ადამიანის ორგანიზმი უნიკალური სისტემაა. ამ უნიკალური სისტემის საძირკვლის ქვები კი არის საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, რესპირატორული, გამომყოფი და სისხლის მიმოქცევის სისტემები. სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელსაც ასევე უწოდებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ორგანიზმში ანაწილებს საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს, რომლებიც აუცილებელია ორგანოების ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისთვის. დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით მეოთხედი მილიონი ადამიანი განიცდის გულის შეტევას და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. კარდიოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
რა დაავადებები უკავშირდება კარდიოლოგიას?
მაღალი არტერიული წნევა, კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა (კორონარული) დაავადებები, გულის სარქველების დაავადებები, გულის უკმარისობა, რიტმის დარღვევები და ლიპიდური დარღვევები არის გულ-სისხლძარღვთა ძირითადი დაავადებები, რომლებიც შედის კარდიოლოგიის დარგში.
რა ჩივილებით შეიძლება მიმართოთ კარდიოლოგიურ ამბულატორიას?
არტერიული წნევის პრობლემები, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში, მკლავებისა და ფეხების ტკივილი, შეშუპება, ტაქიკარდია, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა და გულისწასვლა შეიძლება ჩაითვალოს კარდიოლოგიურ ამბულატორიულ კლინიკებში მიმართვისას დაფიქსირებულ ყველაზე გავრცელებულ ჩივილებად.
რა გამოკვლევები ტარდება კარდიოლოგიურ ამბულატორიულ კლინიკაში?
კარდიოლოგი პაციენტის ჩივილების, გამოკვლევისა და სხვადასხვა ანალიზების შედეგების მიხედვით სვამს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. ამ გამოკვლევებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება სისხლის ანალიზები, ეკგ, ექოკარდიოგრაფია (ECHO), დატვირთვის ტესტი, ფილტვის რენტგენოგრაფია, მიოკარდიუმის პერფუზიის სცინტიგრაფია, რიტმის და არტერიული წნევის ჰოლტერი, Event Recorder-ი, გულის MRT, KT კორონაროგრაფია და კორონაროგრაფია.
ეკგ : არის სხეულზე მიმაგრებული ელექტროდების საშუალებით გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაცია და გრძელდება დაახლოებით 5 წუთი. ეს არის მარტივი და სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია მრავალი დაავადების შესახებ, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სტენოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და პერიკარდიუმის დაავადებები.
რითმის ჰოლტერი : ჰოლტერის აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც პაციენტის სხეულზე დამაგრებული ელექტროდებით იწერს გულისცემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ძირითადად ჩაწერა ხდება 24საათის მანძილზე, მაგრამ არსებობს უფრო ხანგრძლივი ჩაწერის პროგრამებიც. ეს არის მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რომელიც გამოიყენება რითმის დარღვევების გამოსავლენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტაქიკარდია, გულისწასვლა და ინსულტი.
არტერიული წნევის ჰოლტერი : ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი დროის მანძილზე არტერიული წნევის მაჩვენებლების ჩასაწერად მკლავზე მიმაგრებული არტერიული წნევის საზომი მანჟეტით. ძირითადად კეთდება 24 საათიანი ჩანაწერები. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაგნოსტიკური მიზნებისთვის ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში, ან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. ,,თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის’’ მქონე ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ ჰიპერტენზიული დაავადება მაგრამ საავადმყოფოს გარემოში აქვთ არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი, დიაგნოზის დადგენა ხდება ამ მეთოდით.
Event Recorder-ი : ამ მოწყობილობას პაციენტები თან ატარებენ დიდი ხნის განმავლობაში, ჩივილის დროს იდებენ გულზე, რა დროსაც აპარატი ახდენს რითმის ჩაწერას. ეს გამოკვლევა მიზანშეწონილია პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჩივილები ყოველდღე, რის გამოც ვერ მოხდა რითმის დარღვევის დაფიქსირება ჰოლტერის აპარატით.
