რა არის ბავშვთა ნეფროლოგია
შარდსასქესო სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტის, თირკმელების რომელიმე მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს დარღვეული ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია მკურნალობით, ოპერაციული ჩარევის გარეშე. პედიატრიული ნეფროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ახორციელებს თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებებით გამოწვეული დისფუნქციის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ასევე ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი და ელექტოლიტური ბალანსის აღდგენისთვის საჭირო მკურნალობას.
რა დაავადებებს მკურნალობს ბავშვთა ნეფროლოგია?
ბავშვთა ნეფროლოგიის განყოფილება პასუხისმგებელია ბავშვებში თირკმელებისა და საშარდე გზების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. თირკმელებსა და საშარდე გზებს (საშარდე სისტემას) აკისრიათ მრავალი ფუნქცია ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ეს არის: ორგანიზმიდან მეტაბოლური ნარჩენების გამოდევნა, ორგანიზმში წყლის, ელექტროლიტების (როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი) და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის უზრუნველყოფა, ასევე აქტიური ვიტამინი D (ძვლის მეტაბოლიზმი) და ერითროპოეტინის (სისხლწარმოქმნისთვის აუცილებელი მასტიმულირებელი ჰორმონი) სინთეზირება. ასევე დიდ როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულირებაში.
თირკმელებისა და საშარდე გზების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს ხდება ამ ფუნქციების შემცირება, დარღვევა ან დაკარგვა. ეს იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვადასხვა ჩივილების განვითარებას. რადგან თირკმელების ფუნქციური რეზერვები უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ამ დისფუნქციის ჩივილად ასახვა დაავადების შემთხვევაში ხდება დაგვიანებით.
თირკმელების დაავადების სიმპტომებს ძალიან მზაკვრული მიმდინარეობა აქვს, მაგრამ როდესაც ხდება თირკმლების მკვეთრი დისფუნქცია,სიმპტომებიც შესამჩნევი ხდება. ამ მიზეზით, კარგად უნდა იყოს გამოკვლეული მიზეზები/ჩივილები, რათა დიაგნოზი და მკურნალობა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის დაკარგვამდე. თირკმელების ფუნქციის ზოგიერთი დაქვეითება შეიძლება იყოს შეუქცევადი პროცესი (დამოკიდებულია გამომწვევზე, მის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე), მაგრამ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია დროული და შესაბამისი მკურნალობით.
ბავშვებში თირკმელების ამ ძირითადი ფუნქციების დარღვევით შესაძლებელია თირკმელების უკმარისობის პრობლემები წარმოიქმნება. ეს შეიძლება მოხდეს ორი ფორმით, მწვავე ან ქრონიკული თირკმლის უკმარისობით. თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზებია:
• დიარეა
• ღებინება
• ორგანიზმის გაუწყლოება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ძლიერი დამწვრობა
• თანდაყოლილი მიზეზები
• გენეტიკური ფაქტორები
• კისტები
• შარდსადენის პრობლემები
• თირკმელების დაზიანება საშარდე გზების ინფექციით.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (CKD) შეიძლება განისაზღვროს, როგორც თირკმლის ფუნქციის შეუქცევადი დაკარგვა, რომელიც ხასიათდება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის (GFR) დაქვეითებით. ვინაიდან თირკმელებს აქვს დიდი ფუნქციური რეზერვი, CKD-ის განვითარებისთვის საჭიროა თირკმლის ფუნქციის შესაძლებლობების ნახევარზე მეტის (ნეფრონების 50%-ზე მეტი) დაკარგვა. ბავშვებში ყოველწლიურად საშუალოდ 0,6-1,6 მილიონ ახალ პაციენტს უსვამენ თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადიის (ESRD) დიაგნოზს. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ყოველწლიურად საშუალოდ 15 წლამდე 4-6 მილიონ ბავშვს ესაჭიროება თირკმლის ჩანაცვლებითი მკურნალობა.
მიმდინარე კვლევებმა აჩვენეს, რომ თირკმლის უმარისობის ბოლოს სტადიის მქონე პაციენტების, რომლებსაც ჭირდებათ დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია, 40% ის განკურნება ან დაავადების განვითარების შეჩერება შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკით და მკურნალობის სწორი მიდგომით. შესაბამისად, ადრეულ დიაგნოზს ,ისევე როგორც სხვა დაავადებებში, დიდი მნიშვნელობა აქვს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით თირკმლის უკმარისობა იყოფა ხუთ ეტაპად. ეს ეტაპობრივი დახარისხება მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდების განსაზღვრაში. ყველა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურის და მკურნალობის დაგეგმვას ახორციელებს პედიატრიული ნეფროლოგიის განყოფილება.
ბავშვთა ნეფროლოგიის განყოფილებაში გამოყენებული მკურნალობის მეთოდები, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მოიცავს ჰემოდიალიზს, პერიტონეალურ დიალიზს, ჰემოფილტრაციას და თირკმლის ტრანსპლანტაციას. თირკმლის დაავადებების დროს ტარდება დიაგნოსტიკური შეფასება და მკურნალობა.
- ჰიპერტენზია
- გლომერულური დაავადებები
- ტუბულოპათიური მიდგომა
- სითხე და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და მკურნალობა
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები
- თრომბოზული მიკროანგიოპათიები
- თირკმლის ვასკულიტური დაავადებები
- შარდსასქესო სისტემის კენჭოვანი დაავადება და ნეფროკალცინოზი
- საშარდე გზების ინფექციები და თირკმლის სტრუქტურული ანომალიები
- თირკმელების კისტოზური დაავადებები
- თირკმელების ქრონიკული დაავადების (CKD) მონიტორინგი
- თირკმლის ჩანაცვლებითი (დამხმარე) თერაპია
- თირკმლის ტრანსპლანტაცია

