რა არის გულმკერდის დაავადებები?
გულმკერდის დაავადებების დარგში გაერთიანებულია ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის დაავადებები. განყოფილებაში, სადაც ხდება სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პულმონოლოგები მკურნალობენ ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის ემბოლიას, ალერგიულ დაავადებებს, ძილის დროს განვითარებული სუნთქვის დარღვევას, ტუბერკულოზს, პნევმონიას, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას (COPD) და ნიკოტინზე დამოკიდებულებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მკურნალობის პროცესში პულმონოლოგები მუშაობენ მულტიდისციპლინური მიდგომით და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს იღებენ სხვა განყოფილებებიდან.
გულმკერდის დაავადებათა განყოფილებაში დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მრავალი განსხვავებული დიაგნოსტიკური მეთოდი გამოიყენება, როგორიცაა, ლაბორატორიული ანალიზები, მოწინავე რადიოლოგიური გამოსახულებითი გამოკვლევები, რესპირატორული ფუნქციის ტესტები, ალერგიის ტესტები, დიფუზიური ტესტები. თავის მხრივ, სუნთქვის დარღვევის გამო განვითარებული ძილის დარღვევის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ჩართულია ძილის ლაბორატორია და ბრონქოსკოპიის განყოფილება, სადაც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის უახლესი აპარატურა გამოიყენება.
პულმონოლოგი პირველ რიგში კრებს იმ პაციენტის სრულ ანამნეზს. შემდეგ ის ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს ლაბორატორიული ტესტები და რადიოლოგიური გამოკვლევები. დაავადების დიაგნოსტიკის შემდეგ დგინდება მკურნალობის შესაბამისი მეთოდი და იწყება სტაციონარული ან ამბულატორიული მკურნალობა.
გულმკერდის გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) არის დაავადება, ,რომელიც მოიცავს ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს. იგი ამცირებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს და იწვევს სუნთქვის გაძნელებას ყოველდღიური საქმიანობის დროსაც კი. COPD პროგრესირებადი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ხველას და ნახველს.
ფილტვის კიბო,რომელიც იწვევს ჩივილებს სისხლიანი ნახველის, ქოშინის და გულმკერდის ტკივილის შესახებ. დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული მეთოდები.
ასთმა და ფილტვის ალერგიული დაავადებები, არსებობს ბუნებრივი კავშირი ასთმასა და ფილტვის ალერგიულ დაავადებებსა და ალერგიას შორის. ორგანიზმში ნებისმიერი ალერგენის მოხვედრის საპასუხოდ, რომელსაც იმუნური სისტემა საფრთხედ თვლის, ვითარდება სასუნთქი გზების შევიწროება, ლორწოს სეკრეციის გაზრდა, ხველა და ხიხინი.
ქრონიკული ხველა არის ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირაზე მეტხანს, იწვევს ძილის დარღვევას,დაღლილობას და ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ქრონიკული ხველის მიზეზი, რომელიც ხშირად შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი, დაუყოვნებლად უნდა დადგინდეს და დაიწყოს მკურნალობა.
პნევმონია: ბაქტერიებითვირუსებით ან სოკოებით გამოწვეული ფილტვების ინფექცია ცნობილია როგორც პნევმონია. ინფექციური პროცესი მოიცავს ჰაერით სავსე ბუშტუკებს, რომლებსაც ალვეოლებს უწოდებენ, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. პნევმონია, რომელიც ვლინდება ცხელებით, ხველებით, ოფლიანობით, გულმკერდის ტკივილით, შემცივნებით და სუნთქვის გაძნელებითაც კი, საჭიროებს დაუყოვნებლად მკურნალობას.
ფილტვის კოლაფსი (პნევმოთორაქსი)სხვა დაავადების შედეგად ან სამედიცინო ჩარევის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაუდგენელი მიზეზით შეიძლება განვითარდეს. დაავადება, რომელიც იწვევს გულმკერდის ტკივილის სიმპტომებს, ხველას და სუნთქვის გაძნელებას, საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
ფილტვის ემბოლია, ორგანიზმში სხვადასხვა ადგილას წარმოქმნილმა თრომბმა შეიძლება სისხლის მეშვეობით ფილტვებამდე მიაღწიოს და ფილტვის მთავარ არტერიასთან ერთად გამოიწვიოს სხვა სისხლძარღვების დახშობაც. ამ შემთხვევაში ვლინდება გულმკერდის ტკივილი, ოფლიანობა, ტაქიკარდია, სისხლიანი ნახველი და სუნთქვის გაძნელება.
სარკოიდოზი,არის სისტემური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმუნური სისტემის არასწორი ფუნქციონირებით და აზიანებს გულს, ღვიძლს, ელენთას, ტვინს, თვალებს, ლიმფურ კვანძებს და განსაკუთრებით ფილტვებს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზები, ფილტვის რენტგენი და ფილტვის ტომოგრაფია.
პლევრიტი,არის სხვადასხვა მიზეზით ფილტვის გარსებს შორის სივრცეში საჭიროზე მეტი სითხის დაგროვება. პლევრიტი უნდა ჩაითვალოს სხვა დაავადების სიმპტომად და არა ცალკეულ დაავადებად. იგი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ტუბერკულოზი, ფილტვის კიბო, პლევრის კიბო, ფილტვის აბსცესი და პნევმონია.
თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები და თავის დანებების მეთოდები:მიუხედავად იმისა, რომ მოწევა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი მთავარი სამიზნე არის ფილტვები. ამ მიზეზით, მოწევით გამოწვეულ დაავადებებს მკურნალობენ გულმკერდის დაავადებების განყოფილებაში. მეორეს მხრივ, მოწევაზე დამოკიდებულების მქონე პირებს სთვაზობენ თავის დანებების მეთოდებს და პაციენტის სურვილის შემთხვევაში იწყება მკურნალობის პროცესი.
ძილის აპნოე, ძილის აპნოე ნიშნავს, რომ ძილის დროს სუნთქვა ჩერდება. სიმპტომები, როგორიცაა დღისით გაზრდილი ძილიანობა და ხვრინვა, ძილის დარღვევის გავრცელებული სიმპტომებია. ზუსტი დიაგნოზისთვის პაციენტს აკვირდებიან ძილის ლაბორატორიაში ღამით ძილის დროს. ელექტროკარდიოგრაფიით, ელექტროენცეფალოგრაფიით და ელექტრომიოგრაფიით აღირიცხება პაციენტის სუნთქვა, ძილის ეტაპები, ჰაერის ნაკადი, აგზნება და სატურაცია. ამრიგად, დგინდება აპნოეს არსებობა, სიხშირე, ხანგრძლივობა და მისი გავლენა ორგანიზმის ზოგად ფუნქციებზე.
რა დაავადებებს მკურნალობს გულმკერდის დაავადებების განყოფილება?
გულმკერდის დაავადებების განყოფილება გთავაზობთ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ფილტვის და რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მათგან ძირითადი დაავადებებია:
- სასუნთქი გზების ინფექციები
- მწვავე ინფექციები (ბრონქიტი, გრიპი, სურდო, გაციება, ტრაქეიტი)
- ქრონიკული ინფექციები (ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი)
- ალერგიის ტესტები
- ასთმის დიაგნოზი, შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა
- ფქოდ
- ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- მოწევის საწინააღმდეგო პროგრამები
- ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები

