თქვენ არ გახვიდეთ სახლიდან, ჩვენ მოვალთ თქვენთან.

სახლში მოვლის სერვისებით მედიკანა ყოველთვის თქვენს გვერდითაა.
ჩვენ თქვენთან მოგვაქვს თქვენთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისი.
მედიკანა სახლის მოვლის სერვისებით თქვენთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების სახლში მოტანით ჩვენ ვამარტივებთ თქვენს ცხოვრებას.

რას მოიცავს მედიკანა სახლის მოვლის სერვისები:

ჩვენი სახლის მოვლის სერვისებია:

  • პოსტოპერაციული მოვლა
  • ხანდაზმული პაციენტების მოვლა
  • გამოკვლევები სახლში
  • სახლის ლაბორატორიის (e-Lab) მომსახურება
  • კულტურების ანალიზი (ყელის ნაცხის, შარდის კულტურები და ა.შ.)
  • ბიოქიმიური ანალიზები
  • სისხლის ანალიზი
  • ეკგ
  • სახლის Covid 19 ტესტი (PCR, Igg, Igm)
  • ჭრილობის დამუშავება/გადახვევა
  • სახლში ექიმის მომსახურება
  • სახლში ექთნის მომსახურება
  • სახლში ბავშვის მოვლის სერვისი
  • სახლში ხანდაზმულთა მოვლის სერვისი


სახლში ექიმის მომსახურება

სახლში მოვლის ექიმი სინჯავს პაციენტს სახლში, უნიშნავს აუცილებელ გამოკვლევებს, გეგმავს და ატარებს მკურნალობას.
ექიმის მიერ მოთხოვნილი ტესტები ტარდება სახლში გამოცდილი ექთნების მიერ.
როდესაც ტესტის შედეგები ცნობილი გახდება, დეტალურად განიხილება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასწრაფოდ შემუშავდება თქვენი მწვავე სამედიცინო პრობლემის მოგვარების გზები, თქვენი ქრონიკული დაავადებების მეთვალყურეობისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილება თქვენთან ერთად.
ჩვენს სახლში მოვლის ექიმს თქვენი ზარის საფუძველზე ასევე შეუძლია უზრუნველყოს სხვა ექიმების ვიზიტები თქვენს სახლში.
გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ის თქვენს ჯანმრთელობასა და ქრონიკულ დაავადებებზე მუდმივი დაკვირვებით, ექიმების რეგულარული ვიზიტებით, თქვენი დაავადებების ადრეული გამოვლენით და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარებით აუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.

სახლში საექთნო მომსახურება

  • ჩვენ გთავაზობთ სახლში საექთნო მომსახურებას გამოცდილი ექთნების დახმარებით. სახლში გამოკვლევის შედეგად საჭირო მკურნალობის უზრუნველყოფის გარდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში გთავაზობთ 24-საათიან საექთნო მომსახურებას.
  • ინექციები (SC, IM, IV)
  • ვენაში ინექცია
  • სისხლის აღება
  • ჭრილობის გადახვევა
  • ნაწოლის მოვლა
  • ვენაში გადასხმა
  • ვაქცინაცია
  • რილობის მოვლა სახლში
  • ეკგ


სახლში ბავშვის მოვლის სერვისი

  • დედას აწვდის ინფორმაციას ძუძუთი კვების ტექნიკის შესახებ.
  • აკვირდება სიყვითლის არსებოობა/არარსებობას
  • ადგენს ბავშვის წონას
  • ამოწმებს ბავშვის კანის ფერს, პირის ღრუს და მუცელს
  • მშობლებს უზიარებს საჭირო ცოდნას (ძუძუთი კვების ტექნიკა, აირებისგან გათავისუფლების ტექნიკა, საფენის გამოცვლა, ჭიპის მოვლა, ახალ შობილის ბანაობის ტექნიკა, რძის გამოწველა და შენახვა, ბავშვის ჩაცმა და ოთახის ტემპერატურა, თვალის ცხვირისა და ფრჩხილების მოვლა, ბავშვის დაჭერის პოზიციები)


მედიკანას სახლში მოვლის პაკეტები

გულსისხლძარღვთა ოპერაციის შემდეგ სახლში მოვლის პაკეტი
გულსისხლძარღვთა ოპერაციის შემდეგ სახლში მოვლის პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ პოსტოპერაციულ პერიოდში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე დაგიბრუნოთ ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი გამოკვლევის შედეგების საფუძველზე აკვირდება გამოჯანმრთელების პროცესის მიმდინარეობას და გეგმავს მკურნალობის შემდეგ ნაბიჯს. 10 დღეში 5-ჯერ ჭრილობის დამუშავება და გადახვევა, სუნთქვითი ვარჯიშები, სისხლის შედედების უნარის განსაზღვრა

პოსტოპერაციული მოვლის პაკეტი

ჩვენი პოსტოპერაციული სახლში მოვლის პაკეტი შეიქმნა იმისთვის, რომ დაგეხმაროთ იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ პოსტოპერაციულ პერიოდში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ თქვენი ჯანმრთელობა სრულყოფილი მოვლისა და მკურნალობის უზრუნველყოფით. ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი გამოკვლევის შედეგების საფუძველზე აკვირდება გამოჯანმრთელების პროცესის მიმდინარეობას და გეგმავს მკურნალობის შემდეგ ნაბიჯს. ჩვენ გთავაზობთ ჭრილობის მოვლის სერვისს სახლში, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის რისკი, ქსოვილების შემდგომი დაკარგვა, უზრუნველვყოთ ქსოვილის რეგენერაცია და მივაღწიოთ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

მშობიარობის შემდგომი დედის და ჩვილის პაკეტი

თქვენს პატარასთან თანაცხოვრების ისტორია სახლში იწყება. პირველ დღეებში ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და იცვლება. პირველი დღეები არის არა მხოლოდ ახალშობილის სამყაროსთან ადაპტაციის, არამედ მთელი ოჯახის ახალ ცხოვრებასთან შეგუების პერიოდი, რომელიც გამოწვეულია ახალი წევრის შემატებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდი პროფესიონალური მხარდაჭერით უფრო კომფორტულად გაიაროთ.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით