კბილების გათეთრება არის კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც ტარდება ბუნებრივ კბილებზე, პროცედურის დროს აქტიური ჟანგბადი აღწევს კბილის მინანქარსა და დენტინში და იწვევს ლაქების დაშლას. კბილის ფერის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ჩაის, ყავის, წითელი ღვინის ან თამბაქოს მუდმივმა მოხმარებამ, ბავშვობაში ტეტრაციკლინის ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენებამ, ფტორის გადაჭარბებულმა მიღებამ და მინანქრის დეფექტებმა. ხშირად კბილები ფერს იცვლის ენდოდონტიური მკურნალობის ან ტრავმის შედეგად.
მათეთრებელი ნივთიერება დაიტანება აპარატზე და პაციენტი იმაგრებს მას კბილებზე პრეპარატის კონცენტრაციის მიხედვით რეკომენდებული დროის განმავლობაში (2-4 საათი). პროცედურამდე აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს კბილების სანაცია და მკურნალობის პერიოდში მოერიდოს პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ კბილის ფერის შეცვლას. ოპტიმალური სითეთრე მიიღწევა საშუალოდ 1თვის მანძლზე.
კლინიკაში სტომატოლოგი იყენებს მაღალკონცენტრირებულ მათეთრებელ საშუალებას. ღრძილები იფარება დამცავი ფენით. პროცედურა გრძელდება 45 წუთი და პროცედურების რაოდენობა განისაზღვრება ლაქების ინტენსივობის მიხედვით. ის უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგებს, ვიდრე სახლის პირობებში გათეთრება.
ენდოდონტიური გათეთრება გამოიყენება დევიტალურ(ე.წ.,,მკვდარ’’) კბილებზე, რომლებშიც ჩატარებულია ფესვის არხის მკურნალობა. წინა მეთოდებისგან განსხვავებით, იგი კბილებს შიგნიდან ანათებს. სტომატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული გათეთრება არ აზიანებს მინანქარს. პირიქით, ხდება მისი გათავისუფლება საღებავის მოლეკულებისგან. მომდევნო დღეებში კბილების მომატებული მგრძნობელობა დროებითია. მიღებული სითეთრის შენარჩუნება დამოკიდებულია შემდგომ მოვლაზე. გათეთრებას არ ექვემდებარება დაბჟენილი და ხელოვნური კბილები.