რა არის ნეიროქირურგია?
საავადმყოფოების ან ჯანდაცვის სხვა დაწესებულებების განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო ჩარევას თავისა და ზურგის ტვინში განვითარებულ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა ოკლუზია, თავის ტვინის და ზურგის ტვინის დაზიანებები, წელისა და კისრის თიაქარი, ეწოდება ნეიროქირურგია. ნეიროქირურგიულ განყოფილებაში დიაგნოსტიკა და მკურნალობა უტარდება ნერვული სისტემის დაავადებების მქონე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს.
რა დაავადებებს მკურნალობს ნეიროქირურგია?
ნეიროქირურგიის განყოფილება მკურნალობს ორგანიზმის ნერვულ სისტემაში, მათ შორის თავის ტვინში წარმოშობილ დაავადებებს და სხვადასხვა დარღვევებს, რომლებიც ვითარდება ამ ზონის დაზიანების გამო. ნეიროქირურგიის განყოფილება მომსახურებას უწევს სხვადასხვა ჯგუფებს, როგორიცაა სიმსივნური და სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ტრავმები, ხერხემლის დაავადებები. ქვემოთ დეტალურად განხილულია დაავადებები, რომლებსაც მკურნალობენ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
1. თავის ტვინის სისხლდენა:
ცერებრალური სისხლდენა არის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება თავის ტვინის არტერიის კედლის მთლიანობის დარღვევით და ტვინის ქსოვილში სისხლის გაჟონვის შედეგად, რაც იწვევს ამ მიდამოში ქსოვილის დაზიანებას. ნებისმიერი უბედური შემთხვევის, დარტყმის,დაზიანების და ა.შ. ან სპონტანურად წარმოშობილი თავის ტვინის სისხლდენა არის დაავადება, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ჩარევას. თავის ტვინის სისხლდენას, რომელიც როგორც წესი საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, მკურნალობენ საავადმყოფოების ან ჯანდაცვის სხვა დაწესებულებების ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
2. თავის ტვინის სიმსივნეები:
სიმსივნე არის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში. ავთვისებიანი სიმსივნეები ცნობილია "კიბო"-ს სახელით. თავის ტვინში წარმოქმნილი სიმსივნე იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, წონასწორობის პრობლემები, გულმავიწყობა, გონების დაკარგვა, მხედველობის დარღვევა (მხედველობის გაორება და ა.შ.), ხელებსა და ფეხებში შეგრძნების დაქვეითება.ეს სიმპტომები უარყოფითად მოქმედებს პიროვნების ცხოვრების ხარისხზე. ამ ჩივილების მქონე ადამიანებმა უნდა მიმართონ თავის ტვინისა და ნეიროქირურგიის განყოფილებას.
3. ცერებროვასკულარული დაავადებები:
ცერებროვასკულარული დაავადებები მოიცავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინსულტი, წელის და კისრის თიაქარი, პარკინსონის დაავადება და ა.შ. ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ დამბლა, ცნობიერების დაქვეითება, მხედველობისა და მეტყველების დარღვევა და წონასწორობის დარღვევა. ამ მიზეზით, ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ნეიროქირურგიულ განყოფილებას. სხვა ცერებროვასკულარული დაავადებები ჩამოთვლილია ქვემოთ:
4. ხერხემლის დაავადებები:
ასაკთან დაკავშირებული ხერხემლის დაავადებები ასევე შეიძლება განვითარდეს ტრავმის,დარტყმის, სხვადასხვა სახის დაზიანების, უბედური შემთხვევის შედეგად. ამ ჯგუფში შედის ასევე სახსრის-კუნთების ტკივილები, გამრუდება, სიმსივნეები, დაზიანებები,კიფოზი, სქოლიოზი და ინფექციური პროცესები ხერხემლის მიდამოში. ამ ტიპის დაავადებები იწვევს ქრონიკულ ტკივილს, დაბუჟების შეგრძნებას და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანების მოძრაობისა და გაადგილების შესაძლებლობებზე.
5. ინსულტი:
ინსულტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ტვინისკენ მიმავალი სისხლის ნაკადის შეწყვეტის შედეგად ვითარდება სიმპტომები, როგორიცაა ხელებსა და ფეხებში ძალის დაქვეითება, ძლიერი და უეცარი თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, მეტყველებისა და აზროვნების გაძნელება. ინსულტი რომელმაც ადამიანის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს, სერიოზული დაავადებაა, რომლის მკურნალობის გადადება არ შეიძლება.
6. სხვადასხვა ტრავმა:
დაცემით, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, უბედური შემთხვევებით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, სპორტული აქტივობებით გამოწვეულ ზიანს ეწოდება ტრავმა. სხეულის ხერხემლისა და თავის მიდამოებში წარმოქმნილი ტრავმები სასწრაფო ჩარევას საჭიროებს, რასაც ახორციელებს ნეიროქირურგიული განყოფილება.
7. თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები ბავშვებში:
ნეიროქირურგიული განყოფილება ასევე მოიცავს თავისა და ზურგის ტვინის დაავადებებს, რომლებიც ბავშვობის პერიოდში ვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილია მუცლადყოფნის პერიოდიდან 18წლამდე განვითარებული თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები:
- თავის ქალას ფორმის დარღვევები,
- ჰიდროცეფალია,
- ცერებროსპინალური სითხის მომატება,
- თანდაყოლილი ნერვული სისტემის დარღვევები ,
- თანდაყოლილი ცერებრალური სისხლდენები
- ეპილეფსია და მოძრაობის დარღვევები,
- ზურგის ტვინის სიმსივნე,
- თავის ტვინის სიმსივნე
- ზურგის ტვინისა და მისი მკვებავი სისხლძარღვების დაავადებები,
- ზურგის ტვინის არასრული დახურვა

