რა არის ჰემატოლოგია?
ჰემატოლოგია, რაც ნიშნავს „სისხლის მეცნიერებას“; ეს არის მედიცინის მულტიდისციპლინური დარგი, რომელიც ეხება სისხლს, სისხლწარმომქმნელ ორგანოებს და იქ არსებულ დარღვევებს. საავადმყოფოს შინაგანი დაავადებების განყოფილების ამ დარგში მომუშავე ექიმს ეწოდება ჰემატოლოგი.
სისხლი არის სასიცოცხლო სითხე. მას უჯრედებთან მიაქვს ორგანიზმში არსებული ჟანგბადი, ვიტამინები, ჰორმონები, საკვები ნივთიერებები და ანტისხეულები. სისხლის წარმოების პროცესს, რომელიც იწყება მუცლადყოფნის ემბრიონის პერიოდში, მედიცინაში ჰემატოპოეზს უწოდებენ. ჰემატოპოეზი იყოფა ორ ნაწილად: მედულარული და ექსტრამედულარული. თუ მედულარული ჰემატოპოეზის დროს სისხლის წარმოება ხდება ძვლის ტვინში, ექსტრამედულარული ჰემატოპოეზი მიმდინარეობს ღვიძლსა და ელენთაში. ჰემატოლოგიის განყოფილება ხშირ შემთხვევაში მუშაობს ერთობლივად ბევრ სხვადასხვა ბრანჩთან. სპეციალისტები, რომლებთანაც საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ჰემატოლოგები თანამშროომლობენ, არიან: შინაგანი დაავადებების ექიმები, ბიოქიმიკოსები, იმუნოლოგები, პედიატრები, ფიზიოლოგები, ანთროპოლოგები, პათოლოგები და ლაბორატორიის სპეციალისტები. ჰემატოლოგები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა ანლიზებს დაავადების დიაგნოსტირებისთვის, მიღებული შედეგების შედეგად პაციენტებს უნიშნავენ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებს. სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტესტია, რომელიც დეტალურად აჩვენებს ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. უჯრედული სტრუქტურის მიხედვით 3 სხვადასხვა ჯგუფად დაყოფილი სისხლის მაჩვენებლების შემცირება ან მატება, მიუთითებს სხვადასხვა დაავადებაზე. სისხლის უჯრედები შედგება სისხლის წითელი დ ა თეთრი უჯრედებისგან და თრომბოციტებისგან. ერითოციტები, რომელსაც ეწოდება სისხლის წითელი უჯრედები, შეადგენენ სისხლის თითქმის ნახევარს, დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება ანემია, ხოლო მაღალი მაჩვენებელი შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებაზე. ლეიკოციტები, რომელსაც ეწოდება სისხლის თეთრი უჯრედები, ორგანიზმში ასრულებენ დამცველობით როლს მიკრობებისა და მავნე ფაქტორების წინააღმდეგ. ლეიკოციტების რაოდენობის მატება შეიძლება იყოს ინფექციების, იმუნურ სისტემაში წარმოქმნილი დაავადებების ან ისეთი სერიოზული დაავადებების ნიშანი, როგორიცაა ლეიკემია, რომელიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში. სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების უჯრედების მაღალმა ან დაბალმა დონემ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა ინსულტი ან გულის ინფარქტი.
რა დაავადებებს მკურნალობს ჰემატოლოგია?
ჰემატოლოგია, რომელიც ეხება სისხლში წარმოქმნილი დაავადებების დიაგნოზს, მკურნალობას და შემდგომ მონიტორინგს, ძირითადად ორ მიმართულებად იყოფა: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებები. ამ დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია:
ანემია:რომელიც საზოგადოებაში ასევე ცნობილია როგორც სისხლნაკლებობა, არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებით. ანემიის მქონე ადამიანები, რომელიც უმეტესად რკინის დეფიციტის გამო ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ისეთი ჩივილებით, როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა, ქოშინი, ტაქიკარდია, თმის ცვენა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. გამოკვლევების შემდეგ ანემიის მკურნალობა ხდება სისხლში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებით, სწორი კვებითა და საკვები დანამატებით.
ხმელთაშუა ზღვის ანემია:იგივე თალასემია, არის მემკვიდრეობითი დაავადება და საჭიროებს რეგულარულ მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მას აქვს 4 განსხვავებული ფორმა: ძირითადი, შუალედური, მცირე და თალასემია მინიმა. მათ შორის ძირითადი თალასემია არის დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა. ვინაიდან ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება, ჩვეულებრივ ვლინდება ჩვილობის ასაკში. სიმპტომები შეიძლება იყოს: სისუსტე, მოუსვენრობა, მადის დაკარგვა და კანის მნიშვნელოვანი სიფერმკრთალე. ჰემატოლოგები უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ ახდენენ ხმელთაშუა ზღვის ანემიის მართვას, რომელიც საჭიროებს სისხლის რეგულარულ გადასხმას.
ლეიკემია:რომელსაც იწვევს ანომალური ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) დიდი რაოდენობით წარმოქმნა, ცნობილია როგორც სისხლის ან ძვლის ტვინის კიბოს სახელით. ლეიკემია, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში, სერიოზული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინში უჯრედების უკონტროლო და გადაჭარბებული გამრავლებით. იგი გავლენას ახდენს სისხლმბად სისტემაზე და ბავშვების მსგავსად ხშირად შეიძლება გამოვლინდეს 55 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებშიც. უჯრედის ტიპის მიხედვით მიელოიდური ან ლიმფობლასტური ლეიკემიები, პროგრესირების მიხედვით იყოფა მწვავე ან ქრონიკულ ფორმებად. მწვავე ლეიკემია ყველაზე გავრცელებული ფორმაა, სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს. ადვილად შესამჩნევი სიმპტომებია სისხლნაკლებობით გამოწვეული კანის სიფერმკრთალე, ხშირად განმეორებადი ცხელება, მადის დაკარგვა, ტკივილი ან სისხლდენა ღრძილებში და სისხლდენა ცხვირიდან. ამ დაავადების ადრეული დიაგნოზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჰემოფილია:კოაგულაციის დარღვევის სახეობა, იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ვითარდება ორგანიზმში სისხლის შედედების პროცესის დარღვევის შედეგად. ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებს ნებისმიერი დაზიანების დროს ჯანმრთელ პირებთან შედარებით აღენიშნებათ სისხლის შედედების პროცესის გახანგრძლივება. სისხლის შედედების პროცესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც გარეგანი, ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო შინაგანი სისხლდენა.
ლიმფადენოპათია: რაც ორგანიზმის დამცავი სისტემის, ლიმფური კვანძების არანორმალურ გადიდებას ნიშნავს, არის დაავადება, რომელიც შეიძლება სხვა ძირითადი დაავადების შედეგად განვითარდეს. ლიმფადენოპათია შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციებით ან ლიმფოპროლიფერაციული ანუ სიმსივნური დაავადებებით. აღსანიშნავია, რომ ყველა გადიდებული ლიმფური კვანძი არ მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე. ინფექციით გამოწვეული ლიმფადენოპატიის ძირითადი სიმპტოებია: ლიმფური კვანძის პროექციაზე ტკივილი და კანის სიწითლე. თუ ინფექციებითა და დაზიანებებით გამოწვეული ლიმფადენოპათიის მკურნალობა შესაძლებელია ცხელი კომპრესებით ან მედიკამენტოზურად, აუტოიმუნური მიზეზით გამოწვეული ლიმფადენოპათიები ყოველი პაციენტისთვის სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს.

