რა არის ბავშვთა ჰემატოლოგია და ონკოლოგია?

სისხლი სასიცოცხლო მნიშვნელობის თხევადი ქსოვილია, რომელიც ასრულებს სატრანსპორტო ფუნქციას და ორგანოებს ამარაგებს ისეთ საჭირო ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინები, ჰორმონები, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. მედიცინის დარგს, რომელიც შეისწავლის სისხლსა და ძვლის ტვინს, ეწოდება ჰემატოლოგია. ჰემატოლოგია ასევე ცნობილია როგორც "სისხლის მეცნიერება" და ახდენს სისხლში წარმოქმნილი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. სისხლის დაავადებების სახელით ცნობილი ზოგიერთი დაავადება გვხვდება ბავშვებშიც, ამიტომ ბავშვთა ჰემატოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი დარგია.

ბავშვთა სიმსივნეები, ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც წარმოიქმნება სხეულის უჯრედების უკონტროლო გამრავლებით, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში და გავრცელდეს მთელს ორგანიზმში, რითაც არღვევს ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. ეს არის ბავშვებში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

ადრეულ დიაგნოზს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სისხლის, ასევე ონკოლოგიურ დაავადებებში. ზოგიერთი დაავადება ვლინდება ადრეულ ეტაპზე, ამიტომ ბავშვებში სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ჰემატოლოგიის და ონკოლოგიის განყოფილებას. ბავშვების მკურნალობას უზრუნველყოფენ ამ ორი დარგის ექიმები და მათი მიზანია პატარა პაციენტებს უმოკლეს დროში დაუბრუნონ ჯანმრთელი ცხოვრება. ახალშობილობიდან სრულწლოვანებამდე ბავშვებში სისხლის და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მონიტორინგი, პროფილაქტიკური გამოკვლევები და პრევენცია ტარდება ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის განყოფილებაში.

რა დაავადებებს მკურნალობს პედიატრიული ჰემატოლოგია და ონკოლოგია?

ანემია

სისხლის დაკარგვა, სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული ჰემოლიზი და მათი არასაკმარისი წარმოება ანემიის მთავარ მიზეზებს შორისაა. ანემია, რომელიც ასევე შეიძლება მოხდეს ფოლიუმის მჟავას, რკინისა და B12 ვიტამინის დეფიციტის გამო, ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის საჭირო ჰორმონების შემცირებით. ანემია გარდა კიბოს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა, შეიძლება განვითარდეს ორსულებში.

ანემია როგორც ყველა ასაკში, ბავშვებშიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში პირველ 6 თვეში ან ბავშვებში, რომლებიც არ იღებენ რკინას, ასევე სხვა ნებისმიერ ასაკშიც. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვების კვებას და ვიტამინებს, რომლებსაც ისინი იღებენ ზრდის ფაზაში.

ანემიის ძირითადი სიმპტომებია დაღლილობა, სიფერმკრთალე და სისუსტე, მადის დაქვეითება, ციანოზი ტირილის დროს, ყლაპვის გაძნელება და განვითარების შეფერხება. ბავშვებში რკინის დეფიციტი არა მხოლოდ ანემიას იწვევს, არამედ გავლენას ახდენს მათ ინტელექტსა და აღქმის უნარზე.

გარდა აუცილებელი გამოკვლევებისა, ანემიის დიაგნოსტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და ბავშვის ანამნეზიც. მაგალითად ნათესაური ქორწინების ან ოჯახის წევრებში ანემიის არსებობა, კვების სტილი, ქრონიკული დიარეის და სისხლის გადასხმის ფაქტების არსებობა ანემიის დიაგნოსტიკისას მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

ხმელთაშუა ზღვის ანემია (თალასემია)

ხმელთაშუა ზღვის ანემია, რომელიც განსაკუთრებით ემუქრება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, არის სისხლის დაავადება. ამ ქვეყნებს შორის არის თურქეთიც. თურქეთში ხმელთაშუა ზღვის ანემიით დაავადებული 4500 ადამიანის პარალელურად 1 მილიონ სამასი ათასი ადამიანი მატარებელია.

თალასემიის თავიდან აცილება შესაძლებელია, იგი შვილს დედ-მამისგან გადაეცემა. თუ ოჯახის ერთი წევრიც კი მატარებელია, ბავშვის დაავადების რისკი 50/50-ზეა. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების მატარებლების რიცხვი მაღალია, მათი დაქორწინების შანსიც დიდია. ამ დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ნათესაური ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებში. ამიტომ რეკომენდებულია ორივე მხარემ ჩაიტაროს სისხლის საჭირო ანალიზები.

საშუალო და მძიმე თალასემიის მქონე ბავშვებში აღინიშნება ზრდის შეფერხება. ძვლების ხშირი მოტეხილობები, ელენთის, გულის და ღვიძლის გადიდება. ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიფერმკრთალე, უმადობა, მუქი შარდი და სიყვითლე.

ჰემოფილია

სისხლის დაავადებებს შორის გავრცეელებულია ჰემოფილია, რომლის დროსაც დარღვეულია სისხლის შედედების პროცესი. ჰემოფილიით დაავდებულებში ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით სისხლის შედედების პროცესი გახანგრძლივებულია და ადამიანი მიდრეკილია სისხლდენებისკენ. სისხლდენა შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი. ეს კი იწვევს ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას.

ჰემოფილია მემკვიდრეობითი დაავადებაა. ბავშვები, რომლებიც ამ დაავადებას დედისა და მამისგან მემკვიდრეობით იღებენ, ჰემოფილიით იბადებიან. გამოვლინება შეიძლება განსხვავდებოდეს ყველა შემთხვევაში. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების ფაზის მიხედვით, არის: გარეგანი და შინაგანი სისხლდენა, ცხვირიდან შეუჩერებელი სისხლდენა, წინადაცვეთის შემდეგ ძლიერი სისხლდენა, სისხლი შარდში ან განავალში, სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება კბილის ამოღების შემდეგ დ ა ა.შ.

  • სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული დაავადებები (ერითროციტები, თრომბოციტები და ლეიკოციტები); როგორიცაა ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, იმუნური თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი.
  • სისხლდენით მიმდინარე დაავადებები: ჰემოფილია, ფონ ვილებრანდის დაავადება.

ლეიკემია

ლეიკემია ეს არის ძვლის ტვინში ღეროვანი უჯრედების უკონტროლო გამრავლება ან ფუნქციადაკარგული ამ უჯრედების გავრცელება ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლში, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თავის ტვინში. ლეიკემია, რომელსაც ასევე უწოდებენ სისხლის ან ძვლის ტვინის სიმსივნეს, პირველ ადგილზეა ბავშვებში გავრცელებულ სიმსივნეებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემია გვხვდება ყველა ასაკში, მისი სიხშირე უფრო მაღალია 2-დან 5 წლამდე.
ლეიკემიის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა გამოკვლევები აჩვენებს, რომ გამოსხივება, გენეტიკური მიდრეკილება, ქიმიური ნივთიერებები და ზოგიერთი ვირუსული დაავადება იწვევს ლეიკემიას. ბავშვებში ლეიკემიის სიმპტომებია ანემია, წონის დაკლება, მადის დაკარგვა, ძვლების ტკივილი ფეხებში, ცხვირიდან და ღრძილების სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები და ცხელება.

  • ბავშვთა კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და ჰემანგიომების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ბავშვთა ლიმფომისა და მყარი სიმსივნეების (თავის ტვინის სიმსივნე, ნეირობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, ძვლის სიმსივნე) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • სიმსივნის მაღალი რისკის მქონე პაციენტების მონიტორინგი

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:57

განახლების თარიღი

12.07.2024 06:57

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით