რა არის შინაგანი მედიცინა?

დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და უახლესი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია მრავალი დაავადების მკურნალობა მათ პროგრესირებამდე. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ლაბორატორიული გამოკვლევები, გამოსახულებითი ტექნიკა (MRT, ულტრაბგერითი, რენტგენი, KT, ძვლის სიმკვრივის გაზომვა) და ეკგ, დაავადების დიაგნოსტიკა ძალიან მარტივი გახდა. მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში საერთო განყოფილების ფუნქციის მატარებელი შინაგანი მედიცინის განყოფილება არის მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი მიმართულება. შინაგანი მედიცინის განყოფილებაში, ტარდება დეტალური კვლევები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, რაც უზრუნველყოფს დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას და შემდგომი მკურნალობისთვის შესაბამის განყოფილებებში გადამისამართებას.

შინაგანი მედიცინის განყოფილება, რომელიც დიაგნოსტირებს და მკურნალობს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების შინაგანი ორგანოების პრობლემებს, არა მხოლოდ ახორციელებს დაავადების დიაგნოსტირებას ადრეულ ეტაპზე, არამედ დაავადებებისგან თავის დასაცავად ახდენს პაციენტების ცნობიერების ამაღლებას პრევენციული ღონისძიებების საკითხში. მის ფუნქციებშია პაციენტის ინფორმირება შესაძლო სიმპტომების, არსებული დაავადებების მკურნალობის ეტაპების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა განყოფილებაში გადამისამართება. საავადმყოფოების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული შინაგანი მედიცინის განყოფილება, ატარებს კლინიკის ფუნქციას, რადგან მას მიიმართავენ შინაგანი დაავადებების, როგორიცაა ჰიპერტენზია, ქვედა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ნაწლავების და ა.შ. პირველადი დიაგნოსტირებისთვის. პაციენტის გასინჯვისა და გამოკვლევის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის მიერ ხდება მისი გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში.

რა დაავადებებს მკურნალობს შინაგანი მედიცინა?

მედიკანას საავადმყოფოებში უზრუნველყოფილია პროფესიონალი შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მომსახურება და სრულფასოვანი სამედიცინო აღჭურვილობა, რაც მრავალი დაავადების მკურნალობაში წარმატებული შედეგების საწინდარია. დაავადებები, რომელთა მკურნალობაც შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის, ჩამოთვლილია შემდეგნაირად:

სასუნთქი გზების ინფექციები: ისინი იყოფა ორ ჯგუფად: ქვედა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. ქვედა სასუნთქი გზების დარღვევებისას ძირითადად ზიანდება ფილტვები, ბრონქები და ბრონქიოლები. ამ დაავადებების მკურნალობაში, რომლებმაც ზედა სასუნთქი გზების დაავადებებთან შედარებით შეიძლება უფრო სერიოზული შედეგები გამოიწვიონ, შინაგანი მედიცინის განყოფილების გარდა ჩართულია ყელ-ყურ-ცხვირის და გულმკერდის განყოფილებები.

ინფექციური დაავადებები:გარდა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისა, არსებობს მრავალ სხვა სისტემაში ინფექციის გავრცელების რისკი. მათ შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ინფექციებია საშარდე გზების, კანის დაავადებები, დიარეა, ჰეპატიტები, პარაზიტული დაავადები, ბრუცელოზი, გრიპი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სახსრებისა და ძვლების დაავადებები. ვინაიდან ამ ტიპის დაავადებები გადამდებია, სტაციონარული მკურნალობის პროცესში იზოლაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დაავადების ტიპისა და თავისებურებების მიხედვით, მკურნალობის პროტოკოლი ხორციელდება მხოლოდ შინაგანი მედიცინის განყოფილების მიერ, ან სხვა შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობით.

ჰიპერტენზია:გული სისხლძარღვების მეშვეობით აწვდის სისხლს სხეულის ყველა ორგანოს. სისხლძარღვის კედლებზე გადატუმბული სისხლის მიერ წარმოქმნილ წნევას არტერიული წნევა ეწოდება. სისტოლური არტერიული წნევა მოზრდილებში არის 120 მმ.ვწყ.სვ. დიასტოლური არტერიული წნევა უნდა იყოს 80 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბლა. ამ მაჩვენებლებზე მაღალი არტერიული წნევა იწვევს სერიოზულ დაავადებას- ჰიპერტენზიას, რომელსაც სერიოზული მიდგომა ჭირდება. აუცილებელი მკურნალობისა და დამცავი ზომების უგულვებელყოფის შემთხვევაში მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სისხლძარღვებს, თირკმლებს, თავის ტვინს და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს. შინაგანი მედიცინის კლინიკებში ამ დაავადების სამართავად მედიკამენტურ მკურნალობას და შესაბამის კვების რეჟიმს მიმართავენ.

