რა არის ბავშვთა ქირურგია
ბავშვთა ქირურგია ზოგადი ქირურგიისგან განსხვავებით არის განყოფილება, სადაც 0-16 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს უტარდებათ სხვადასხვა დაავადების დროს საჭირო ქირურგიული მკურნალობა. ბავშვთა ქირურგიის განყოფილებაში მკურნალობენ რესპირატორულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებთან დაკავშირებულ დაავადებებს, გულმკერდის, თავის, კისრის ტრავმას, ენდოკრინულ და გინეკოლოგიურ დარღვევებს. ასეთი განყოფილების დაარსების მიზეზი არის ის, რომ ბავშვებში აუცილებელი ქირურგიული ჩარევის დროს გამოყენებული მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს მოზრდილებში გამოყენებული მეთოდებისგან.
რა დაავადებებს მკურნალობს ბავშვთა ქირურგიის განყოფილება.
ბავშვთა ქირურგია ფართო სფეროა, ვინაიდან იგი მკურნალობს დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. ამ მიზეზით ბავშვთა ქირურგებს ხშირად უწევთ სხვა განყოფილების ექიმებთან ერთობლივი მუშაობა. ამ განყოფილებაში გაერთიანებული დაავადებები დაჯგუფებულია შემდეგნაირად:
1. ბავშვთა სასუნთქი სისტემის დაავადებები
ბავშვებში რესპირატორული სისტემის სხვადასხვა სახის დაავადებები გვხვდება. ტრაქეაში მოხვედრილი უცხო სხეულების მოცილება, სასუნთქი მილის დაავადებები, ფილტვის ინფექციები და სხვა დაავადებები გაერთიანებულია ამ ჯგუფში.
2. თავისა და კისრის ქირურგია
ბავშვებს თავისა და კისრის მიდამოებში ზოგჯერ აღენიშნებათ თანდაყოლილი ან შეძენილი კისტები ან სინუსებთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ტიპის დაავადებებსაც მკურნალობს ბავშვთა ქირურგიული განყოფილება.
3. ბავშვთა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები დაავადებადა ჯგუფია, რომლებიც ხშირად გვხვდება ბავშვებში და შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ეს დაავადებებია კუჭის სტენოზი, ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ანალური ფისტულა ან ბზარი, ჭიპის თიაქარი, საზარდულის თიაქარი, ბუასილი, წყლულები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ღვიძლის ცისტები, პოლიპური სიმსივნეები დ ა ა.შ.
4. ბავშვთა ჰორმონალური დაავადებები.
ბავშვებში ზოგიერთი დაავადება ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ჰორმონალური დარღვევების გამო. ბავშვთა ქირურგიის განყოფილება ახორციელებს საჭირო ქირურგიულ ჩარევას პანკრეასის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს.
5. ბავშვთა სიმსივნეები
დღესდღეობით სიმსივნეები ფართოდ არის გავრცელებული მრავალ ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებში. პედიატრიული ქირურგიის განყოფილება ჩართულია ბავშვებში რბილი ქსოვილების, ფილტვების, სათესლე ჯირკვლების, საკვერცხეების, ლიმფური კვანძების, თირკმელებისა და ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობაში. ამ დაავადებების მკურნალობისას პაციენტის განკურნების მიზნით უპირატესობა ენიჭება ინტერდისციპლინურ მიდგომას.
ახალშობილ ბავშვებში კლოაკის ექსტროფია, გასტროშიზი, ომფალოცელა, ანორექტალური მალფორმაციები, მეკონიუმის ილეუსი, თანდაყოლილი დიაფრაგმის თიაქარი, ინფანტილური ჰიპერტროფიული პილორული სტენოზი, წვრილი ნაწლავის გაუვალობა, შარდის ბუშტის ექსტროფია, საყლაპავის ატრეზია, თორმეტგოჯა ნაწლავის თანდაყოლილი ობსტრუქცია - ეს ის დაავადებებია, რომლის მკურნალობაც ტარდება ასევე პედიატრიული ქირურგიის განყოფილებაში .
სხვა დაავადებები, რომლებიც შედის პედიატრიული ქირურგიის კომპეტენციაში, ჩამოთვლილია ქვემოთ:
- შარდვა პენისის ზედა ან ქვედა ნაწილიდან.
- ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი არ არის ჩასული სათესლე პარკში.
- წინადაცვეთის პროცედურის გამო ან წინადაცვეთამდე განვითარებული ფიმოზი
- მუცლის ტკივილი (აპენდიციტის ჩათვლით)
- მუცლის არეში წარმოქმნილი ანთებები
- გულმკერდის დეფორმაციები
- დაბადებისას მიღებული ტრავმები
- ნებისმიერი სახის ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას (იარაღით მიყენებული ჭრილობა, საგზაო შემთხვევები, დაცემა, დარტყმა და ქსოვილების დაზიანებები)
- ,,დაბმული ენა’’
- ყაბზობა
- ჩიყვი
- თიაქარი
- ჭიპიდან გამონადენი
- ანალური სისხლდენა და სისხლი განავალში
- ზურგის დეფორმაციები
- ყელის შეშუპება და კისრის გამრუდება
- ენდოსკოპიური პროცედურები
- ორგანოთა გადანერგვა