ექოკარდიოგრაფია (ECHO) : ეს არის გულის გამოკვლევა ულტრაბგერითი მეთოდით, რომლის საშუალებითაც შეიძლება გამოვლინდეს გულის მრავალი თანდაყოლილი ან შეძენილი ანატომიური დარღვევა, როგორიცაა გულის სარქველების დაავადებები, შეკუმშვის პრობლემები, პერიკარდიუმის, გულის კუნთის დაავადებები და დიდი სისხლძარღვების პრობლემები, როგორიცაა აორტა. ეს გამოკვლევა, რომელიც არ შეიცავს რადიაციას, ტარდება კარდიოლოგების მიერ და გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი.
დატვირთვის ტესტი : ეს ტესტი გულისხმობს გულის მუშაობის შეფასებას დოზირებული ფიზიკური დატვირთვის დროს, რა დროსაც პარალელურად მიმდინარეობს ეკგ-ს ჩაწერა. ამ გამოკვლევის საშუალებით პაციენტის ასაკის შესაბამისი გულისცემის სიხშირის გამოწვევით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, რომლებიც არ იწვევენ სიმპტომებს მოსვენებულ მდგომარეობაში. ასევე ხდება გულის სარქვლის ან ფილტვების დაავადებების დიაგნოსტიკა. გამოკვლევას სჭირდება დაახლოებით 15წთ.
მიოკარდიუმის პერფუზიის სცინტიგრაფია : ეს არის ტესტი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა დატვირთვის ტესტი არასაკმარისია, ან პაციენტებში, რომლებზეც შეუძლებელია სტრესის ეკგ-ს ჩატარება ორთოპედიული პრობლემების, ეკგ-ზე ზოგიერთი დარღვევის, გულის სარქვლის ზოგიერთი დაავადების გამო და ა.შ. ის ასევე შეიძლება ჩატარდეს სისხლძარღვთა სტენოზის მქონე ზოგიერთ პაციენტში სტენოზის არეში იშემიის არსებობის ან გულის შეკუმშვის სიხშირის დასადგენად. გამოკვლევა ტარდება ბირთვული მედიცინის ცენტრებში რადიოაქტიური მასალის გამოყენებით. ეს არის ტესტი, რომელიც ახდენს მოსვენების მდგომარეობაში და ვარჯიშით ან მედიკამენტებით გულის დაღლის შემდეგ აღებული გამოსახულებების შედარებას. იგი გვაწვდის სანდო ინფორმაცია გულის სისხლძარღვებში სტენოზის შესახებ. ტესტირების დრო დაახლოებით 3-4 საათია.
კორონარული KT ანგიოგრაფია : ეს არის კორონაროგრაფიის პროცედურა კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად, რომელიც დაახლოებით 5წუთს გრძელდება. კონტრასტული მასალის გამოყენებით ჩატარებული ტესტით ძალიან მოკლე დროში მაღალი სიზუსტით ხდება გულის სისხლძარღვების სტენოზის გამოვლენა. ამ მეთოდით სტენოზის მკურნალობა შეუძლებელია, ეს მხოლოდ დიაგნოსტიკური მეთოდია.
კორონარული ანგიოგრაფია : ეს არის ოქროს სტანდარტად აღიარებული მეთოდი გულ-სისხლძარღვთა სტენოზის დასადგენად. მაჯის ან საზარდულის არედან კონტრასტული მასალის შეყვანის გზით ხდება სისხლძარღვების გამოსახულების მიღება და გრძელდება დაახლოებით 30წუთი. ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით სპეციალურ საოპერაციოში, სადაც განთავსებულია ანგიოგრაფიული მოწყობილობა. კორონაროგრაფიით ხდება სისხლძარღვებში სტენოზის ადგილისა და ხარისხის განსაზღვრა. სტენოზის გამოვლენის შემთხვევაში იგივე პროცედურაში შესაძლებელია მკურნალობისთვის სტენტირების ჩატარება . არსებობს გარკვეული განსხვავებები მაჯის და საზარდულის არედან შესრულებულ ანგიოგრაფიას შორის. მაჯის არედან ჩატარებული პროცედურა პაციენტისთვის უფრო კომფორტულია, არ არის საჭირო წონით(ქვიშის ტომარა) ზურგზე წოლა, პაციენტი უფრო ადრე დგება და გართულებების რისკი, როგორიცაა სისხლდენა-სისხლჩაქცევა და ა.შ. ნაკლებია. მაგრამ ზოგ შემთხვევაში იმის გამო, რომ საზარდულის ვენა უფრო დიდი ვენაა, პროცედურის ჩატარება შეიძლება საჭირო გახდეს საზარდულიდან.

