აბით ბაქისტანლი დაიბადა სტამბულში1988 წელს, დაამთავრა დოგუსის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით გაძლიერებული ინგლისურის სწავლებით.
პროფესიული კარიერა დაიწყო 2000 წელს მარმარის სელენ ოტელში, სადაც მუშაობდა 2010 წლის მაისამდე; 2011 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა მენეჯერ-სტაჟიორად მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში.მედიკანა ბაჰჩელიევლერის საავადმყოფოში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, აქტიურად მონაწილეობდა ისეთ საქმიანობებში როგორიცაა: ხარჯების კონტროლი, შესყიდვების კოორდინირება და ტრენინგი მენეჯმენტში. ასრულებდა ძირითად როლს უცხოელი პაციენტების მართვის პროცესში, ასრულებდა დავალებებს, როგორიცაა ავადმყოფების ისტორიის მოძიება და ისეთი სამედიცინო საბუთების თარგმნა ინგლისურ ენაზე, როგორიცაა ეპიკები, რადიოლოგიური ანგარიშები და ქირურგიული ცნობები. 2016 წლიდან 2020 წლამდე აბითმა გაარძელა კარიერა მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში ცენტრალური ბიუჯეტის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა საავადმყოფოს წლიური შემოსავლების ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი.
2020 წლიდან იგი მუშაობს მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფში ბიუჯეტის ხელმძღვანელის და დაგეგმვის სპეციალისტის თანამდებობაზე, ინგლისურ ენას ფლობს საკმაოდ კარგად. ბ-ნი ბაქისტანლი დაქორწინებულია და ყავს ერთი შვილი.
