თირკმლები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ფილტრავს სისხლში არსებულ სახიფათო ნარჩენ ნივთიერებებს და ზედმეტ სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოდევნის გამომყოფი სისტემის დახმარებით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ხდება თირკმელების ამ ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული მოშლა. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ჰემოდიალიზი.ჰემოდიალიზი არ კურნავს თირკმელების უკმარისობას, მაგრამ ის ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას და სისხლში ისეეთი მნიშვნელოვანი მინერალების დაბალანსებას, როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი და კალციუმი.


ჰემოდიალიზის მკურნალობის პროცესი

ჰემოდიალიზის დროს სისხლი გადის აპარატში, რომელსაც ეწოდება დიალიზატორი. იგი ასრულებს ფილტრის ფუნქციას რის გამო ც ხელოვნურ თირკმელსაც უწოდებენ. ჰემოდიალიზის პროცედურის დასაწყისში ხდება არტერიო/ ვენური ფისტულის პუნქცია წყვილი ნემსით, რომლებსაც დიალიზის აპარატთან დაკავშირებული რბილი მილი აქვს მიმაგრებული. დიალიზის აპარატი ფილტრავს პაციენტიდან მიღებულ სისხლს და აბრუნებს გაფილტრულ სისხლს ორგანიზმში. პროცედურის დროს დიალიზის აპარატი ამოწმებს არტერიულ წნევას.

გრძელვადიანი მკურნალობის პერიოდში, ჯანდაცვის მუშაკებისგან ინსტრუქციის მიღების შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ პუნქცია. თუ ეს პროცესი პაციენტისთვის მტკივნეულია, შეიძლება გამოყენებულ იქნას საანესთეზიო კრემი ან სპრეი.

თანამედროვე დიალიზის აპარატების საშუალებით კვირაში სულ რაღაც 10-12 საათის განმავლობაში შესაძლებელია იმ ფუნქციის სისრულეში მოყვანა, რასაც თირკმლები ჯანმრთელ ორგანიზმში ასრულებენ კვირაში შვიდი დღე 24საათის განმავლობაში.

რას აკეთებენ ხელოვნური თირკმლები?

ხელოვნურ თირკმელებს, რომლებსაც დიალიზატორები ეწოდებათ, შეუძლიათ თირკმლების ფუნქციის მხოლოდ ნაწილის შესრულება, ამიტომ ხელოვნური თირკმელი ჰემოდიალიზის მეთოდის მხოლოდ ერთი ნაწილია. იმისთვის, რომ ჰემოდიალიზის პროცესი წარმატებული იყოს, პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს დიეტასა და მკურნალობის წესებს. დიეტის დროს გარკვეული სითხისა და საკვების შეზღუდვა ხელს უშლის ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებას.

სად კეთდება ჰემოდიალიზი?

ჰემოდიალიზი ტარდება დიალიზის ცენტრებში. დიალიზის პროცედურა ინიშნება კვირაში 3-5ჯერ, პაციენტის თირკმელების მდგომარეობიდან გამომდინარე. თითოეული პროცედურა დაახლოებით ოთხ საათს გრძელდება. მკურნალობის პროგრამის შემუშავება ხდება პაციენტის ასაკის, პროფესიის, ყოველდღიური განრიგის, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით.

სახლში ჰემოდიალიზის მომსახურებას სთავაზობენ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ან დრო, მიმართონ დიალიზის ცენტრებს. დიალიზის სტანდარტულ, ყოველდღიურ და ყოველ ღამით სახლის სერისებთან ერთად პაციენტს მიეწოდება ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პროგრამები.

რა არის ჰემოდიალიზის სარგებელი?

თუ ჰემოდიალიზით მკურნალობა რეგულარულად ტარდება, დადებითი დინამიკის მაჩვენებელი მაღალია. იზრდება პაციენტის ენერგიულობა და მადა. ჰემოდიალიზი ამცირებს ორგანიზმში მარილისა და სითხის დაგროვებას, ამიტომ პაციენტს უმცირდება ქოშინი და შეშუპება.

ჰემოდიალიზით მკურნალობისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, უნდა შენარჩუნდეს იდეალური ,,მშრალი წონა’’. იდეალური მშრალი წონა არის წონა, რომელიც იზომება მაშინ, როდესაც ორგანიზმიდან გამოდევნილია ზედმეტი სითხე. თუ ჰემოდიალიზის პროცესში ნატრიუმის მოხმარება დაბალანსებულია, იდეალური მშრალი წონა უნდა იყოს მიღწეული ჰემოდიალიზის ყოველი პროცედურის ბოლოს. ჰემოდიალიზის ეფექტურობისა და იდეალური მშრალი წონის შენარჩუნების შემთხვევაში რეგულირდება არტერიული წნევა და ინფარქტის რისკი მინიმუმამდე ჩამოდის.

რატომ არის კვება მნიშვნელოვანი ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის?

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით ალკოჰოლი, ცხიმიანი, მარილიანი და შაქრიანი საკვები ძალიან ფრთხილად უნდა იქნას მოხმარებული. თავიდან უნდა იქნას აცილებული ნატრიუმის და ფოსფორის მაღალი შემცველობის საკვების მიღება და მოხმარებული სითხის რაოდენობა, მათ შორის საკვებში შემავალი სითხის ჩათვლით, უნდა იყოს გაკონტროლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰემოდიალიზით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს პაციენტის ორგანიზმში სითხის დაგროვება.

ჰემოდიალიზის დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი კვების წესები:

რაციონს უნდა დაემატოს ცილა.

უნდა შეირჩეს კალიუმის სათანადო რაოდენობით შემცველი საკვები.

თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია დამხმარე ვიტამინური დანამატების მიღება.

ჰემოდიალიზის პროცედურა ტარდება სითხის გამწმენდი სისტემის, სადიალიზო ხსნარის, დიალიზატორის და ჰემოდიალიზისთვის საჭირო სხვა მოწყობილობების გამოყენებით . პირველ ეტაპზე სითხის გამწმენდი სისტემა მოქმედებს როგორც ფილტრი თირკმელებში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოსაშორებლად. სითხის გამწმენდი სისტემა გამოიყენება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების თირკმელებში დაგროვების გარეშე გამოსადევნად.

სითხის გამწმენდ სისტემებში გამოიყენება ფილტრაციის მეთოდები, როგორიცაა სიხისტის დაქვეითება, აქტიური ნახშირბადის ფილტრები და დეიონიზაცია. გარდა ამისა, წყალში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები იფილტრება თირკმელამდე მისვლამდე ისეთი მეთოდებით, როგორიცაა ულტრაფილტრაცია და დისტილაცია.

სადიალიზო ხსნარი ახდენს სისხლში საჭირო იონების დიფერენციაციას. ამრიგად, ორგანიზმში ნარჩუნდება თირკმელებისთვის აუცილებელი სასარგებლო მინერალები. ამ გზით განისაზღვრება ჰემოდიალიზის პროცესში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ქლორის, გლუკოზის, ბიკარბონატის აცეტატის და მსგავსი ელემენტების თანაფარდობა.

რა არის ჰემოდიალიზის პროცესის ალტერნატივა?

დიალიზის აპარატით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის სურვილით და სპეციალისტების რჩევით შესაძლებელია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორიცაა პერიტონეალური დიალიზი და თირკმლის გადანერგვა.

პერიტონეალური დიალიზი ხორციელდება სისხლის გაფილტვრით პერიტონეუმში. პერიტონეალურ ღრუში გროვდება სადიალიზო სითხე. ამ დროს ტოქსინები ჯერ სადიალიზო სითხეში ხვდება, ხოლო შემდეგ გარეთ გამოიდევნება. პერიტონეალურ დიალიზს შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს ექიმმა პაციენტის მდგომარეობისა და სურვილის გათვალისწინებით. დიალიზის ეს მეთოდი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება ასევე მიზანშეწონილია ბავშვებში. განსაკუთრებით სასურველია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ამ პროცედურის სახლის პირობებში ჩატარება, რათა არ შეფერხდეს მათი სასწავლო პროცესი.

თირკმლის გადანერგვა, როგორც წესი, არის თირკმლის დაავადებების მკურნალობის მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ყველაზე ბოლოს. ამ შემთხვევაში ნეფროლოგის მიერ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ექიმისა და პაციენტის მიერ მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება. თუ თირკმლის ფუნქცია მთლიანად მოშლილია, ამ შემთხვევაში ტარდება თირკმლის ტრანსპლანტაცია.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით