რა არის ბავშვთა კარდიოვასკულარული ქირურგია?

ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ბავშვი იბადება გულის თანდაყოლილი დაავადებით. ამ ჩვილების ნახევარზე მეტს მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების წყალობით ეძლევა შანსი მომავალში იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით.
ყოველწლიურად, გულის თანდაყოლილი დაავადებით დაბადებული ბავშვების ნახევარს მაინც სჭირდება გულის ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ გულის თანდაყოლილი პრობლემების მიზეზი ბოლომდე არ არის დადგენილი, ცნობილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგალითად, დედის, მამის ან რომელიმე ნათესავის გულის თანდაყოლილი დაავადება, წამლების უკონტროლო მოხმარება განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ნათესაური ქორწინება, ინფექციური დაავადებები (წითურა), ორსულობის დროს რადიაციული ზემოქმედება, ალკოჰოლის გამოყენება, ორსულობის დროს დედის ჰორმონალური დარღვევები, დედის შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა ტერნერის სინდრომი ან დაუნის სინდრომი, შესაძლოა ასევე იყოს გულის დაავადებების მიზეზი.
ბავშვთა გულის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია, მათი ძირითადი ნაწილის დიაგნოზი დგინდება დაბადების შემდეგ; თუმცა, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, დაავადებების უმეტესობა შეიძლება დადგინდეს ნაყოფის ექოკარდიოგრაფიით ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.

რა დაავადებებს მკურნალობს ბავშვთა კარდიოვასკულარული ქირურგია?

პედიატრიული გულ-სისხლძარღვთა ქირურგია ძირითადად ეხება შემდეგი დაავადებების დიაგნოზს და მკურნალობას:

თანდაყოლილი ციანოზური დაავადებები

  • დიდი სისხლძარღვის ტრანსპოზიცია
  • ტრიკუსპიდური ატრეზია
  • Truncus arteriosus
  • ფალოს ტეტრადა

თანდაყოლილი არაციანოზური დაავადებები

  • წინაგულების ძგიდის დეფექტი
  • ღია არტერიული სადინარი
  • პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი
  • აორტის კოარქტაცია
  • ეიზანმენგერის სინდრომი

გულის შეძენილი დაავადებები

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა
  • მწვავე რევმატული ცხელება (ARF)
  • გულის სარქვლის რევმატული დაავადებები
  • გულის ინფექციური დაავადებები (კარდიტი: ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი)
  • გულის რითმის დარღვევა (არითმიები)

დიაგნოსტიკური მეთოდები ბავშვთა გულის დაავადებებში

ჩვილებსა და ბავშვებში სწორი მკურნალობისთვის ჯერ საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა. ამისათვის ექიმი კრებს ოჯახის ანამნეზს, შემდეგ სინჯავს პაციენტს და თუ საჭიროდ ჩათვლის, დანიშნავს რამდენიმე გამოკვლევას. ხშირად ჩატარებული გამოკვლევეებია:

გულის ელექტროკარდიოგრაფია: გულის ელექტრული აქტივობა გრაფიკულად ასახვა სხეულზე მიმაგრებული ელექტროდების დახმარებით. მისი დახმარებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორიც არის რიტმის და გამტარობის დარღვევა, გულის კედლის გასქელება და ა.შ.

გულის კათეტერიზაცია და ანგიოგრაფია: ამ გამოკვლევით გულის მიერ სისხლის გადატუმბვის შესაფასებლად ხდება წნევის გაზომვა გულის სხვადასხვა უბანზე, ანატომიური პრობლემების, გულის ზომისა და მდებარეობის დადგენა.

ტელეკარდიოგრაფია: ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება გულის ზომის, ფორმის და მისი ღრუების დასათვალიერებლად.

ჰოლტერის ეკგ: ხდება გულის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მკერდზე მიმაგრებული ელექტროდებით. ამ მეთოდს იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა, უეცარი ქოშინი, გულის წასვლა და სხვ.

ექოკარდიოგრაფია: ამ მეთოდით, რომელიც ცნობილია როგორც ECHO, განსაზღვრავენ გულის კამერების ზომას, იკვლევენ გულის სარქველებს, ადგენენ გულისშიდა წნევას, აკვირდებიან გულის კედლის მოძრაობას და შეკუმშვის დროს გამოდევნილი სისხლის რაოდენობას.

ელექტროფიზიოლოგია: გამოიყენება ტაქიკარდიის, გულის წასვლის ან რიტმის დარღვევების დროს, რომელთა მიზეზის დადგენა სხვა მეთოდებით ვერ ხერხდება. ამ პროცედურის დროს კისრის და საზარდულის არეში ვენაში თავსდება წვრილი კათეტერი, რომლის მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო ელექტროდების შეტანა. გულიდან მიღებული სიგნალებით ფასდება გულის გამტარი ფუნქცია.

ფერადი დოპლერის ექოკარდიოგრაფია: ეს არის ულტრაბგერითი ხმის ტალღების დახმარებით გულის ფერადი 2 ან 3D გამოსახულების მიღება. მისი მეშვეობით შეიძლება გაიზომოს გულის კუნთების მდგომარეობა, გულში სისხლის ნაკადის სიჩქარე, გულის სტრუქტურული ანომალიები და წნევა გულის ღრუში. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის გულის მდგომარეობის შესამოწმებლად. სურათი მიიღება მკერდზე მოთავსებული მოწყობილობით, ტრანსდუსერით. დატვირთვის ტესტი: ამ გამოკვლევის დროს გულმკერდზე ელექტროდების დამაგრების პარალელურად ხდება გულის ტევადობის გაზომვა, გულის თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენა, სტრესის და დატვირთვის ქვეშ წარმოქმნილი სიმპტომების აღრიცხვა.

პედიატრიულ კარდიოვასკულარულ განყოფილებაში ჩატარებული ოპერაციები

  • მსხვილი არტერიების ტრანსპოზიცია (TGA)
  • ნორვუდის ოპერაცია
  • როსის ოპერაცია
  • ახალშობილთა დეფექტების კორექციის ოპერაციები
  • ფონტანის პროცედურა
  • სარქველების კორექცია
  • წინაგულების ძგიდის დეფექტის კორექცია

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:57

განახლების თარიღი

12.07.2024 06:57

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით