ვინ არის ბავშვის განვითარების კონსულტანტი?
ბავშვთა განვითარების კონსულტანტები არიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და აკვირდებიან ბავშვების გონებრივ, ფიზიკურ და სოციალურ განვითარებას. ბავშვთა განვითარების სპეციალისტები აკვირდებიან ბავშვების ჩვილობის, თამაშის, სკოლისა და მოზარდობის პერიოდს. ისინი რეკომენდაციებს აძლევენ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. გარდა ასაკისა, ბავშვების ქმედებაზე გავლენას ახდენს ოჯახი და გარემოცვა. ბავშვის განვითარების სპეციალისტები ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უზრუნველყოფენ ბავშვის ჯანსაღ განვითარებას.
ბავშვთა განვითარების ექსპერტები კონსულტაციას უწევენ არა მხოლოდ ჯანმრთელ, არამედ სპეციალური საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ბავშვთა განვითარების კონსულტანტები ბავშვებს უწევენ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დახმარებას, არამედ ხელს უწყობენ მათ ფიზიკური უნარების აღდგენასა და განვითარებაში.
ბავშვთა განვითარების კონსულტანტები ასევე ზრუნავენ ბავშვებზე, რომლებიც მკურნალობას გადიან სტაციონარში. ბავშვთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მკურნალობის პროცესში.
ბავშვთა განვითარების კონსულტანტების მიზანია ხელი შეუწყონ ბავშვის სწორ აღზარდას, რათა მათ სრულწლოვანების ასაკში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვთან კომუნიკაცია, არამედ ოჯახის მხარდაჭერაც, დიდი როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს. აუცილებელია ბავშვთან ურთიერთობა, თანმიმდევრული მოქმედება, მისი მოსმენა, ბავშვთან დროის გატარება და რაც მთავარია, ბავშვის მხარდაჭერა მთლიან პროცესში.
ბავშვთა განვითარების კონსულტანტები თავიანთი მოვალეობების ფარგლებში ასევე იყენებენ ინტელექტისა და ყურადღების ტესტებს. გონებრივი შესაძლებლობების ტესტები მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების დონის შესაფასებლად. სკოლის პერიოდში ამ ტესტებს ემატება პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების წარმატებას სკოლაში.
თუ ბავშვი სათამაშო ასაკშია, კონსულტანტები ასევე ეხმარებიან ოჯახებს სათამაშოების არჩევაში, რომლებიც დააჩქარებს ბავშვების განვითარებას და შეასწავლის მათ ახალ უნარებს..
ბავშვების მოზარდობის პერიოდი ბევრ მშობელში იწვევს ღელვას, რადგან ამ დროს იწყება როგორც ქცევითი, ასევე ფიზიკური ცვლილებები. ბავშვთა განვითარების კონსულტანტები აძლევენ რჩევებს მშობლებს. ბავშვთან სწორი ურთიერთობის ცოდნა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როდის უნდა მიმართოთ ბავშვთა განვითარების კონსულტანტს?
თითოეულ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პრობლემები. ოჯახებისა და მასწავლებლების მიერ პრობლემის აღმოჩენის შემდეგ მათ მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარების კონსულტანტების მხარდაჭერა. პრობლემები, რომლის დროსაც საჭირო ხდება ბავშვთა განვითარების სპეციალისტის დახმარება, შემდეგია:
- მიმდინარე ემოციური ან ქცევითი პრობლემები
- ტყუილის თქმისკენ მიდრეკილება
- შიშები
- ძილის პრობლემები
- უნებლიე შარდვა
- ტუალეტის კულტურა
- მეტყველების დაგვიანება
- აგრესიული ქცევა
- სკოლის შიში
- ეჭვიანობა
- თითის წოვა
- აკვიატებები
- ინტროვერსია
- ყურადღების დეფიციტი
- სწავლის უუნარობა
- მეტყველების გაძნელება
- კითხვის ან წერის გაძნელება
- განვითარების შეფერხება
- კვების პრობლემა
- ჰიპერაქტიურობა
- სკოლაში წარუმატებლობა
- დეპრესია
- ნივთიერებაზე დამოკიდებულება
- სიმსუქნე
- გამოცდის შიში
- სოციალური ფობია
- სტრესთან გამკლავების უუნარობა
- ბრაზის კონტროლის უუნარობა
- მადის დაკარგვა
- პროცესის მართვა განსაკუთრებულ სიტუაციებში (განქორწინების, შვილად აყვანის შემდეგ და ა.შ.) განსაკუთრებული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
ბავშვის განვითარების კონსულტანტს უნდა მიმართოთ, როდესაც ბავშვი არის განსაკუთრებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ორივე შემთხვევაში უნდა შემუშავდეს განსხვავებული საგანმანათლებლო რუკა; ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური დახმარება.
მიღებული რეკომენდაციებით შესაძლებელია ზოგიერთი უნარების განვითარება, შეძენა და სწორად წარმართვა. თუ ბავშვს აქვს განსხვავებული ან აღმატებული შესაძლებლობები, ამ უნარებზე შემდგომი მუშაობა უნდა მოხდეს სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ.
ამ პროცესების დროს მიღებული საკონსულტაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფს ბავშვების ჯანსაღად განვითარებას როგორც სულიერად და ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ჯანსაღი გარემო და ურთიერთობები სკოლაში, სოციუმში და ოჯახში, ძალიან დაეხმარება მათ მომავალში.

