რა არის ბავშვთა ენდოკრინოლოგია

ორგანიზმში ენდოკრინული ჯირკვლები ასრულებენ ჰორმონების გამოყოფის ფუნქციას. სისტემა, რომელშიც ყველა ენდოკრინული ჯირკვალია გაერთიანებული, არის ენდოკრინული სისტემა. სეკრეტულ ჰორმონებს აქვთ სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა ზრდა, განვითარება, რეპროდუქცია, გარე რეაქციების კონტროლი და ა.შ. დარგი რომელიც ეხება ჯირკვლების არასწორი ფუნქციონირების შედეგად წარმოშობილ დაავადებებს, არის ენდოკრინოლოგია. პედიატრიული ენდოკრინოლოგია არის განყოფილება, რომელიც მკურნალობს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ჰორმონალურ დარღვევებს და ამ დარღვევების გამო წარმოქმნილ დაავადებებს.

ორგანიზმში ენდოკრინული ჯირკვლები ასრულებენ ჰორმონების გამოყოფის ფუნქციას. სისტემა, რომელშიც ყველა ენდოკრინული ჯირკვალია გაერთიანებული, არის ენდოკრინული სისტემა. სეკრეტულ ჰორმონებს აქვთ სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა ზრდა, განვითარება, რეპროდუქცია, გარე რეაქციების კონტროლი და ა.შ. დარგი რომელიც ეხება ჯირკვლების არასწორი ფუნქციონირების შედეგად წარმოშობილ დაავადებებს, არის ენდოკრინოლოგია. პედიატრიული ენდოკრინოლოგია არის განყოფილება, რომელიც მკურნალობს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ჰორმონალურ დარღვევებს და ამ დარღვევების გამო წარმოქმნილ დაავადებებს.

ნებისმიერი ენდოკრინული პრობლემა ბავშვებში, განსაკუთრებით თუ ის გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე საჭიროებს ადრეულ დიაგნოზს და მკურნალობას. ბავშვები მუდმივად ვითარდებიან და ამ პერიოდში უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებებმა, შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პრობლემები მომავალში. შესაბამისად, პედიატრიულ ენდოკრინოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რომელ დაავადებებს მკურნალობს ბავშვთა ენდოკრინოლოგია?

ადრეული მომწიფება

ბავშვობიდან მოზარდობისკენ გარდამავალი პერიოდი იწყება ჰიპოფიზის ჯირკვლიდან გამოყოფილი ჰორმონების ზემოქმედებით. ამ პერიოდში გამომუშავებული სხვა სასქესო ჰორმონები კი უზრუნველყოფენ ამ სქესისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების განვითარებას. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რომელიც ვლინდება გოგონებში მკერდის, ხოლო ვაჟებში სათესლე ჯირკვლების ზრდით, ბავშვები იცვლებიან როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

გოგონების სქესობრივი მომწიფება ხდება 8-13 წლის, ხოლო ბიჭების-9-14 წლის ასაკში. თუ ბავშვებს ეს სიმპტომები 8 - 9 წლამდე აღენიშნებათ, ეს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას ნიშნავს. იგი ჰორმონების გარდა შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებით. როდესაც ადრეული სქესობრივი მომწიფების პროცესი არ კონტროლდება ან არ ხდება მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეჩერება. ადრეული სქესობრივი მომწიფების დროს, რაც გავლენას ახდენს ძვლების განვითარებასა და ზრდაზე, ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.

ზრდის შეფერხება

ძვლების ბოლოებში არსებული ზრდის ფირფიტები აგრძელებენ ფუნქციონირებას მოზარდობის ასაკის ბოლომდე. ზრდის პროცესი განსხვავდება თითოეული ბავშვისთვის, ამდენად მშობლებს აკისრიათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ბავშვის ძვლოვანი ასაკისა და გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა უნდა მოამზადოს ზრდის სქემა და მშობლები ამ სქემის მიხედვით აკვირდებოდნენ განვითარებას. ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ზრდაზე, დედისა და მამის სიმაღლის გარდა , გასათვალისწინებელია ასევე პუბერტატულ პერიოდში შესვლის ასაკი. გარდა ამ ფაქტორებისა, ზრდის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია კვება, ორგანოებისა და ენდოკრინული ჯირკვლების ჯანსაღი ფუნქციონირება.

სიმსუქნე

სხეულის მასის ინდექსის მიხედვით ცხიმის შემცველობის მატება არის სიმსუქნე. მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის დისბალანსის შედეგად განვითარებული სიმსუქნე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც. გენეტიკური მიდრეკილების, მოძრაობის ნაკლებობის, სწრაფი კვებისა და შაქრიანი საკვების მოხმარების გარდა სიმსუქნე ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ჰორმონალური დარღვევების ფონზე. ამან მომავალში შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, ჰიპერტენზია და ა.შ. ამიტომ სიმსუქნის პრევენცია და მკურნალობა როგორც ბავშვების, ისე მშობლების ძალისხმევით უნდა მოხდეს.

დიაბეტი

პანკრეასი გამოყოფს ინსულინს, რათა სისხლში შაქარი გადააქციოს უჯრედების ენერგიად. ინსულინის გამოყოფის დარღვევა კი იწვევს დიაბეტს. როცა ინსულინი საკმარისი რაოდენობით არ გამოიყოფა, სისხლში შაქრის შემცველობა იმატებს, რადგან იგი უჯრედებმა ვერ აითვისა.
არსებობს. დიაბეტის ორი ტიპი: ტიპი 1 და ტიპი 2. ბავშვებში გავრცელებულია ტიპი 1 დიაბეტი. დიაბეტი ბავშვებში შეიძლება განვითარდეს როგორც ადრეულ ასევე მოზარდობის ასაკში. დიაბეტის მკურნალობა ტარდება ინსულინით. ამიტომ ბავშვები სრულწლოვანებამდე უნდა იყვნენ პედიატრი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ფარისებრი ჯირკვალი და ჩიყვი

ჰორმონი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს და გავლენას ახდენს კუნთებისა და ტვინის განვითარებაზე, არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. თუ ფარისებრი ჯირკვალი ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს, ამას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ხოლო თუ ზედმეტს - ჰიპერთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება იწვევს ჩიყვის დაავადებას. ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირება მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები უარყოფითად აისახება ბავშვებში ინტელექტისა და ტვინის განვითარებაზე. ასევე შეიძლება გამოვლინდეს წონის მატება, გადაჭარბებული ძილიანობა, ყაბზობა, განვითარების შეფერხება, კანის სიმშრალე და დაღლილობა. ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაქიტი

რაქიტი არის ძვლის დაავადება, რომელიც ვითარდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამო. ბავშვებში, რომლებიც დაბადებიდან ვერ იღებენ საკმარის D ვიტამინს მზის სხივებით ან საკვებით, შესაძლებელია შეფერხდეს კბილების ამოსვლა, ჯდომა და სიარულის სწავლა, ასევე შეიძლება განვითარდეს ფეხების გამრუდება და თავის დეფორმაცია. რადგან D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლების სისუსტეს, შესაძლო გართულებებს შორისაა მოტეხილობებიც. აღნიშნული მდგომარეობა როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში უნდა იქნას აყვანილი ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონტროლის ქვეშ.

ტერნერის სინდრომი

ტერნერის სინდრომი არ აღინიშნება ბიჭებში, ხოლო გოგონებში ყოველი დაბადებული 2500 გოგონადან ერთში გვხვდება. ამ დაავადების მიზეზი ქრომოსომული დარღვევაა. ყველა ადამიანში 46 ქრომოსომაა. გოგონებს აქვთ 2 X ქრომოსომა, ხოლო მამაკაცებს - 1 X და 1 Y ქრომოსომა. გოგონებში ორი X ქრომოსომიდან ერთის არარსებობა ავლენს ტერნერის სინდრომს. ეს დიაგნოზი შეიძლება დაისვას როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ. სქელი კისერი და შეშუპებული ხელები და ფეხები არის ამ სინდრომის პირველი სიმპტომები.

ეს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში უფრო გვიან ასაკშიც. დაბალი სიმაღლე დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ტერნერის სინდრომი ასევე ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება, ხელის მე-3 და მე-4 თითების სიმოკლე სხვა თითებთან შედარებით, ქუთუთოების და თვალის ანომალიები, სიელმე და შორსმხედველობა. ეს სინდრომი ბავშვებში ასევე შეიძლება გახდეს ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიცაა ცელიაკია, ყურის ანთება, ინვერსიული ძუძუს თავი და ქვედა ყბის ჩამოვარდნა. ტერნერის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ქორწინებამდე ნებისმიერ ასაკში, ამიტომ, რომელიმე უჩვეულო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ პედიატრ ენდოკრინოლოგს.
გარდა ამ დაავადებებისა, პედიატრიული ენდოკრინოლოგიის დარგში შედის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: სქესობრივი განვითარების დარღვევა, ჭარბთმიანობა, პენისის პრობლემები (მიკროპენისი), თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოფიზის დაავადებები, მენსტრუალური დარღვევები, დაგვიანებული პუბერტატული პერიოდი, კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის დარღვევა.

სქესობრივი განვითარების დარღვევები

ორსულობის მეხუთე კვირამდე ნაყოფის სასქესო ორგანოების დიფერენცირება შეუძლებელია. მამრობით სქესში სათესლე ჯირკვლების ფორმირება იწყება დაახლოებით ორსულობის მე-7 კვირიდან. სასქესო ჯირკვლების ფორმირება მამრობით სქესში უფრო ადრე ხდება, ვიდრე მდედრობითში. სათესლე ჯირკვლები,რომლებიც აგრძელებენ მომწიფების პროცესს მთელი ორსულობის განმავლობაში, ორსულობის ბოლო 2/3-ში ჩამოდის სათესლე პარკში. ახალშობილი ბავშვების 95%-ზე მეტ, ხოლო ნაადრევად დაბადებული ჩვილების დაახლოებით 80%-ში სათესლე ჯირკველი აღინიშნება სათესლე პარკში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პროცესი შეიძლება 1 წლის ასაკამდე გაგრძელდეს.

მდედრობით სქესში საკვერცხეების ფორმირება შედარებით გვიან ხდება, ამასთან ერთად დაბადებამდე საკვერცხეებში დაახლოებით 2 მილიონი უჯრედი იქმნება.
გარე სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება მამაკაცებში ორსულობის მე-9 კვირიდან იწყება და მე-13 კვირას მთავრდება. გარე სასქესო ორგანოების განვითარებაზე პასუხისმგებელია ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელსაც გამოყოფს სათესლე ჯირკვლები. ტესტოსტერონი და დიჰიდროტესტოსტერონი პასუხისმგებელნი არიან წვერისა და ულვაშის განვითარებაზე, რასაც მეორადი სქესობრივი მახასიათებლები ეწოდება. ეს ჰორმონები სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება ჰიპოფიზში გამომუშავებული LH და FSH ჰორმონების გავლენით.
სქესობრივი დიფერენციაცია, რომელიც იწყება მუცლადყოფნის პერიოდში, განსაზღვრავს ნაყოფის სქესს და ზოგიერთი ჰორმონის ზემოქმედებით ან ნაკლებობით საბოლოოდ განისაზღვრება მისი სექსუალური იდენტობა და ორიენტაცია.

ოსტეოპოროზი (ძვლების სისუსტე)

რაქიტი არის ძვლის დაავადება, რომელიც გვხვდება ბავშვებში და მეტწილად ვლინდება გრძელი ძვლების ეპიფიზში მინერალიზაციის დარღვევით გამოწვეული ძვლების დეფორმაციით, გადიდებით ან განლევით. რაქიტი გვხვდება 3 წლამდე ასაკის ბავშვების 6%-ში. რაქიტის მქონე ბავშვში გამოვლენილი კლინიკური გამოვლინებები შემდეგია:

  • ყიფლიბანდი დიდია, გვიან იხურება ან არ იხურება,
  • მაჯები ჩვეულებრივზე ფართოა,
  • ხელის დაჭერისას თავის უკანა ნაწილი პინგ-პონგის ბურთივით დეფორმირდება
  • კუნთების სისუსტე, ძვლების ტკივილი,
  • სიარულის დაწყების შემდეგ ფეხების შიგნით მოხრა;
  • კბილების ამოსვლის შეფერხება.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:57

განახლების თარიღი

12.07.2024 06:57

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით