რა არის გასტროენტეროლოგია?

გასტროენტეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ეხება საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყლაპავის, კუჭის, წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის (კოლინჯი), ანუსის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, პანკრეასის და პერიტონეუმის(მუცლის ღრუს ამომფენი გარსი) დაავადებებსა და მათ მკურნალობას.

ვინ არის გასტროენტეროლოგი?

ექიმებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან გასტროენტეროლოგიაში, უწოდებენ გასტროენტეროლოგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასტროენტეროლოგი ეწოდება ექიმებს, რომლებმაც მიიღეს 6 წლიანი სამედიცინო განათლება, შინაგანი დაავადებების სპეციალობაში - 5წელი, ხოლო მინიმუმ 3წლიანი განათლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ამ დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების განხრით.

რა დაავადებებს მკურნალობს გასტროენტეროლოგია?

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ახორციელებს გასტროენტეროლოგიური განყოფილება. დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოყენებული ყველა ენდოსკოპიური პროცედურა, როგორიცაა ზედა კუჭ-ნაწლავის სისტემის ენდოსკოპია (გასტროსკოპია), კოლონოსკოპია, ERCP (ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია), ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია (EUS) და ენტეროსკოპია, არის დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ტარდება ამ მიმართულებით სპეციალიზირებული გასტროენტეროლოგების მიერ.მოკლედ შევაჯამოთ ის დაავადებები, რომლებიც გასტროენტეროლოგიის დარგში შედის:

  • გასტრიტი
  • დისპეფსია (მონელების დარღვევა)
  • პეპტიური წყლულოვანი დაავადება
  • კუჭის კიბო
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი
  • საყლაპავის კიბო
  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • ჰეპატიტი (B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი, ვილსონის დაავადება, ჰემოქრომატოზი, პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი)
  • ღვიძლის ციროზი
  • პანკრეასის დაავადებები (პანკრეასის კიბო, კისტა, პანკრეასის ანთება)
  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქვები, კიბო
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ყაბზობა
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)
  • ცელიაკია
  • მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) კიბო
  • ბუასილი, ანალური ნაპრალი, ანალური ფისტულა
  • პერიტონეალური (მუცლის ლორწოვანი გარსის) დაავადებები


გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული პროცედურები:

ჩვენი გასტროენტეროლოგიური დეპარტამენტის ფარგლებში ენდოსკოპიურ განყოფილებებსა და ლაბორატორიებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია (გასტროსკოპია)
  • კოლონოსკოპია
  • ERCP (ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეტოგრაფია)
  • ენდოსკოპიური ულტრაბგერა (EUS)
  • ღვიძლის გარდამავალი ელასტოგრაფია (ფიბროსკანი)
  • კუჭ-ნაწლავის (საჭმლის მომნელებელი) სისტემის სტრიქტურების დილატაცია ბალონით ან ბუჟით (სტრიქტურების გაფართოება საყლაპავში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავში ბალონის ან ბუჟის მეთოდით)
  • კუჭ-ნაწლავის (საჭმლის მომნელებელი) სისტემის სტრიქტურებში ენდოსკოპიური სტენტის განთავსება
  • სკლეროთერაპია, ჰემოკლიპები, არგონის ლაზერული პლაზმის გამოყენება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დროს
  • საყლაპავის ვარიკოზის ენდოსკოპიური ლიგირება
  • PEG (პერკუტანული ენდოსკოპიური გასტროსტომია)
  • კუჭის ბალონი და კუჭის ბოტოქსი
  • pH მეტრი, მანომეტრი
  • ღვიძლის ბიოფსია

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით