ესენ გირიტ თუმერმა დაამთავრა სტამბულის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, შემდეგ კი აშშ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა. . ფორმალური განათლების გარდა მას გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა ბოსტონის ჰარვარდის უნივერსიტეტში, IoT ტრენინგი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ექვსი სიგმა შავი ქამრის სერთიფიცირება საფრანგეთში და ლიდერობისა და ორგანიზაციული მართვის კურსები დიდ ბრიტანეთის აშრიჯის კოლეჯში, ხოლო INSEAD პროგრამა საფრანგეთში.
აღმასრულებელ და ლიდერულ პოზიციებზე მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილებით მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა; Microsoft, Johnson & Johnson, Tyco & Covidien, Philips Healthcare Royal Philips და Medtronic შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში, ქალბატონი გირით თუმერი ხელმძღვანელობდა მრავალ საერთაშორისო პროექტს ლონდონში, ინდოეთში, ერაყში, პაკისტანში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთის სამეფოსა და ყატარში. იგი მუშაობდა აჯიბადემის უნივერსიტეტის ინკუბაციის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციებზე, ასევე იყო იედითეფეს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი.
იგი დაინიშნა Smart Wearable Technology Company-ის (მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) საბჭოს წევრად, და არის UIP - საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის თანათავმჯდომარე. 2020 წლის მონაცემებით, ის არის Essential Evolutions in Artificial Intelligence და InfiniTech in BioScience-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც ოპერირებენ თურქეთსა და შეერთებულ შტატებში. ქალბატონი გირით თუმერი არის კომპანია YZTD-ის (ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ასოციაცია) დამფუძნებელი პრეზიდენტი თურქეთში, რომელიც არის გლობალურ AAAI ასოციაციაციის წევრი.
მას აქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებში მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი წარმოადგენდა თურქეთს ბრიუსელში A.B/E.U რეგულაციების მიხედვით COCIR-ის ფარგლებში და შვიდი წლის განმავლობაში იყო TıpGörDer-ის პრეზიდენტი. ის იყო PPP ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, Corporate Compliance and Ethics Association-ის (TEİD) ვიცე პრეზიდენტი და Medtronic Women's Network-ის პრეზიდენტი თდალ (TWAL) რეგიონში.
როგორც Technology in Women Association (W-Tech) და Women on Board Association-ის დამფუძნებელი წევრი, ის არის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ასოციაციების , მათ შორის აშშ-ს AAAI-ს და ევროპის Women AI-ის აქტიური წევრი.
ქალბატონი გირით თუმერი დასახელდა Forbes-ისა და The Economist-ის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ინდუსტრიაში აღიარებულ 50 წარმატებულ ქალ ლიდერს შორის. წლების განმავლობაში იგი ზედიზედ აირჩიეს ჯანდაცვის სექტორში ნომერ პირველ ყველაზე ძლიერ ქალ აღმასრულებელ დირექტორად.
ქალბატონი გირით თუმერი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს.
