რა არის უროლოგია?
უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცის და ქალის რეპროდუქციულ და საშარდე სისტემებს. ის ახორციელებს იმ დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რომლებიც დაკავშირებულია შარდ-სასქესო ორგანოებთან, როგორიცაა: თირკმელები, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთები, შარდსადენი, პენისი, სათესლე ჯირკვლები, სკროტუმი და პროსტატის ჯირკვალი. უროლოგია მოიცავს როგორც საშარდე გზების ინფექციურ დაავადებებს, ასევე საშარდე სისტემაზე ქირურგიულ ჩარევებს. რეპროდუქციული სისტემისა და საშარდე გზების დაავაედებებს ეწოდება „უროგენიტალური დაავადებები“.
უროლოგიურ განყოფილებაში შედის მამაკაცებში გავრცელებული რეპროდუქციული და გამომყოფი სისტემის დაავადებები, ქალებში ის ძირითადად გამომყოფი სისტემის დაავადებებს ეხება. ვინაიდან ქალის რეპროდუქციული და გამომყოფი სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია ,ამიტომ უროლოგი მუშაობს გინეკოლოგთან ერთად.
უროლოგია იყოფა ქვეგანყოფილებებად: ანდროლოგია, პედიატრიული უროლოგია, ქალთა უროლოგია, ნეიროუროლოგია, ენდოუროლოგია და უროონკოლოგია.
ანდროლოგია:
არის უროლოგიის ერთ-ერთი ქვეგანყოფილება, რომელიც შეისწავლის სექსუალურ დისფუნქციებს. ქალისა და მამაკაცის სექსუალური პრობლემები და მამაკაცებში უნაყოფობა გავრცელებული დაავადებებია. ასეთი დარღვევების დროს ტარდება ანატომიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევები. ყველაზე გავრცელებული ჩივილები ამ სფეროში არის სექსუალური დისფუნქცია, ტკივილი რეპროდუქციულ ორგანოებში, პენისის პათოლოგიები და მამაკაცის უნაყოფობა. ჰორმონალური დარღვევებით მიმდინარე დაავადებებში მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგთან და ფსიქიატრიასთან ერთად. მამაკაცის უნაყოფობის დროს გამოსავალი არის ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა.
პედიატრიული უროლოგია:
ეს არის ქვეგანყოფილება, რომელიც შეისწავლის უროლოგიურ დაავადებებს ბავშვებში. ბავშვებში ამ ტიპის დაავადებებმა შესაძლოა სიმპტომები საკმაოდ გვიან გამოავლინოს. თუმცა, ბოლო წლებში განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ულტრაბგერით ნაყოფის პათოლოგიების გამოკვლევა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ხდება და მკურნალობის პროცესი იწყება ჩვილის დაბადებისთანავე. გარდა ამისა, საშარდე სისტემის პრობლემები, სქესის გაურკვევლობა ან გენიტალური ორგანოების შეშუპება, რომელიც შეიძლება მოხდეს ახალშობილებში ან შემდეგ,ხშირი შარდვა, ტკივილი თირკმლებში, არასწორი წინადაცვეთა და შარდის შეუკავებლობა პედიატრიული უროლოგიის სფეროს მიეკუთვნება.
ქალთა უროლოგია:
ეს არის ქვეგანყოფილება, რომელშიც გაერთიანებულია ასევე უროგინეკოლოგია. მკურნალობენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა მენჯის ორგანოების პროლაფსი, შარდის შეუკავებლობა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი. ეს დაავადებები 20-დან 70 წლამდე ასაკის ქალების 60%-ს აღენიშნება. ვინაიდან დაავადების გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია, მკურნალობის მეთოდების შერჩევაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება.
ნეიროუროლოგია:
ეს არის ქვეგანყოფილება, რომელიც იკვლევს შარდის გამოყოფის პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინის, ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვების პათოლოგიებით. მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, რომლებიც მიმინარეობს ღამით გამოხატული შარდვის პრობლემებისა და გახშირებული შარდვის მსგავსი ჩივილებით.
ენდოუროლოგია:
ეს არის ქვეგანყოფილება, რომელიც ეხება საშარდე გზებსა და თირკმელებში წარმოქმნილი კენჭების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მკურნალობა მრავალფეროვანია ქვების ზომისა და რაოდენობის მიხედვით.
უროონკოლოგია:
ეს არის ქვედარგი, რომელიც ეხება უროლოგიური ორგანოების, შარდის ბუშტის, თირკმელების, პროსტატის ან სათესლე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობას.ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობის შედეგები დადებითია. შარდსასქესო სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში, როგორიცაა სისხლი შარდში, შეშუპება საკვერცხეებში თუნდაც უმტკივნეულო, და ტკივილი მუცლის ღრუში, აუცილებელია მიმართოთ უროლოგს.
უროლოგიური გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები
უროლოგიური პრობლემების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება და შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული გამოკვლევები დაავადების უფრო დეტალურად შესასწავლად. ჩატარებული ძირითადი გამოკვლევებია:
- MRT ან KT სკანირება დაავადების ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად,
- ულტრაბგერითი (დოპლერული USG, ტრანსრექტალური USG, საშარდე სისტემის USG),
- შარდის ანალიზი ინფექციის გამოსარიცხად,
- შარდის ბუშტის ცისტოგრამა გადაღებული რენტგენის დახმარებით,
- ცისტოსკოპის გამოყენება აუცილებელია საშარდე გზების ვიზუალიზაციისთვის,
- უროდინამიკური ტესტები, რომლებიც საჭიროა შარდის ბუშტის შიდა წნევისა და მოცულობის გაზომვისთვის,
- ცისტოურეთროგრაფია (VCUG),
- ბიოფსია კიბოს გამოსარიცხად
- სისხლის ანალიზი,
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) ტესტი,
- სპერმის ანალიზი,
- შარდის ნაკადის ტესტი,
- რექტალური გამოკვლევა.
აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემდე, მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ოპერაციული ტექნიკები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება პაციენტების მკურნალობაში, შემდეგია:
- კლასიკური ოპერაციები (თირკმელების, შარდის ბუშტის, საშარდე გზების, პროსტატის, სათესლე ჯირკვლის დაავადებებში),
- პერკუტანული ნეფროსტომია (თირკმლის ქვები)
- პროსტატის რადიკალური ოპერაციები
- ლაპაროსკოპიული ოპერაციები,
- ენდოსკოპიური ოპერაციები,
- მიკროსკოპული ოპერაციები (უშვილობის მკურნალობა),
- მიკრო ვარიკოცელექტომია.
რა დაავადებებს მკურნალობს უროლოგია?
უროლოგია არის ქირურგიული სპეციალობა, რომელიც ეხება ქალებში, ბავშვებში და მამაკაცებში საშარდე სისტემისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
რა დაავადებებს მკურნალობს უროლოგია მამაკაცებში?
- თირკმელების, პენისის, სათესლე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, თირკმელზედა ჯირკვლის და პროსტატის ჯირკვლის კიბო,
- უნაყოფობა,
- თირკმლის ქვები,
- თირკმელების დაავადებები,
- პროსტატიტი (პროსტატის ჯირკვლის ანთება),
- პროსტატის ჯირკვლის გადიდება,
- საშარდე გზების ინფექციები (UTIs),
- გაფართოებული ვენები ან ვარიკოზული ვენები სკროტუმში,
- ნაადრევი ეაკულაცია,
- იმპოტენცია,
- ტკივილი სათესლე ჯირკვლებში
რას დაავადებებს მკურნალობს უროლოგია ქალებში?
- შარდის ბუშტის, თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლის კიბო,
- ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი,
- შარდის ბუშტის ჩამოსვლა საშოში ან შარდის ბუშტის პროლაფსი,
- თირკმლის ქვები,
- ინტერსტიციული ცისტიტი,
- საშარდე გზების ინფექციები (UTIs),
- შარდის შეუკავებლობა
რა დაავადებებს მკურნალობს უროლოგია ბავშვებში?
- შარდის შეუკავებლობა,
- საშარდე გზების ანატომიური პრობლემები და ობსტრუქციები,
- კრიპტორქიზმი
- ჩუჩის შეშუპება და/ან სიწითლე,
- პენისის დაავადებები

