რა არის ბავშვთა კარდიოლოგია
პედიატრიული კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ეხება მუცლად ყოფნის პერიოდიდან 18 წლამდე ბავშვების და მოზარდების გულის პრობლემებს. ბავშვებში გულის დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან განვითარდეს მოგვიანებით. ბავშვთა კარდიოლოგიის განყოფილება ეხება არა მხოლოდ 18 წლამდე ბავშვების, არამედ გულის თანდაყოლილი დაავადების მქონე მოზრდილების მკურნალობას.
პედიატრიული კარდიოლოგიის სფეროებია:
- გულის თანდაყოლილი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი
- გულის შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი
- რიტმისა და გამტარობის დარღვევების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი (ეკგ, რიტმის 24-საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი , დატვირთვის ტესტი, ელექტროფიზიოლოგიური კვლევები)
- წინასპორტული შეფასება
- ნაყოფის ექოკარდიოგრაფია
- სიმპტომებისა და ჩივილების შეფასება, როგორიცაა ტკივილი გულმკერდში, შუილი, ტაქიკარდია და გულისწასვლა.
რა დაავადებებს მკურნალობს ბავშვთა კარდიოლოგია?
ბავშვებში გულის ზოგიერთი დაავადება უსიმპტომოდან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ზოგს კი შეიძლება ჰქონდეს მძიმე მიმდინარეობა და შეიძლება გამოვლინდეს ციანოზით, კვების გაძნელებით, დაღლილობით ძუძუს წოვის დროს, სწრაფი სუნთქვა, ქოშინი, წონის დეფიციტი ან ქვედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები. შედარებით დიდი ასაკის ბავშვები მიმართავენ ჩვენს კლინიკას ისეთი ჩივილებით, როგორიცაა დაღლილობა,ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე და მაღალი არტერიული წნევა.
ბავშვობაში გამოვლენილი სხვადასხვა დაავადების შედეგად ასევე შესაძლოა დაზიანდეს სისხლის მიმოქცევის სისტემა და გული. ეს დაავადებებია: თანდაყოლილი დაავადებები, რევმატული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ღვიძლის, თირკმელების და სხვა სისტემების დაავადებები.
მედიცინის განვითარების პარალელურად, ბევრი დაავადება, რომლებსაც ადრე მკურნალობდნენ ქირურგიული გზით, ახლა შეიძლება გამოვლინდეს გულის კათეტერიზაციის და ანგიოგრაფიის დროს და განიკურნოს ოპერაციის გარეშე.
ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
თანდაყოლილი დაავადებები
ბავშვებში გულის ყველაზე გავრცელებული დაავადებები თანდაყოლილი დაავადებებია. ვინაიდან ნაყოფში გულის განვითარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხდება, ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება ამ პერიოდის შემდეგ უკვე შესაძლებელია. უახლესი ტექნოლოგიით, დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა შესაძლებელია ბავშვის დაბადებისთანავე.
გულის დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. გულის თანდაყოლილი დაავადების სიმპტომებია: ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, კუნთებისა და კიდურების განვითარების შეფერხება, გულმკერდის ტკივილი, გულისწასვლა, ნელი ზრდა, გულის შუილი, პნევმონიისადმი მიდრეკილება და თავბრუსხვევის შეგრძნება. მშობლებმა, რომლებიც ამჩნევენ ამ სიმპტომებს შვილებში, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ბავშვთა კარდიოლოგს. ბავშვებში ადრეული დიაგნოსტიკით შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა და შესაძლო ლეტალობის თავიდან აცილება.
გულის ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების გამომწვევი მიზეზები საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა გარემო ფაქტორებმა, გენეტიკურმა მიდრეკილებამ, დედის მიერ ორსულობის დროს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებამ, ვირუსულმა ინფექციებმა, ორსულობის დროს რადიაციულმა დასხივებამ, ნათესაურმა ქორწინებამ, დედის არასრულფასოვანმა კვებამ და ცხოვრების წესმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გულით დაბადება.
ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი გულის დაავადება არის გულის მანკი- გულის სარქვლების ანომალიის გამო წარმოქმნილი ხვრელები გულის წინაგულებს ან პარკუჭებს შორის, აგრეთვე ანომალიები გულიდან გამომავალ და გულში შემავალ სისხლძარღვებში, პარკუჭების ან წინაგულების განვითარების დარღვევები, კორონარული სისხლძარღვების ანომალიები, ანომალიები, რომლებიც იწვევს სტენოზს ან გულის სარქველების უკმარისობას, გულის თანდაყოლილ დაავადებებს შორისაა:
რევმატიული დაავადებები
რევმატიული დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ცნობილია როგორც გულის რევმატიზმი. A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიით გამოწვეული ყელის ინფექციის არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში რევმატიზმის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.
ეს დაავადება, რომელსაც ასევე უწოდებენ მწვავე რევმატულ ცხელებას, შეიძლება გამოვლინდეს ყელის ინფექციიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ. მწვავე რევმატიული ცხელების, რომელიც იწყებს გამოვლენას ხელის, მუხლის, ტერფის სახსრების შეშუპებით, სიწითლით და ცხელებით, შემდეგი სამიზნე არის გული. რევმატიული დაავადება გულის სარქველების დეფორმაციის გამო იწვევს მათ სტენოზს ან უკმარისობას. კანის პრობლემები იშვიათად გვხვდება ამ დაავადების დროს. ზოგიერთ ბავშვში ასევე შეიძლება შეინიშნოს განწყობის ცვლილებები, ქცევითი დარღვევები და ხელების, მკლავების, ფეხებისა და სახის უნებლიე მოძრაობები.
რევმატულ დაავადებებში ადრეული დიაგნოსტიკა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დაავადებების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია კორტიზონით, პენიცილინით და სხვა ანტიბიოტიკებით. თუმცა, ზოგჯერ მისი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. ამიტომ ყელის ინფექციით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა გაკეთდეს საჭირო ანალიზები ამ რევმატიზმის გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად.
რიტმისა და გამტარობის დარღვევები
რითმის დარღვევა არის, როდესაც გული მუშაობს ნორმაზე უფრო ნელა, სწრაფად ან არარეგულარულად, პაუზებით. რითმისა და გამტარობის დარღვევები თანდაყოლილთან ერთად შეიძლება იყოს შეძენილი სხვადასხვა მიზეზით გულზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. სხვადასხვა წამლის მოხმარებამ, ჰიპერთირეოზმა ან ჰიპოთირეოზმა, ანემიამ, სისხლში შაქრის დაბალმა დონემ, კოფეინის შემცველი საკვებისა და სასმელების მოხმარებამ, ინფექციებმა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულზე, ან გენეტიკურმა არითმიამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში რიტმისა და გამტარობის დარღვევა.
ბავშვებში რითმის დარღვევის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია ტაქიკარდია. რითმის დარღვევებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ადვილად დაღლილობა, ოფლიანობა და დატვირთვის შემდეგ გულისწასვლა. არის რამდენიმე სიმპტომი, რომელსაც დედებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, როდესაც საქმე ეხება ჩვილ ბავშვს. თუ ბავშვს აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის ფერის ცვლილება, სწრაფი სუნთქვა, დაღლილობა და სისუსტე ძუძუს წოვის დროს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაკონტროლდეს ბავშვის გულისცემა.
წინასპორტული კარდიოლოგიური შეფასება
ბავშვებში უეცარი სიკვდილის რისკის შეფასება შესაძლებელია სპორტით დაკავებული ბავშვების გამოკვლევით. ახალგაზრდა ასაკში გვხვდება დაავადება სახელწოდებით „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“, რომელსაც თან ახლავს გულის კუნთის გასქელება და მან შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და უეცარი სიკვდილი. მრავალი გენეტიკური დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, როგორიცაა „გრძელი QT სინდრომი“, რომელიც ასევე იწვევს უეცარ სიკვდილს, შეიძლება მოხდეს მარტივი გამოკვლევებით.
ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის სახელით ცნობილი ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია მუცლად ყოფნის პერიოდში გულის დაავადებების გამოვლენა. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ჩარევა შესაძლებელია მუცლადყოფნის პერიოდშივე.
ბავშვებში უეცარი სიკვდილის რისკის შეფასება შესაძლებელია სპორტით დაკავებული ბავშვების გამოკვლევით. ახალგაზრდა ასაკში უეცარი სიკვდილის ხშირი მიზეზია-ჰიპერტოფული კარდიომიოპათია, რომელიც გვხვდება დაახლოებით 1000-დან 1 შემთხვევაში. ხშირი უეცარი სიკვდილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი, გენეტიკური დაავადება „გრძელი QT სინდრომი’’ გვხვდება დაახლოებით 2500-დან 1 შემთხვევაში. ამ დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია მარტივი გამოკვლევებით.

