რა არის ბირთვული მედიცინა?

ბირთვული მედიცინა არის განყოფილება, რომელიც მოიცავს რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით და გამოსახულებითი მეთოდებით მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამ განყოფილებაში სამუშაოები ბირთვული მედიცინის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, განვითარებული ტექნოლოგიური მოწყობილობების და ბირთვული მედიცინის ტექნიკოსების საშუალებით ხორციელდება.

გამოსახულებითი პროცედურები და გამოკვლევები ტარდება სხვადასხვა სახეობის გამოსახულებითი მოწყობილობით. უახლესი ტექნოლოგიების ეს აპარატურა მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, სტადიის დადგენის და მკურნალობის თვალსაზრისით.

ბირთვული მედიცინის განყოფილებაში მომუშავე სპეციალისტებისა და ტექნიკოსების უნარები და განათლების ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორც მათ მიერ გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობების. ვინაიდან გამოყენებული ნივთიერებები რადიოაქტიურია, გამოცდილება და აღჭურვილობის ხარისხი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის და პაციენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, პროფესიონალურად ჩატარებული პროცედურები დადებით გავლენას ახდენს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებზეც.

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში არსებობს მრავალი სახის მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის მოწყობილობა: როგორიცაა SPECT-PET-CT-MRT. ამ მოწყობილობებს აქვთ გამოსახულების მაღალი შესაძლებლობები, რაც დამოკიდებულია მათი გამოყენების ზონებსა და ადგილებზე. იგი გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნით. ყველა ეს პროცედურა ტარდება ბირთვული მედიცინის განყოფილებაში, ბირთვული მედიცინის სპეციალისტების პასუხისმგებლობის ქვეშ.

ბირთვული მედიცინის განყოფილება შედგება ბირთვული მედიცინის ექიმებისგან, ტექნიკოსებისგან, ექთნებისა და დამხმარე პერსონალისგან, რომლებმაც გადამზადება გაიარეს ბირთვული მედიცინის განხრით.

რა დაავადებებს მკურნალობს ბირთვული მედიცინის განყოფილება?

ბირთვულ მედიცინას აქვს სასიცოცხლო მინშვნელობა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის თითქმის ყველა დარგში. სამგანზომილებიანი გამა კამერების საშუალებით ის გვაწვდის დაწვრილებით ინფორმაციას ორგანოების ფუნქციონირების შესახებ. მიღებული სურათის ფონზე შესაბამისი განყოფილების ექიმი ქმნის მკურნალობის ან ოპერაციის გეგმას. მაღალი ხარისხის გამოსახულება სიცოცხლის გადამრჩენად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დიდ როლს ასრულებს ბირთვული მედიცინის განყოფილების ფარგლებში მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

  • ენდოკრინოლოგია (ჩიყვი, სანერწყვე ჯირკვალი)
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ნერვული სისტემის დაავადებები
  • სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები
  • ჩონჩხისა და ძვლების დაავადებები
  • უროლოგია: თირკმელი, შარდის ბუშტი, პროსტატა, სათესლე ჯირკვლები,
  • კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი
  • ნევროლოგია: ნერვის დაზიანება, სისხლძარღვთა ოკლუზია, პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერი, ინსულტი
  • სიმსივნეები: გზამკვლევის როლს ასრულებენ განსაკუთრებით სიმსივნურ პაციენტებში. PET/CT სკანირების ხარისხისა და გამოსახულების წყალობით შესაძლებელია უჯრედების დეტალური შესწავლა.


პაციენტები ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ვიზუალიზაციის მოწყობილობებთან ერთად გამოყენებული რადიოაქტიური ნივთიერებებისგან მიღებული მაღალი რადიაციული ზემოქმედების გამო. თუმცა, ამ განყოფილების მოწყობილობებისა და სხვა მოწყობილობების მიერ გამოსხივებულ რადიაციას შორის დიდი განსხვავება არ ფიქსირდება. რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა შეყვანა ხდება ორგანიზმში ინტრავენურად, გამოსახულების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდისა და განავლის მეშვეობით 6-12 საათის განმავლობაში.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:57

განახლების თარიღი

12.07.2024 06:57

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით