რა არის ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია?
ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც სხვადასხვა მეთოდით მკურნალობს ფუნქციურ დარღვევებს ან დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება უბედური შემთხვევის, ტრავმის, თანდაყოლილი დარღვევების ან სხვა მიზეზების შედეგად და პაციენტს აძლევს ადვილად გადაადგილების შესაძლებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, გამოიყენება ძვლებსა და კუნთებთან დაკავშირებული მრავალი დაავადების სამკურნალოდ და იცვლება პაციენტის საჭიროებების მიხედვით.
ფიზიოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად. ფიზიოთერაპია ტარდება სინათლის, სითბოს, ვარჯიშის, ელექტრული დენის, სითბო-სიცივის და ფიზიკური აგენტების გამოყენებით.
ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში გამოიყენება რამდენიმე მეთოდი. თერმოთერაპიაში (სითბოთი მკურნალობა) ულტრაბგერითი, მოკლე და მიკროტალღები, ლაზერი, ცხელი საფენები, ჰელიოთერაპიაში (მზის სხივებით მკურნალობა), პარაფინის აბაზანა და ინფრაწითელი სხივები, კრიოთერაპიაში(სიცივით მკურნალობა) კი ცივი კომპრესები, გამაგრილებელი სპრეები, ყინულით მასაჟი და ყინულის ჩანთები გამოიყენება.
ჰიდროთერაპიასთან ერთად(ცხელი წყლის აბაზანა, სპა, აბაზანა მორევის ეფექტით) ელექტროთერაპიაც(პირდაპირი და ირიბი ელექტროიმპულსები) ასევე ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის მეთოდებს შორისაა. სხვა მეთოდებს მიეკუთვნება მედიკამენტოთერაპია, მექანიკური ჩარევით მკურნალობა (მასაჟი, მანუალური თერაპია, გაწელვა და ა.შ.) და ვარჯიშები.
რა დაავადებებს მკურნალობს ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილება?
ტკივილის პრობლემები
კისერი, წელი, ზურგი, ფეხები, მუხლები და ა.შ. სხეულის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის მეთოდებით. მწვავე ტკივილი, ანუ ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ქსოვილის დაზიანებით დაავადების ან ტრავმის გამო, შედის ამ დარგის სფეროში. ქრონიკული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნევროლოგიური ან ფსიქოლოგიური მიზეზით, მოითხოვს ხანგრძლივი მკურნალობის პროცესს.
სპორტული ტრავმები
კუნთების დაზიანებები, მენისკი და სხვა სპორტული ტრავმები შეიძლება განიკურნოს ქირურგიული ჩარევით ან ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურებით. ფიზიოთერაპია მნიშვნელოვანია პოსტოპერაციულ პერიოდშიც. იმისთვის, რომ დაზიანებული ზონა აღდგეს, აუცილებელია რეგულარული ვარჯიში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პარკინსონის დაავადება
პარკინსონის დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, ვითარდება დოფამინის დეფიციტის შედეგად. გარდა ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მიღებული მედიკამენტებისა, საჭიროა ასევე რეგულარული ვარჯიში. ხელების კანკალით, სიარულის გაძნელებით, მეტყველების დარღვევით და მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე ამ დაავადების დროს ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურების მიზანია პაციენტის მობილობის გაზრდა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
რევმატული დაავადებები
რევმატიზმი, რომელიც ვლინდება კუნთების, სახსრების ან ძვლების ტკივილებით, არ არის დ ამოუ კიდებელი დაავადება. იგი მოიცავს ასობით დაავადებაას. ანთებითი და არაანთებითი რევმატიზმები მოიცავს ოსტეოპოროზს, სახსრების რევმატიზმს, ქუსლის წანაზარდს, ჩოგბურთისა და გოლფის იდაყვს, კალციფიკურ ტენდინიტს, კალციფიკაციას, მხრის დაჭიმვის სინდრომებს, მხრის კუნთების დაზიანებას, რბილი ქსოვილების რევმატიზმს, ჩიყვის დაავადებას, პოდაგრას, ხმელთაშუა ზღვის ცხელებას,შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებს, რევმატოიდულ ართრიტს, სახსრების მწვავე რევმატიზმს და სხვა. შეშუპება, სახსრის მოძრაობის გაძნელება, მუდმივი ტკივილი, სიმხურვალე ან სიწითლე რევმატიული დაავადებების სიმპტომებს შორისაა. მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურები.
ინსულტი
ინსულტის დროს, რომელიც ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანების შედეგად, პაციენტის სხეულის გარკვეულ ნაწილში მოძრაობის უნარი შეზღუდულია. ფიზიოთერაპიას და სარეაბილიტაციო პროცედურებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში, რადგან აძლევს მას დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას.
მოტეხილობები
სხვადასხვა ჩივილი შეინიშნება პაციენტში დაჭიმვის, მოტეხილობის ან ძვლის სახსრიდან ამოვარდნის დროს. გადაადგილების შეზღუდვის, შეშუპების, ტკივილის და სისხლჩაქცევების დროს, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც მიზანშეწონილია ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურები. ხანგრძლივი უმოძრაობით გამოწვეული კუნთების სისუსტის და დაქვეითებული ძალის აღდგენა შესაძლებელია ვარჯიშებით და სხვა ფიზიოთერაპიული მეთოდების საშუალებით.
კისრის და წელის თიაქარი
ხერხემლის მალ ების დ ისკების მთლიანობის დარღვევა იწვევს თიაქარს. თიაქრები, რომლებიც ჩნდება კისრისა და წელის მიდამოში, წარმოიქმნება არასწორი მოძრაობის, ტრავმის, უბედური შემთხვევის, კალციფიკაციისა და სტრესის გამო. ძვლის სისუსტე, რომელიც ასაკთან ერთად ვლინდება, ჭარბი წონა და ორსულობა თიაქრის გამომწვევ სხვა მიზეზებს შორისაა. მედიკამენტების გარდა, თიაქრის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია. თუმცა, ეს მეთოდები განსხვავდება დაავადების განვითარების მიხედვით. პროგრესირებადი თიაქარი ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას საჭროებს.
ლიმფედემა
ლიმფედემა არის თანდაყოლილი (პირველადი) ან შეძენილი (მეორადი) ნიშნავს ლიმფური სითხის დაგროვებას ქსოვილში და ლიმფური სისტემის განუვითარებლობის ან დახშობის შედეგია. ამ შემთხვევაში გამოიყენება მანუალური ლიმფური დრენაჟი, როგორც ერთ-ერთი ფიზიოთერაპიული მეთოდი.
მანუალური ლიმფური დრენაჟით ხდება შენელებული ლიმფური ნაკადის გააქტიურდება. ამის შემდეგ გამოიყენება ბანდაჟი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომპრესიული ტანსაცმლის გამოყენება.მანუალური ლიმფური დრენაჟი არ უნდა აგვერიოს კლასიკურ მასაჟში; სადრენაჟო მასაჟს აქვს გამოყენების უნიკალური ტექნიკა და ტარდება სპეციალურად გადამზადებული ფიზიოთერაპევტების მიერ.