შაქრიანი დიაბეტი: ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები მკურნალობენ შინაგანი მედიცინის კლინიკებში. შაქრიანი დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინსულინის ჰორმონი საკმარისად არ გამოიყოფა ან ქსოვილების მიერ არ ხდება სისხლიდან გლუკოზის ათვისება. ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ინსულინით თერაპია მიზნად ისახავს ინსულინის დონის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას. დაავადების მიმდინარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალურ დიეტას.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: ფარისებრი ჯირკვლის, ანუ ორგანიზმში მეტაბოლური მაჩვენებლის განმსაზღვრელი ორგანოს ფუნქციის დარღვევა, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ან გადაჭარბებული ფუნქციონირება, ფარისებრი ჯირკვლის კიბო და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება არღვევს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა ერთობლივად მიმდინარეობს შინაგანი მედიცინის და ენდოკრინოლოგიურ განყოფილებებში.

ქოლესტერინი:სისხლში ლიპიდების (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები) ნორმაზე მაღალი დონე, არაჯანსაღი კვების ან მემკვიდრეობითი მიზეზების გამო იწვევს ქოლესტერინის დაავადებებს. ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის ბალანსის შენარჩუნება. დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია კვების კონტროლი, მავნე ცხიმებისა და ჭარბი რაოდენობის საკვების გამორიცხვა.

ღვიძლის, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები:საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში წარმოქმნილი დაავადებები ასევე ეკუთვნის შინაგანი მედიცინის სფეროს. ღვიძლის გაცხიმოვნება, კისტები, ჰეპატიტები, ციროზი, კუჭის წყლული, კუჭის თიაქარი, გასტრიტი და რეფლუქსი, ნაღვლის ბუშტში ქვის და ქვიშის წარმოქმნა, ანთებები არის დაავადებები, რომლებსაც შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მკურნალობენ. მედიკამენტურ მკურნალობას, დიეტას და ცხოვრების წესის შეცვლას დიდი სარგებელი მოაქვს დაავადების მკურნალობის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული მეთოდებიც.

ფილტვის დაავადებები:ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ასთმა, COPD და ფილტვებში სითხის დაგროვება, შედის შინაგანი მედიცინის ფუნქციებში. საწყის ეტაპზე გამოვლენილი მცირე პრობლემების მკურნალობა მიმდინარეობს შინაგანი მედიცინის განყოფილებაში, ხოლო დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ დეტალურ გამოკვლევას და მკურნალობას პროგრესირებულ სტადიაზე, იგზავნება გულმკერდის დაავადებების დეპარტამენტში.

თირკმელების დაავადებები:თირკმელების დაავადებები შინაგანი მედიცინის განყოფილებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. შინაგანი მედიცინის განყოფილებაში. თირკმელების ანთებები, ქვის და ქვიშის წარმოქმნა, კისტები, თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა არის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო მკურნალობას. თირკმელების დაავადებებს, რომლებმაც შეიძლება ორგანიზმში შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს, მკურნალობენ შინაგანი მედიცინის განყოფილებაში საჭიროების შემთხვევაში ნეფროლოგიურ განყოფილებაში გადამისამართებით.

ანემია და სისხლის დაავადებები:ისეთი დაავადებები, როგორიცაა ანემია, რომელიც წარმოიქმნება სისხლში ზოგიერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის დეფიციტის გამო, შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის ანემია და სისხლის შედედების დარღვევები. სისხლში ჰემოგლობინის, რკინისა და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება,არასრულფასოვანი კვება და ისეთი ელემენტების არასაკმარისი მიღება, როგორიცაა რკინა, B12 და ფოლიუმის მჟავა, იწვევს სისხლის სხვადასხვა დაავადების გაჩენას. სისხლის დაავადებების მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად პაციენტი ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადამისამართდეს ჰემატოლოგიურ განყოფილებაში.

რევმატიული დაავადებები:რბილი ქსოვილების რევმატიზმი, ფიბრომიალგია, ართრიტი, სახსრების სხვადასხვა ტიპის ტკივილი, ანთებითი რევმატიზმი, პოდაგრა და ბეჰჩეტის დაავადება, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, წელის და კისრის ტკივილი ამ ტიპის დაავადებებს შორისაა. დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მიზნად ისახავს პაციენტის უფრო კომფორტულ ცხოვრებას. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი ასევე იგზავნება რევმატოლოგიურ განყოფილებაში.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილში განვითარებულ ტკივილსა და მარილების დაგროვების მსგავს სიმპტომებს მკურნალობს შინაგანი მედიცინის განყოფილება. ოსტეოპოროზი, რომელიც ვითარდება მენოპაუზის შემდეგ და ხანდაზმულ ასაკში, ასევე იმ დაავადებებს შორისაა, რომლებსაც მკურნალობენ შინაგანი მედიცინის კლინიკები.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით