რა არის გულმკერდის ქირურგია?
გულმკერდის ქირურგიის განყოფილება არის მედიცინის დარგი, რომელიც ახდენს დიაგნოსტიკას და მკურნალობს ყელიდან მუცლის ზედა საზღვრამდე განლაგებული ორგანოების დაავადებებს, სარძევე ჯირკვლების და გულის გარდა. გულმკერდის ქირურგიის სპეციალისტის მუშაობის სფეროა სასუნთქი მილით დაწყებული, საყლაპავის, შუასაყრის, ფილტვის, გულმკერდის კედლის და მათთან დაკავშირებული დაავადებები. ამ დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ქირურგიულ მანიპულაციებს ახორციელებენ გულმკერდის ქირურგები.
რა დაავადებებს მკურნალობს გულმკერდის ქირურგია?
არსებობს გულმკერდის ორგანოების მრავალი თანდაყოლილი ან ფუნქციური დაავადება, რომელიც შედის გულმკერდის ქირურგიის კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის ყველაზე ხშირია ფილტვის და მასთან დაკავშირებული ორგანოების დაავადებები. ზოგიერთი მათგანი:
- ფილტვის კიბო
- გულმკერდის კედლის კიბო
- ტრაქეის სიმსივნეები
- ფილტვებში სითხის დაგროვება
- ფილტვის გარსის ანთებები
- პნევმოთორაქსი
- შუასაყრის სიმსივნეები
- საყლაპავის დაავადებები
- ფილტვის ტუბერკულოზი
- ფილტვის სოკო
- ემფიზემა
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები (COPD)
- თორაქსის (გულმკერდის ყაფაზის) ტრავმები
- ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
- შეიძლება ჩაითვალოს გულმკერდის თანდაყოლილი დაავადებები.
- ფილტვების ოპერაციები
- ტრაქეის ოპერაციები
- საყლაპავის ოპერაციები
- შუასაყრის ოპერაციები
- ფილტვის მოცულობის შემცირების ოპერაციები.
- ტრაქეალური სტენდები
- VATS (ვიდეოთორაქოსკოპია)
- გულმკერდის ყაფაზის ოპერაციები. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა ქირურგიული პროცედურების ჩატარება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ესენია:
დღესდღეობით ტექნოლოგიების განვითარების გამო გულმკერდის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები მრავალფეროვანია. სწორი დიაგნოზი მნიშვნელოვანია გულმკერდის ქირურგიის სფეროში შემავალი ისეთი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ნეკნი, ფილტვები, ტრაქეა და საყლაპავი. დიაგნოზის დასადგენად ტარდება მრავალი გამოკვლევა და ანალიზი. სისხლის და შარდის ანალიზები, გამოსახულებითი გამოკვლევები(MRT, ულტრაბგერითი, ფილტვის რენტგენი, ტომოგრაფია) და ბიოფსია. ამ ანალიზებისა და გამოკვლევების შედეგად დგინდება ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, რომელიც ძირითადა მედიკამენტოზურ მკურნალობასთან კომბინაციაში გამოიყენება. ოპერაციების უმეტესობა ტარდება რობოტული და მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ტექნიკის გამოყენებით. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:
ფილტვიდან, სასუნთქი მილიდან, საყლაპავიდან, შუასაყრიდან სიმსივნური უჯრედების მოცილება, საყლაპავის სტენოზის მკურნალობა სტენტის გამოყენებით, თანდაყოლილი ან შემდგომი ტრავმით გამოწვეული ნეკნების პრობლემების მკურნალობა NUSS ტექნიკით, ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობა ფილტვის ინფიცირებული ზედაპირის მოცილებით, ემფიზემით დაავადებულებში მოცულობის შემცირების ოპერაციები, ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) მკურნალობა EPS მეთოდით, პნევმოთორაქსის ოპერაციები და გულმკერდის დაზიანების გადაუდებელი ჩარევები. გულმკერდის ქირურგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება რიგი ტექნიკები:
ბრონქოსკოპია:მოქნილი და ხისტი ბრონქოსკოპია ტარდება ბრონქული სისტემის და ტრაქეის დაავადებების და სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
მედიანოსკოპია:ტარდება ფილტვებში და ლიმფურ კვანძებში სიმსივნის დიაგნოსტიკისა და სტადიის დადგენის მიზნით.
თორაკოტომია:გულმკერდის ყაფაზის გახსნა.
ლობექტომია:დაავადებული უბნის ნაწილის მოცილება.
პნევმონექტომია:ეს არის სიმსივნისგან გასათავისუფლებლად ფილტვის ერთი მხარის ამოღების პროცედურა.
გულმკერდის ქირურგიის სფეროში ჩატარებული ოპერაციების უმეტესობა დღეს ტარდება დახურული ქირურგიის ტექნიკით. ღია ტექნიკით ოპერაციებს უკვე ნაკლებად ენიჭება უპირატესობა. VATS (ვიდეოთორაკოსკოპიული) მეთოდით ღია ოპერაციები ჩანაცვლდა დახურულით . ამ მეთოდების უპირატესობებია ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციის და რეაბილიტაციის პერიოდი, ნაკლები ჭრილობები.
ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს,ფილტვების ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო წლებში კიბოს შემთხვევებს შორის ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა. ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მკურნალობის ეფექტურობაზე. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებისა და ტექნოლოგიების დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსს. გარდა იმისა, რომ გენეტიკური მიდრეკილება ფილტვის და პლევრის კიბოს შემთხვევების ზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველაზე დიდი მიზეზი მაინც თამბაქოს ჭარბი მოხმარებაა. გულმკერდის დაავადებების განყოფილებაში, რომელიც ჩვენი საავადმყოფოების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული განყოფილებაა, პაციენტების უმრავლესობას აწუხებს ნიკოტინის ჭარბი მოხმარების გამო განვითარებული ფილტვების უკმარისობა. ფილტვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა მოხდეს ნებისმიერი მიზეზის აღმოფხვრა, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ფილტვებს, შესაძლო დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის კი გულმკერდის დაავადებების განყოფილებაში პერიოდული გამოკვლევების ჩატარება.

