რა არის ნევროლოგია?
ნევროლოგია, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს Nöro (ნერვი),logio (სწავლა), როგორც მისი სახელი გვეუბნება, არის ნეირომეცნიერება. ძირითადად ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული ფუნქციური დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე, კუნთების დაავადებების ჩათვლით, შედის ნევროლოგიის საქმიანობის სფეროში. ამ დარგში პასუხისმგებელი სპეციალისტი კი არის ნევროლოგი.
ცენტრალური, ავტონომიური და პერიფერიული სისტემების ყველა დაავადება ნევროლოგიის სფეროა.
რა დაავადებებს მკურნალობს ნევროლოგია?
- მიელინი (ნერვის გარსის დაავადებები)
- პარკინსონის დაავადება
- გაფანტული სკლეროზი
- ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი
- ალცჰაიმერი და დემენცია
- ეპილეფსია
- ინსულტი (ტვინის დამბლა)
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- შაკიკი
- სახის დამბლა
- ნეიროპათია
- მენინგიტი
- მოძრაობის დარღვევა (ტრემორი ხელებში, დისკინეზია და ა.შ.)
- კუნთების დაავადებები
- კუნთების დაავადებები
- მეტყველების გაძნელება
- კუნთების კრუნჩხვა
- ძილის დარღვევა
ეს და კიდევ მრავალი ნერვ-კუნთოვანი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა შედის ექიმ-ნევროლოგების კომპეტენციაში.
გარკვეული დაავადებების დიაგნოსტიკისათვის საჭირო ტესტებს, როგორიცაა EMG - EEG - SSEP - VEP - BERA, ასევე ატარებს ნევროლოგიის განყოფილება.
EEG (ელექტროენცეფალოგრაფია): არის თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის რეგისტრაცია EEG მოწყობილობისა და კომპიუტერის დახმარებით. ამ გამოკვლევით დგინდება პათოლოგიის ლოკალიზაცია, რაც უზრუნველყოფს სწორი მკურნალობის შერჩეევას. EEG მოწყობილობიდან აღებულ ჩანაწერს ელექტროცეფალოგრამა ეწოდება.
EMG (ელექტრომიოგრაფია): გამოიყენება სენსორული და მოტორული ნერვული დაბოლოებების ნერვული გამტარობისა და სიჩქარის გასაზომად.
ამ და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენებით და სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით, დაავადების გამომწვევი მიზეზისა და მდგომარეობის გამოკვლევა ხდება. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ექიმი-ნევროლოგი უზრუნველყოფს პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის მეთოდის შერჩევას.

