკლავისა და ხელის ტკივილი
- კისრისა და წელის დისკის თიაქრის ოპერაციის შემდეგ განვითარებული ტკივილები (ეს ტკივილები შეიძლება განსხვავდებოდეს ადრე გადატანილი ტკივილებისგან).
- დიაბეტური ნეიროპათია (წვა, დენის დარტყმისა და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ტერფებში, რომელიც ვითარდება დიაბეტიან პაციენტებში)
- იშიაზი (ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გრძელი და ყველაზ ე მსხვილი საჯდომი ნერვის ანთებით გამოწვეუ ლიტკივილი)
- ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება ტრავმული დაზიანებების ან მოტეხილობების შემდეგ
- ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის შემდეგ წარმოშობილი ტკივილი, რომელიც არ ყუჩდება და გადადის ქრონიკულ ტკივილში.
- ფსიქოსომატური ტკივილები (ფსიქოლოგიური დარღვევების გავლენით გამოწვეული ტკივილი)

