რა არის ჰეპატოპანკრეატობილიარული (HPB) ქირურგიული განყოფილება?

ღვიძლის, პანკრეასის, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ჰეპატოპანკრეატობილიარული (HPB) ქირურგიული განყოფილება. იგი არის ზოგადი ქირურგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სადაც მუშაობენ ზოგადი ქირურგები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ღვიძლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობაში, ასევე სისხლძარღვთა ქირურგიაში, მიკროქირურგიაში და ქირურგიულ ონკოლოგიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ის ოფიციალურად ჯერ არ არის დადგენილი ზოგადი ქირურგიის ქვესპეციალობად, HPB ქირურგიაში გადამზადებული სპეციალისტები ყოველდღიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. HPB არის ღვიძლის, პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის ლათინური სახელების ინიციალები. ჰეპატოპანკრეატობილიარული დაავადებები არის დაავადებები, რომლებიც გვხვდება ამ ორგანოებში და მათთან დაკავშირებულ სისტემებში.

ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგია ეწოდება ქირურგიულ პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება ამ ორგანოებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა ნაწილში, უშუალოდ ღვიძლთან მდებარეობს ნაღვლის ბუშტი, რომელიც ღვიძლთან დაკავშირებულია სანაღვლე გზებით. ნაღვლის სადინრები, რომელიც სათავეს იღებს ღვიძლიდან, ჯერ უერთდება ნაღვლის ბუშტის სადინარს, შემდეგ პანკრეასის სადინარს და ბოლოს უერთდება თორმეტგოჯა ნაწლავს. ამ ორგანოებსა და სადინრებში განვითარებული დაავადებები საჭმლის მომნელებელ სისტემასთან ერთად გავლენას ახდენს სისხლდენა-კოაგულაციის პროცესებსა და გამომყოფ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დაავადებები განიხილება, როგორც ერთი მთლიანობა.

ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად ალტერნატიული და განსხვავებული მეთოდები გამოიყენება ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდაც. დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკა ხდება გამოსახულებითი მეთოდების დახმარებით. მკურნალობის გეგმის შედგენა ხდება ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად რაც განაპირობებს დადებით დინამიკას და შედეგებს. ღვიძლისა და პანკრეასის გადანერგვის შესაძლებლობამ მკურნალობის პროცესი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.

ამ განყოფილებაში დიაგნოზის დადგენა და მკურნალობა ხდება მულტიდისციპლინური მიდგომით (ერთზე მეტი სამედიცინო განყოფილება ერთად აფასებს მდგომარეობას და იღებს მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს). მედიკანას ჰეპატოპანკრეატობილიარული (HPB) ქირურგიული განყოფილება მუშაობს მრავალ სხვადასხვა განყოფილებასთან კოლაბორაციაში. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეტაპებზე HPB ქირურგია თანამშრომლობს ანესთეზიის, ინფექციური დაავადებების, ინტერვენციული რენტგენოლოგიის, გასტროენტეროლოგია-ჰეპატოლოგიის, კუჭ-ნაწლავის ენდოსკოპიის, პათოლოგიის, სამედიცინო ონკოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მიკროქირურგიის და პლასტიკური ქირურგიის, ბირთვული მედიცინის, დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, რადიაციული ონკოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის ექიმ სპეციალისტებთან, რაც განაპირობებს საუკეთსო შედეგს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტის დ ა პანკრეასის ქირურგის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის სპეციალისტის პროფ. დოქ. ა.ჯემ იბიშის ხელმძღვანელობით მედიკანა ბაჰჩელიევლერის საავადმყოფოში დაარსებული ჰეპატოპანკრეატობილიარული (HPB) ქირურგიის განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო დახმარებას, სიზუსტის, ხარისხის, პრინციპების და საიმედოობის დაცვით.

რა დაავადებებს მკურნალობს ჰეპატოპანკრეატობილიარული (HPB) ქირურგიული განყოფილება?

ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგიის განყოფილებაში ხდება ღვიძლში, პანკრეასში, ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში წარმოქმნილი დაავადებების დიაგნოსტიკა და იგეგმება შესაბამისი მკურნალობა. ღვიძლი, რომელსაც ზოგადად აქვს საკუთარი თავის განახლებისა და განკურნების უნარი, ძირითადი დაავადების გამო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ვერ ასრულებდეს თავის ფუნქციას. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა. ამ შემთხვევაში, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს მკურნალობის ერთადერთი ვარიანტი. HPB ქირურგების უმრავლესობა აქტიურად მუშაობს ამ სფეროში. HPB ქირურგიული განყოფილების ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ღვიძლის დაავადების ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა (მწვავე ან ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კისტები, ღვიძლის კიბო და ა.შ.) და ყველაზე შესაფერისი მკურნალობის მეთოდების შერჩევა და გამოყენება.

ღვიძლის სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. ღვიძლის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა ჰემანგიომა. ხოლო ავთვისებიანი-ჰეპატოცელულარული კიბო (HCC). რიცხვობრივად ღვიძლის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები ღვიძლზე სხვა ორგანოებიდან მეტასტაზებით გავრცელებული სიმსივნეებია. ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაციების გარდა, ასევე გამოიყენება რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ტრანსარტერიული ქიმიოთერაპია, ტრანსარტერიული რადიოთერაპია, რადიოსიხშირული ან მიკროტალღური აბლაციის მეთოდები.

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული ღვიძლის კისტოზური დაავადებაა ღვიძლის ჰიდატიდური კისტა, რომელიც გამოწვეულია Echinococcus granulosus პარაზიტით, რომელიც უმეტესად დაბინძურებული საკვებით ვრცელდება. სწრაფად მზარდი კისტა ზეწოლას ახდენს მიმდებარე ქსოვილებსა და ორგანოებზე, რაც გავლენას ახდენს მათ ფუნქციონირებაზე. კისტის გახეთქვის შემთხვევაში მისი შიგთავსის მუცლის ღრუში ან ნაღვლის სადინარებში ჩაღვრა იწვევს სანაღვლე გზების ობსტრუქციას და სანაღვლე გზების მძიმე ინფექციას (ქოლანგიტი), რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს . ზოგადად, დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა, კათეტერით დრენაჟი ინტერვენციული რადიოლოგიის დახმარებით და ქირურგიული მეთოდები ერთდროულად ან ინდივიდუალურად. ქირურგიული მკურნალობა ტარდება ღია ან ლაპაროსკოპიული (დახურული) მეთოდით ქირურგთა გუნდის გადაწყვეტილებით დაავადების მდგომარეობიდან გამომდინარე.

ნაღვლის ბუშტის კენჭები ნაღვლის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას ქოლელითიაზისაც უწოდებენ. რადგან უმეტეს შემთხვევაში არ ახასიათებს სიმპტომები, ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოჩენა ხშირად შემთხვევით ხდება. ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა არ ნიშნავს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას. ქირურგიული მკურნალობა ძირითადად რეკომენდებულია სიმპტომური ნაღვლის კენჭების მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა შეიძლება ასევე რეკომენდებული იყოს ასიმპტომური ნაღვლის ბუშტის კენჭების მქონე პაციენტებისთვისაც.

"მწვავე ქოლეცისტიტი", რომელიც ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებაა, ერთ-ერთი გავრცელებული ჰეპატობილიარული დაავადებაა. ნაღვლის ბუშტის ანთების ყველაზე გავრცელებული მიზეზია კენჭები (ქოლეცისტოლითიაზი). მაშინ როცა გადაუდებელი ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია დახურული მეთოდით) რეკომენდებულია მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში,როცა ჩივილების დაწყებიდან საავადმყოფოში შეყვანამდე გასულია 72 საათზე ნაკლები, მეორე მიდგომაა ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ჩარევა მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებიდან და შეტევიდან 4-6კვირის გასვლის შემდეგ.

პანკრეასის კიბო კიბოს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გვიან ვლინდება, შესაბამისად იწვევს დიაგნოზის დაგვიანებას, აქვს სწრაფი მიმდინარეობა და ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე, რაც ართულებს ქირურგიულ მკურნალობას და ზოგჯერ მას შეუძლებელსაც ხდის. უიპლის ოპერაციით(პანკრეატოდუოდენექტომია) ხდება პანკრეასის თავის, ღვიძლის გარეთა ნაღვლის სადინარების, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის და ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ნაწილის ამოღება.

ღვიძლის, პანკრეასის, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ხორციელდება ღია და დახურული ქირურგიული მეთოდებით და რადიოლოგიური ჩარევით. აბსცესების, კისტების და ზოგიერთი სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელია სხვა ინტერვენციული მეთოდებით. მედიკანა HPB დაავადებათა განყოფილებებში ხდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

ღვიძლი

    • ღ ვიძლის კიბო
    • ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი)
    • ღვიძლის მეტასტაზები
    • ღვიძლის გაცხიმოვნება/li>
    • ღვიძლის კისტები
    • ღვიძლის აბსცესები
    • ვირუსული ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი)
    • ღვიძლის ჰიდატიდური კისტა
    • ღვიძლის ციროზი
    • ღვიძლის გადანერგვა


პანკრეასი

    • მწვავე პანკრეატიტი
    • ქრონიკული პანკრეატიტი
    • პანკრეასის კიბო
    • პანკრეასის სიმსივნეები, კისტები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი)


ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები

    • ნაღვლის ბუშტის ქვები (ქოლელითიაზი)
    • ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი)
    • ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები
    • სანაღვლე გზების სიმსივნეები
    • სანაღვლე გზების კისტები
    • სანაღვლე გზების სტენოზი
    • სანაღვლე გზების დაზიანებები (ქოლეცისტექტომიის ოპერაციის გამო)


მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით