რა არის მეან-გინეკოლოგია?
მეან-გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ეხება ქალის რეპროდუქციული ორგანოების და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობას. გინეკოლოგიურ გაყოფილებაში ხდება საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვისა და მილების და ქალის რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული ყველა დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მეანობის განყოფილების ფუნქცია კი არის ორსულობის პერიოდზე დაკვირვება და ამ პერიოდში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა. გარდა ამისა, ამ განყოფილების ფარგლებში შედის ასევე ქალის უნაყოფობის პრობლემის დიაგნოსტიკა, საშვილოსნოსა და კვერცხუჯრედის გამოკვლევა და ინ ვიტრო განაყოფიერება
მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტი არის განყოფილება, რომელიც გინეკოლოგიური დაავადებების და ორსულობის გარდა, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე მედიცინის ყველა შესაძლებლობით ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური დაავადებები, გინეკოლოგიური სიმსივნეები, უროგინეკოლოგია, რეპროდუქციული პრობლემები, სარისკო ორსულობა, სექსუალური დისფუნქცია, მენოპაუზა დ ა გინეკოლოგიური ოპერაციები.
რა დაავადებებს მკურნალობს მეან-გინეკოლოგიის განყოფილება?
მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს მენსტრუალური პერიოდის დაავადებების, სექსუალური დისფუნქციების, უნაყოფობის, ვაგინალური პრობლემების, პლაცენტასთან დაკავშირებული დარღვევების, მშობიარობის პრობლემების, სპონტანური აბორტის, საშვილოსნოს, საკვერცხეების და გარეთა სასქესო ორგანოების დაავადებების და სხვა მსგავსი დაავადების დიაგნოზსა და მკურნალობას. ასევე კისტის და მიომის ოპერაციებს, ორსულობის მიმდინარეობის, ბუნებრივი და საკეისრო ჩარევით მშობიარობის და სხვა მსგავსი პროცესების მართვას.
მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში იკვლევენ და მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს.
ქალთა დაავადებები (გინეკოლოგია)
- პერიოდული გინეკოლოგიური გამოკვლევები,
- სარძევე ჯირკვლის დაავადებები
- ულტრაბგერითი გამოკვლევები
- ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კიბოს სკრინინგები (ულტრაბგერითი, სისხლის ანალიზები, ნაცხის ტესტი, HPV ტესტი)
- ორსულობის დაგეგმვის პერსონალიზებული მეთოდები (საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის გამოყენება, ჩასახვის საწინააღმდეგო აბი, სტერილიზაციის პროცედურები)
- ქორწინებამდე გინეკოლოგიური გამოკვლევა
ორსულობა და მშობიარობა
ორსულობა და მშობიარობა მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტში ტარდება ორსულობამდე საჭირო გამოკვლევები. ხდება ორსულობის პროცესის, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დეტალური და ზედმიწევნითი მონიტორინგი. ჯანმრთელი თაობების უზრუნველსაყოფად ხდება ორსულის ინფორმირება მშობიარობის პროცესთან დაკავშირებით, მიიღება სიფრთხილის ზომები და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ჩარევა. გარდა ამისა, ნათესაური ქორწინების შემთხვევაში რისკების პრევენცია, გენეტიკური დარღვევების სკრინინგი და ქრომოსომის ანალიზი ასევე შედის ამ განყოფილების კომპეტენციაში. ამ კონტექსტში მოწოდებული სერვისები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
- ორსულობამდე კონსულტაცია და გამოკვლევა,
- დედის ჯანმრთელობის შემოწმება და საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება,
- ორსულობის გამოვლენა მე-5 კვირიდან მუცლის ან/და ტრანსვაგინალური ექოსკოპიით და განვითარების პროცესის მჭიდრო მონიტორინგით;
- ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა ოჯახური ან თანდაყოლილი დაავადებების გამოსავლენად,
- ორსულების დიეტა, ორმაგი დ ა სამმაგი- ოთხმაგი სკრინინგის ტესტები, გენეტიკური ტესტები, ამნიოცენტეზი,
- მაღალი რისკის ორსულების დაკვირვების ქვეშ აყვანა,
- ორსულობის დროს მომავალი დედის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და კვების ხელსეწყობით მშობიარობისთვის მომზადება.
- ორსულობის მომდევნო კვირებში ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი და მისი მდგომარეობის დადგენა NST აპარატით,
- დაბადების მომენტიდან ბავშვის მოვლა ახალშობილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ,
- მშობიარობიის შემდგომ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდის განსაზღვრა.
- უშვილობის მიზეზების დადგენა.
უროგინეკოლოგია
დაავადებები, როგორიცაა საშვილოსნოს პროლაფსი, შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის დაწევა, რომლებიც ხშირად გვხვდება ქალებში, სერიოზული პრობლემაა და საჭიროებს მკურნალობას. ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტების ჩივილების ინტენსივობიდან გამომდინარე, მეანგინეკოლოგიის განყოფილებაში ტარდება კლინიკური შეფასება და უროდინამიკური კვლევები. პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის მეთოდებია:
- მედიკამენტური მკურნალობა,,
- კეგელის ვარჯიშები,
- შარდის ბუშტის ვარჯიში (ქცევითი თერაპია)
- ვაგინალური ვარჯიშები
- პესარი,
- ბოტოქსი,
- ოპერაცია.
გინეკოლოგიური ონკოლოგია
მთელს მსოფლიოში კიბოთი გამოწვეულ ქალთა სიკვდილიანობაში, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხის კიბოს წამყვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, რამდენიმე მარტივი ტესტით, რომლებიც ქალებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ, შესაძლებელია გინეკოლოგიური კიბოს ადრეული დიაგნოზი, რაც თავიდან აგვაცილებს უფრო დიდ პრობლემებს. ქალის რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები, რომლებსაც მეან-გინეკოლოგიური განყოფილება მკურნალობს, შემდეგია:
- საშვილოსნოს ყელის კიბო,
- საშვილოსნოს კიბო,
- სარძევე ჯირკვლის კიბო,
- გარე სასქესო ორგანოებში გამოვლენილი კიბოს სახეები,
- საკვერცხის კიბოს სკრინინგი და დიაგნოსტიკა
- საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინაცია
ანდროლოგია (რეპროდუქციული ჯანმრთელობა)
- უნაყოფობა,
- უნაყოფობის ანალიზები,
- ოვულაციის მეთვალყურეობა,
- ოვულაციის პრობლემები,
- ენდომეტრიოზი,
- ჰისტეროსკოპია,
- მილის ბლოკირება,
- ექოსკოპია და დოპლერი.
მენოპაუზა
მენოპაუზის დროს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ქალის ჯანმრთელობისთვის, არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა. იმის გათვალისწინებით, რომ ქალის ორგანიზმში სიმსივნეების 45% გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე მოდის და რომ ეს დაავადებები ყველაზე ხშირად 40-დან 55 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება, ნათელი ხდება, რომ მენოპაუზის დროს საჭიროა მეტი სიფრთხილე და ყურადღება. ამ პერიოდში დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და გარეთა სასქესო ორგანოების რეგულარული გამოკვლევები. რა უნდა გაკეთდეს მენოპაუზის დროს:
- პერიოდული გინეკოლოგიური გამოკვლევა,
- ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა - სკრინინგი 65 წლის შემდეგ,
- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია და მამოგრაფია,
- საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია.
ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ახალგაზრდა გოგონების გინეკოლოგიური პრობლემებისა და ბუნებრივად მიმდინარე პროცესების გამოკვლევა და ამ საკითხში მათი ცნობიერების ამაღლება, რასაც დაავადებების მკურნალობასთან ერთად უზრუნველყოფს მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტი. მაგალითად, ექიმი-გინეკოლოგი საგანმანათლებლო ინფორმაციას აწვდის გოგონებს, რომლებსაც აწუხებთ მენსტრუალურ ტკივილები.
გინეკოლოგიური ოპერაციები
- კისტის ოპერაციები,
- მიომის ოპერაციები,
- უშვილობის ოპერაციები,
- საშარდე გზების ოპერაციები,
- გარე ორსულობა,
- ლაპაროსკოპიული, აბდომინალური, ვაგინალური ჰისტერექტომია,
- სიმსივნის ოპერაციები,
- ენდომეტრიოზი,
- ძგიდისა და ადჰეზიების გახსნა
- პოლიპების და მიომების მოცილება,
- ენდომეტრიუმის რეზექცია და სხვა ოპერაციები.

